უროგენიტალური ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
დამატებითი ინფორმაცია
პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results | 3 |
---|---|
ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed | Georgia |
₾75.00 ₾67.50
პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results | 3 |
---|---|
ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed | Georgia |
₾75.00 ₾67.50
კვლევის დროს ხდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ქალის გენიტალური (სასქესო) ტრაქტის ნორმალური ფლორა იცვლება ლორწოვანი გარსის pH-ისა და ესტროგენის კონცენტრაციის მიხედვით. ეს მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია ასაკთან:
B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი იმყოფება ვაგინალურ ფლორაში და შეიძლება გადაეცეს ახალშობილს ნეონატალური გართულებებით.
ქალის გენიტალური ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია:
ქალის გენიტალური ინფექციები გინეკოლოგთან კონსულტაციის ხშირი მიზეზია. ისინი შეიძლება განვითარდნენ შემდეგნაირად:
– ბაქტერიები (Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis – DK სეროტიპები, მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum))
– ვირუსები (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი)
– პროტოზოა (Trichomonas vaginalis).
დაბალი გენიტალური ინფექციები – გავლენას ახდენს ვულვაზე, საშოსა და საშვილოსნოს ყელზე – ჩვეულებრივ ვითარდება სქესობრივი კავშირის ან ნორმალური გენიტალური ფლორის დისბალანსის შედეგად.
მაღალი გენიტალური ინფექციები – გავლენას ახდენს საშვილოსნოზე, ფალოპის მილებზე, საკვერცხეებზე – ხშირად ვითარდება, როგორც დაბალი გენიტალური ინფექციების გართულება.
დაბალი გენიტალური ინფექციები
ვულვას ინფექციები შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული და შეიძლება განვითარდეს იზოლირებულად ან ვაგინიტთან ერთად.
– ხშირი ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკული, პიოდერმია;
– სპეციფიური ინფექციები: Trichomonas vaginalis, სოკოვანი ინფექციები, Treponema pallidum, მარტივი ჰეპრეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი;
ბართოლინიტი (ბართოლინის ჯირკვლების ანთება, რომელიც მდებარეობს ვულვისა და საშოს შეერთების ადგილზე) შეიძლება გამოწვეული იყოს Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან ადგილობრივი სასქესო ფლორის დისბალანსით. ანთებითი პროცესით ჯირკვლის სადინრის ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსცესი, საიდანაც შესაძლებელია აერობული და ანაერობული მიკრობების იზოლირება.
ვაგინიტი (საშოს ანთება. ყველაზე ხშირად აღწერილია როგორც ვულვო-ვაგინიტი) შეიძლება იყოს:
– სპეციფიური: გამომწვევები არიან – სოკოები, Trichomonas vaginalis, მკრთალი ტრეპონემა, პაპილომავირუსი;
– არასპეციფიური: ვითარდება ნორმალური ვაგინალური ფლორის დისბალანსის გამო;
– გამოწვეული უცხო სხეულებით (მაგ. კონტრაცეფციული ხელსაწყოები)
ოქროსფერი სტაფილოკოკი (St. aureus) გვხვდება საშოში ჯანმრთელი ქალების 5-10%-ში; მან შეიძლება გამოიწვიოს ჩირქოვანი გამონადენი და ტოქსიური შოკი მენსტრუაციის დროს ჰიპერაბსორბენტული ტამპონების გამოყენებისას.
ვულვოვაგინიტი შესაძლოა გამოიწვიოს ასევე Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან Streptococcus pyogenes-მა.
ვაგინოზი (არაანთებითი ინფექციური სინდრომი) – ვითარდება ნორმალური ლაქტობაცილარული ფლორის ანაერობული ბაქტერიებით (Bacteroides spp, Prevotella spp, Porphyromonas spp, Peptostreptococcus spp, Mobiluncus spp) ჩანაცვლების გამო და ასოცირდება Gardnerella vaginalis-თან. ეს ბაქტერიული სახეობები საშოს ნორმალური ფლორის ნაწილია, მაგრამ ვაგინოზის შემთხვევაში მათი რაოდენობა ნორმალურთან შედარებით 1000-ჯერ მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ძირითადად ვითარდება სექსუალური აქტივობის დროს, ის ასევე შეიძლება განვითარდეს მოზარდებშიც.
ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესი)
კვლევის დროს ძირითადად განისაზღვრება ლაქტობაცილები (Lactobacillus spp.), ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სოკო კანდიდა (Candida spp.).
კვლევის დროს ხდება ურეთრის ნაცხის, პროსტატის სეკრეტისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მამაკაცის ურეთრა არის ინფექციის აღმავალი გზა ქვედა საშარდე გზებისა და სასქესო გზებისკენ. მამაკაცის სასქესო ტრაქტი, რომელიც შედგება პროსტატისგან, ეაკულაციური სადინარებისგან, სათესლე ბუშტუკებისგან, ვაზ დეფერენსისგან, ეპიდიდიმისისა და სათესლე ჯირკვლებისგან, ჩვეულებრივ სტერილურია. ეს მდგომარეობა უზრუნველყოფილია შარდვისა და ეაკულაციის მექანიკური მოქმედებით და, განსაკუთრებით, პროსტატის მიერ სეკრეტირებული პოლიპეპტიდის ანტიბაქტერიული მოქმედებით.
