Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

IGF შემბოჭველი პროტეინ 3

ცნობილი როგორც:ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის შემბოჭველი ცილა 3
SKU: 764

137.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

 

ზოგადი ინფორმაცია:

IGF დამაკავშირებელი ცილა 3 (IGFBP-3) არის პეპტიდი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში და რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს IGF-ის (განსაკუთრებით IGF-1 , რომელიც ზრდის ჰორმონის-GH– ის ანაბოლური და ზრდის მასტიმულირებელი ეფექტების მთავარი მედიატორია) ტრანსპორტირებასა და ბიოშეღწევადობის კონტროლში.

IGF-1 და IGF-2 დაახლოებით 95% დაკავშირებულია IGFBP-3, რომელიც IGF- ის მთავარი სატრანსპორტო ცილაა და რომლის

ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა IGF– ის ნახევარდაშლის პერიოდის გაზრდა 8 წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამ გზით, IGFBP-3 მოქმედებს როგორც სტაბილიზატორი, რაც უზრუნველყოფს IGF- ის მუდმივ დონეს. IGFBP-3 შრატის კონცენტრაცია მუდმივია 24 საათის განმავლობაში, რომელიც ასევე დამოკიდებულია ზრდის ჰორმონზე (GH), ამიტომ IGFBP-3 განსაზღვრა ინფორმატიულია GH (ზრდის ჰორმონის) სეკრეციის შეფასებისთვის. GH სეკრეციისგან განსხვავებით, რომელსაც ახასიათებს დღიური პულსური ხასიათის ცვალებადობა, IGFBP-3 და IGF-1 დონე აჩვენებს მხოლოდ მცირე რყევებს.

IGFBP-3 და IGF-1 შრატის დაბალი დონე აღინიშნება ზრდის ჰორმონის დეფიციტის ან მის მიმართ რეზისტენტობის დროს.

ბავშვობაში შეძენილი ეს ცვლილებები იწვევს ზრდაში ჩამორჩენას. ბავშვთა ასაკში GH- ის ნაკლებობა შეიძლება იყოს იზოლირებული ანომალია ან დაკავშირებული ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების ცვლილებებთან. მრავალობითი ჰორმონალური უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამური სიმსივნეების არსებობით, ან სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ ჩატარებული რენტგენოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის შედეგი.

ბავშვთა ასაკში (ზრდის ჰორმონი) GH-ის მიმართ რეზისტენტობა უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა; მიზეზები მერყეობს არასაკმარისი კვებიდან მძიმე სისტემურ დაავადებებამდე, როგორიცაა მაგალითად : თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. ამ ინდივიდებს IGF-1 და IGFBP-3 დონეები შეიძლება ჰქონდეთ რეფერენტულ დიაპაზონში. რეზისტენტობის მძიმე ფორმები იშვიათია და, როგორც წესი, გამოწვეულია რეცეპტორების დეფექტებით.

ორივე, GH დეფიციტის და GH მიმართ რეზისტენტობის მსუბუქი და საშუალო ფორმების დროს, შესაძლებელია მკურნალობა რეკომბინანტული ადამიანის GH (rhGH) ინექციებით.

GH ჩანაცვლებითი თერაპიის მიზანი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში არის შრატის IGF-1 და IGFBP-3 მნიშვნელობების რეფერენსული დიაპაზონის მიღება, იდეალურია შუა მესამედი. უფრო მაღალი დონეები იშვიათად ასოცირდება დამატებით თერაპიულ სარგებელთან და შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები.

მოზრდილებში GH რეზისტენტობის გავრცელება და წარმოშობის მიზეზები საკმარისად არ არის ცნობილი, თუმცა GH დეფიციტი ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპოფიზის სიმსივნის მქონე პაციენტებში. მოზრდილებში GH დეფიციტი ასოცირდება კუნთების მასის დაქვეითებასთან და გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მატებასთან, ხოლო ჩანაცვლებითი მკურნალობა რჩება სადავო საკითხად.

