Growth Hormone (HGH) /ზრდის ჰორმონი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

105.00

ზოგადი ინფორმაცია:

hGH (სომატოტროპინი) აუცილებელია ზრდის პროცესში, ხოლო მოზრდილებში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ აქტივობაში. იგი სინთეზირდება ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილის აციდოფილურ უჯრედებში, ხოლო მისი სეკრეცია უჯრედშიდა დეპოზიტის გრანულებიდან რეგულირდება ჰიპოთალამური ჰორმონების GHRH (ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი ჰორმონი) და SRIF (სომატოტროპინის განთავისუფლება-ინჰიბირებითი ფაქტორი); მათი სინთეზი დამოკიდებულია ნეიროტრანსმიტერებზე, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი, ნორეპინეფრინი და ზრდის ჰორმონის გამათავისუფლებელი პეპტიდები. იგი ასევე გამოიყოფა ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, ღრმა ძილის, ჰიპოგლიკემიის, გლუკაგონის, ინსულინის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, ესტროგენების, ტესტოსტერონის და ვაზოპრესინის საპასუხოდ.

hGH ასტიმულირებს რნმ-ის წარმოებას, ცილის სინთეზს, დეპოებიდან ცხიმოვანი მჟავების მობილიზებას და აქვს ხანმოკლე ინსულინის ანტაგონისტური მოქმედება. ხანგრძლივად მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება.

თუ ჰიპოფიზი სხვადასხვა ეტაპზე, გამოიმუშავებს არასაკმარის ან გადაჭარბებულ ზრდის ჰორმონს ეს გამოიწვევს შესაბამისად ჯუჯობას და გიგანტიზმს. მოზრდილებში ზრდის ჰორმონის ჭარბი რაოდენობა გამოიწვევს აკრომეგალიას.

ტესტი სასარგებლოა ჰიპო- ან ჰიპერპიტიუტარიზმის დასადასტურებლად, რაც შესაბამისი თერაპიის დროულად დაწყების შესაძლებელობას იძლევა.

ჰორმონის განსაზღვრა შეიძლება შესრულდეს როგორც ბაზალურ , ასევე სტიმულაციის (ფიზიკური დატვირთვა, არგინინი, გლუკაგონი ან ინსულინი) ან დათრგუნვის (100 გ გლუკოზის მიღების შემდეგ) პირობებში.

რეაგირების არარსებობა ან სტიმულაციის ტესტებზე არაადეკვატური რეაგირება დაკავშირებულია ჰიპოპიტუიტარიზმთან.

გიგანტიზმის ან აკრომეგალიის შემთხვევაში, აღინიშნება დათრგუნვის ნაკლებობა ან არასრული დათრგუნვა გლუკოზის მიღების შემდეგ. უფრო მეტიც, აკრომეგალიის მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს hGH- ს პარადოქსულ ზრდა დათრგუნვის ტესტზე.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ჰიპოფიზის სომატოტროპული ფუნქციის მარკერი :

  • დაგვიანებული ან დაჩქარებული ზრდა;
  • ოსტეოპოროზი;
  • კუნთების სისუსტე;
  • თმის ზრდის დარღვევა;
  • ჰიპოგლიკემიის ტენდენცია (მათ შორის ალკოჰოლის მიღებისას),
  • ჰიპერგლიკემია;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • პორფირია

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ანალიზის ჩატარებამდე 3 დღით ადრე, გამოირიცხოს ფიზიკური დატვირთვა. სისხლის აღებამდე საჭიროა პაციენტმა დაისვენოს 30 წუთის განმავლობაში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

სომატოტროპინის დონის მომატება:

  • აკრომეგალია და გიგანტიზმი;
  • შიმშილი, სტრესი, ალკოჰოლიზმი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობები;
  • პორფირია, ჰიპერგლიკემია;
  • ექტოპიური სეკრეცია (კუჭის, პანკრეასის კუნძულების, პარათირეოიდული ჯირკვლების, ფილტვების სიმსივნეები);
  • ჰიპერპიტიუტარიზმი;
  • ლარონის ჯუჯობა;
  • ფიზიკური დატვირთვა

სომატოტროპინის დონის კლება:

  • ჰიპოფიზალური ნანიზმი;(ჯუჯობა)
  • ჰიპერკორტიციზმი;
  • ჰიპოპიტიუტარიზმი;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი;
  • ძილის ნაკლებობა;
  • იატროგენული ზემოქმედება : რენტგენოთერაპია, ქიმიოთერაპია, ქირურგია;
  • ჰიპერგლიკემიის გამომწვევი ფაქტორები;
  • სიმსუქნე;
  • ნაყოფის ანენცეფალია

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up