მამაკაცის სასქესო ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მამაკაცის გენიტალური ინფექციები იყოფა: ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი და ორქიტი.
ურეთრიტი (შარდსადენი მილის ანთება)
გონოკოკური ურეთრიტი – შემთხვევათა 70%-ზე მეტში აღინიშნება მწვავე მიმდინარეობა, გამოხატულია დიზურია და ხშირად ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან, ხოლო დაახლოებით 5-10%-ში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. არანამკურნალევი გონორეა გადაიზრდება ქრონიკულ ინფექციაში და შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
გონოკოკური ურეთრიტი ასევე შეიძლება გამოვლინდეს ორმაგი ინფექციის სახით (მაგ. გონოკოკი + C. trachomatis ან U. urealyticum). ასევე, ურეთრიტი შეიძლება განვითარდეს Cryptococcus neoformans-ით ინფიცირების შედეგად.
არაგონოკოკური ურეთრიტის დროს სახეზეა ნაკლებად ინტენსიური დიზურია და გამონადენი ურეთრიდან (დაახლოებით 38%-ში), რომელიც იშვიათად ჩირქოვანია. ეტიოლოგიაში დომინირებს C. trachomatis (50%), Ureaplasma urealyticum, Mycoplasma hominis, Trichomonas vaginalis და მარიტივი ჰერპესის ვირუსი. გრამ-უარყოფითი ბაცილები როგორც ეტიოლოგიური აგენტი შეიძლება ჩართული იყოს ურეთრის სტრიქტურების ან ფიმოზის განვითარებაში.
პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება)
ბაქტერიული პროსტატიტი:
მწვავე: ყველაზე ხშირად იწვევს N. gonorrhoeae;
ქრონიკული: უფრო ხშირი გამომწვევებია – C. trachomatis, Enterobacteriaceae, ფსევდომონადები, ენტეროკოკები; ნაკლებად ხშირად მას იწვევს Staphylococcus saprophyticus, Trichomonas vaginalis.
არაბაქტერიული პროსტატიტის გამომწვევი იშვიათად შეიძლება იყოს Candida spp.
ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება)
ვლინდება როგორც აღმავალი ინფექცია, განვითარებული პროსტატიტის ან ურეთრიტის შედეგად. ინფექციის ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი ტრავმები განსაკუთრებით ბაქტერიურიის პირობებში.
არასპეციფიური ბაქტერიული ეპიდიდიმიტი: ყველაზე ხშირად გამოწვეული Enterobacteriaceae-ით, ფსევდომონადებითა და ზოგჯერ გრამ-დადებითი კოკებით;
სქესობრივი გზით გადამდები ეპიდიდიმიტი: გამოწვეული C. Trachomatis-ითა და N. Gonorrhoeae-ით;
ეპიდიდიმიტი სისტემურ დაავადებებში: იშვიათად გვხვდება ტუბერკულოზის, ბლასტომიკოზის დროს.
ორქიტს (სათესლე ჯირკვლის ანთება) იწვევენ:
– ვირუსები: Urlian virus და კოქსაკის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს სათესლე ჯირკვლებს ცალმხრივ ან ორმხრივ, ჰემატოგენურად;
– ბაქტერიები: ინფექცია ვითარდება ეპიდიდიმიტის მიმდებარედ.
ამა თუ იმ პათოგენის გამოყოფა ყოველთვის არ არის ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკის საფუძველი. ანთებითი პროცესის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მაკროორგანიზმის მდგომარეობა, ინფექციის მასიურობა და მიკრობული აგენტის ვირულენტობა. თითოეულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნიშნების კომბინაცია: საკვლევი მასალის პირველადი ნაცხის მიკროსკოპული მონაცემები, მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახეობის ზრდის რაოდენობრივი შეფასება, დაავადების კლინიკური გამოვლინებები და პაციენტის ისტორია.
გამოკვლევის შემდეგ ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით.
ქალებში: საშოს ნაცხი, საშვილოსნოს ყელის ნაცხი.
მამაკაცებში: ურეთრის ნაცხი, პროსტატის სეკრეტი, სპერმა.
მიღებული შედეგები შეიძლება მიუთითებდეს: ზრდის არარსებობას ან არსებობას; ოპორტუნისტული პათოგენებისა და საფუარის მსგავსი სოკოების რაოდენობაზე; პირობით პათოგენური ფლორის წარმომადგენელთა გვარისა და სახეობის შესახებ; პათოგენების (მათ შორის საფუარის მსგავსი სოკოების) მგრძნობელობის შესახებ ანტიბიოტიკებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება, ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც ახდენს გამოკვლევის შედეგების ინტეპრეტირებას. ექიმი კლინიკური სურათის გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს ზუსტი დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით.
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretie-uretrala-cu-antibiograma-dupa-caz/
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretii-vaginale-cu-antibiograma-dupa-caz/
https://spravochnik.synevo.ua/ru/bacteriologia/id1771.html
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
37 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 17 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახალი გუდაური.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს>
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2021 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 37 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
2021 © სინევო. ყველა უფლება დაცულია
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)