IGFBP-3 და IGF-1 შრატში მომატებული კონცენტრაცია მიუთითებს GH (ზრდის ჰომონი)-ის ჭარბ სეკრეციაზე ან გადაჭარბებული თერაპიაზე. ენდოგენურად ჭარბი GH ძირითადად გამოწვეულია GH- სეკრეტორული ჰიპოფიზის ადენომებით და იწვევს გიგანტიზმს, თუ შეძენილია ხრტილის ზრდის დახურვამდე , ხოლო შემდგომ აკრომეგალიას. ორივე მდგომარეობა ასოცირდება გენერალიზებულ ორგანომეგალიასთან, არტერიულ წნევასთან, დიაბეტთან, კარდიომიოპათიასთან, ოსტეოართრიტთან, კომპრესიულ ნეიროპათიასთან, კიბოს რისკის მცირე ზრდასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.

IGFBP-3– ის განსაზღვრის უპირატესობა IGF-1– თან შედარებით არის ის, რომ მცირე ასაკში აქვს კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელები და გამოიყენება სადიაგნოსტიკოდ ზრდის შეფერხების მქონე ბავშვებში, რომელთაც აქვთ ზრდის ჰორმონის ნორმალური მაჩვენებელი.

IGFBP-3 არის საიმედო პარამეტრი მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ტესტს IGF-1 გაზომვასთან ერთად;

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

სომატოტროპული ჰორმონის-(სომატოტროპინის;ზდის ჰორმონის) სეკრეციისა და რეცეპციის არაპირდაპირი მარკერი:

  • ზრდის დარღვევების დიაგნოზი;
  • GH(ზრდის ჰორმონი)-ის დეფიციტის დიაგნოზი მოზრდილებში;
  • მკურნალობის მონიტორინგი ადამიანის რეკომბინანტული GH (rhGH)-ზრდის ჰორმონის გამოყენებით;
  • აკრომეგალიის და გიგანტიზმის დიაგნოზი და მონიტორინგი (IGF-1 და GH– თან ერთად).

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

  • შრატში IGFBP-3 მნიშვნელობებზე შეიძლება გავლენა იქონიოს რამდენიმე ფაქტორმა: ასაკმა, სქესობრივმა განვითარებამ, კვებამ, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციამ. IGFBP-3 მატულობს ადრეულ ბავშვობაში და პუბერტატულ პერიოდში, შემდეგ კი ოდნავ მცირდება მოზრდილებში.
  • IGFBP-3 კონცენტრაცია მცირდება შიმშილისა და ქრონიკული მალნუტრიციის (არასაკმარისი კვება) დროს. შრატში IGFBP-3 დონე დაბალია ღვიძლის უკმარისობისა და დიაბეტის დროს, მაგრამ მომატებულია თირკმელების ქრონიკული უკმარისობისას.
  • ზრდის ჰორმონის (GH) -ის დეფიციტის ან მწვავე რეზისტენტობის შემთხვევაში, შრატში IGF-1 და IGFBP-3 დონე დაბალია ასაკობრივ მონაცემებთან შედარებით. არასრული დეფიციტის ან მსუბუქი და ზომიერი რეზისტენტობის მქონე პაციენტებს პლაზმური მნიშვნელობები შეიძლება ჰქონდეთ რეფერეტულ დიაპაზონში.
  • მომატებული IGF-1 და IGFBP-3 მნიშვნელობების აღრიცხვა ადასტურებს აკრომეგალიის ან გიგანტიზმის დიაგნოზს ადამიანებში, რომელთაც აქვთ შესაბამისი საეჭვო ნიშნები და სიმპტომები.

IGFBP-3 დონის მომატება:

  • აკრომეგალია, გიგანტიზმი;
  • თირკმელების ქრონიკული უკმარისობა

IGFBP-3 დონის კლება:

  • ზრდის ჰორმონის დეფიციტი;
  • ლარონის ჯუჯობა;
  • არასწორი კვება და გახანგრძლივებული მარხვა;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • დიაბეტი

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button