ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
17-ჰიდროქსიკორტიკოიდის განსაზღვრა შარდში
17-OH-კორტიკოსტეროიდები ღვიძლსა და სხვა ქსოვილებში კორტიზოლის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება. შარდში 17-OH-კორტიკოსტეროიდების განსაზღვრა გამოიყენება, გამომუშავებული კორტიზოლის ოდენობის შესაფასებლად. კვლევა ხშირად გამოიყენება კუშინგის სინდრომის დიაგნოსტიკაში.
საკვლევი მასალა
24 საათიანი შარდი
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის
შარდის ნიმუშის შეგროვებამდე რეკომენდებულია შეწყდეს ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორებიცაა:
კონტრაცეპტივები
ანტიბიოტიკები
გლუკოკორტიკოიდები
ნორმის მაჩვენებლები (24 საათიანი შარდის ნიმუშში)
0-2 წლამდე – 2.0 – 4.0 მგ/24 საათში
2-6 წლამდე – 3.0 – 6.0 მგ/24 საათში
6-10 წლამდე – 4.0 – 8.0 მგ/24 საათში
10-14 წლამდე – 4.0 – 10.0 მგ/24 საათში
ქალები 14-99 წლამდე – 4.0 – 14.0 მგ/24 საათში
კაცები 14-99 წლამდე – 7.0 – 19.0 მგ/24 საათში
17-OH-კორტიკოიდის დონის მატება ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:
თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნით განპირობებულ კუშინგის სინდრომს – კორტიზოლის ჰიპერპროდუქციით
დეპრესიას
ჰიდროკორტიზონით მკურნალობას
მალნუტრიციას
სიმსუქნეს (გაცხიმოვნებას)
ორსულობას
ჰორმონული მიზეზით გამოწვეულ არტერიულ ჰიპერტენზიას
უკიდურეს ფიზიკურ და ემოციურ სტრესს
ჰიპოფიზის სიმსივნე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქციით
17-OH-კორტიკოიდის დონის შემცირება ახასიათებს შემდეგ პათოლოგიებს:
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობისას (არ წარმოიქმნება საკმარისი კორტიზოლი)
ჰიპოფიზის ფუნქციური უკმარისობისას – ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის პროდუქციის დაქვეითებით
თანდაყოლილი ფერმენტულ უკმარისობას
თირკმელზედა ჯირკვლის ქირურგიული მოცილების შემდგომ მდგომარეობას
პოლიურიისას (დღის მანძილზე 3 ლიტრზე მეტი შარდის გამოყოფისას) შესაძლოა კორტიზოლის პროდუქტების სიჭარბე დაფიქსირდეს, მაშინ როცა რეალურად ნორმის ფარგლებშია.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |