Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქლამიდია ტრაქომატისი | დნმ (პჯრ რეალურ დროში)

ცნობილი როგორც: Chlamydia trachomatis, ქლამიდიოზი
SKU: 1674

90.00

საკვლევი მასალა: შარდი, უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კვლევისთვის ნაცხის აღება შესაძლებელია:

 

“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1, ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 10:30-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46 ყოველდღე, კვირის გარდა:
📌ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
📌შაბათი 09:00-14:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი –  შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).

Cl. Trachomatis-ის განსაზღვრა პჯრ-ით (PCR) აღიარებულია პათოგენის გამოვლენის ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიურ მეთოდად, რაც დაავადების ეტიოლოგიური დიაგნოზის დადგენისა და ეტიოტროპული მკურნალობის დანიშვნის საშუალებას იძლევა. პჯრ საიმედოა დიაგნოზის დასადგენად და შედეგის ხარისხობრივ ფორმატში გასაცემად – პათოგენი “გამოვლენილია / არ არის გამოვლენილი”. ამასთან, პჯრ-ით გამომწვევის გამოვლენის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბიოლოგიური მასალის არჩევას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ცერვიციტის, სალპინგიტის, ენდომეტრიტის (ქალებში), ეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), ურეთრიტის, პროქტიტის, რეიტერის სინდრომის, ართრიტის, კონიუნქტივიტის, ტრაქომის კლინიკის დროს;
  • ახალშობილებში და სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვებში კონიუნქტივიტით და პნევმონიით;
  • უნაყოფობის ყველა შემთხვევაში (ქალებსა და მამაკაცებში);
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით (ტესტის ჩატარება ოპტიმალურია მკურნალობის დასრულებიდან 3 კვირაში);

კვლევა ტარდება ასევე შემდეგ შემთხვევებში:

  • გენიტალური გამონადენი;
  • გენიტალური წყლულები;
  • საზარდულის გადიდებული ლიმფური კვანძები;
  • სქესობრივი კავშირი პარტნიორთან, რომელსაც დაუდგინდა ქლამიდიური ინფექცია;
  • მენჯის ქრონიკული ტკივილი;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია Cl. Trachomatis:

Cl. Trachomatis არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში Cl. Trachomatis არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება Trachomatis-ის დეტექცია;
  • პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.

დამატებითი ინფორმაცია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.

ბოლო კლასიფიკაციები ქლამიდიას ყოფს 4 ოჯახად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია  ოჯახი Chlamydiaceae, რომელიც მოიცავს ორ გვარს:

  • გვარი Chlamydia – ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია C. trachomatis;
  • გვარი Chlamydophila – C. pneumoniae, C. psittaci, C. pecorum, C. abortus და სხვ.

მათგან მნშვნელოვან, Chlamydia trachomatis-ს შეუძლია სხვადასხვა დაავადების გამოწვევა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – A, B და C – იწვევენ ტრაქომას – სერიოზულ დაავადებას, რომელიც აზიანებს თვალებს, იწვევს მძიმე კონიუნქტივიტს და ზრდის მხედველობის დაკარგვის რისკს. ტრაქომა არის შეძენილი სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მსოფლიოში. გადაცემა ხდება უშუალო და ინფიცირებულის თვალის ან ცხვირის სეკრეტთან კონტაქტით.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპი DK – იწვევს შარდსასქესო ტრაქტის ინფექციებს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი –  შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).

ინფექცია ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურად მიმდინარეობს, რაც აფერხებს სამედიცინო დახმარების მიღების პროცესს და ზრდის პარტნიორზე გადაცემის რისკს სქესობრივი აქტის დროს. ინფექციის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, რეაქტიული ართრიტი (რეიტერის სინდრომის ნაწილი, კონიუნქტივიტთან და ურეთრიტთან ერთად), მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, მენჯის ქრონიკული ტკივილი და საშვილოსნოსგარე ორსულობა.

Chlamydia trachomatis გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ქლამიდიური ინფექციით დაავადებული დედების ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა კონიუნქტივიტი, პნევმონია და სხვა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – L1-L3 – იწვევენ ვენერიულ ლიმფოგრანულომას – დაავადებას, რომელსაც ახასიათებს უმტკივნეულო გენიტალური წყლულები, რომლებიც სპონტანურად ხორცდებიან. რამდენიმე კვირის შემდეგ, საზარდულის ლიმფური კვანძები, რომლებიც შეიძლება დაჩირქდნენ, ზომაში იზრდებიან.

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

ის ძირითადად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში.

ქლამიდიურ ინფექციებს მკურნალობენ მაკროლიდების, ტეტრაციკლინებისა და ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებებით. არანამკურნალევმა ქლამიდიურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სხვა კვლევის მეთოდები.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button