Procalcitonin /პროკალციტონინი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

180.00

ზოგადი ინფორმაცია:

პროკალციტონინი (PCT) არის პოლიპეპტიდი, რომელიც წარმოადგენს კალციტონინის არააქტიური წინამორბედს. ჩვეულებრივ, PCT წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის C უჯრედებში პრეპროკალციტონინისგან, კალციუმ-დამოკიდებული ფაქტორების გავლენით. ჯანმრთელ ინდივიდებში, PCT სრულად გარდაიქმნება კალციტონინად და პრაქტიკულად არ გადადის სისხლში. ახალშობილობის ადრეულ პერიოდში, PCT დონის მატება ნორმალურია.

მწვავე ბაქტერიული ინფექციების და სეფსისის დროს, ენდოტოქსინების მასიური წარმოქმნა, პროტეინური ციტოკინების დონის მომატება IL-6 და TNF-α იწვევს PCT სინთეზის ზრდას, არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვალში, არამედ ექსტრათირეოიდულად: პირველ რიგში, ლეიკოციტებში, მონოციტებში, აგრეთვე ფილტვების, ნაწლავების და ღვიძლის ნეიროენდოკრინულ უჯრედებში. ყოველივე ეს იწვევს PCT- ის დონის სწრაფ და მკვეთრ მატებას (პათოლოგიური პროცესის გავრცელებიდან უკვე 6-12 საათში),კალციტონინის დონის შენარჩუნების ფონზე

.

უნდა გვახსოვდეს, რომ PCT- ს დონე იზრდება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის (სეფსისის) გავრცელებისას და ასახავს მის სიმძიმეს, ლოკალური პროცესები არ იწვევს დონის მატებას. ამრიგად, სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რაოდენობის მომატებას, არამედ ზრდის ტემპს და პროკალციტონინის დონის დინამიკას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ PCT– ის ზრდა არ ხდება სოკოვანი და ვირუსული ინფექციის, ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების დროს, რაც დიფერენციალური დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

PCT– ის ნახევარდაშლის პერიოდი 25-30 საათს შეადგენს, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტურობის მარკერად (წარმატებული ქირურგიული მკურნალობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ, პროკალციტონინის დონე სისხლში სწრაფად მცირდება, დღეში 30-50% -ით). მეორეს მხრივ, პროკალციტონინის დონის მუდმივი მატებით, 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მკურნალობის კორექტირება. თუ მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნება პროკალციტონინის დონის სწრაფი ვარდნა, დაავადების პროგნოზი საეჭვოა. მუდმივად მზარდი PCT მაჩვენებლები მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე. მწვავე პანკრეატიტის დროს, PCT არის დაავადების სიმძიმისა და ინფექციური გართულებების მაჩვენებელი. ზოგიერთი ავტორის აზრით, პროკალციტონინის დონის მატება 1.8 ნგ / მლ ზემოთ მიუთითებს ინფექციური გართულებების განვითარებაზე (მგრძნობელობა – 80–95%, სპეციფიურობა – 88–93%).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

პროკალციტონინის ტესტი ინფორმატიულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ბაქტერიემიისა და სეპტიცემიის დიაგნოზი მოზრდილებში და ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით)
  • საშარდე ინფექციის თირკმელებით გართულების დიაგნოზი ბავშვებში
  • ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზი ნეიტროპენიურ პაციენტებში
  • სეპტიური შოკის დიაგნოზი, რისკის სტრატიფიკაცია და მონიტორინგი
  • ოპერაციის, მძიმე ტრავმის, დამწვრობის და მულტიორგანული უკმარისობის დროს სისტემური მეორადი ინფექციის დიაგნოზი
  • ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტის დიფერენციალური დიაგნოზი
  • ამბულატორიული ბაქტერიული ან ვირუსული პნევმონიების დიფერენციალური დიაგნოზი
  • ანტიბაქტერიულ თერაპიაზე თერაპიული პასუხის მონიტორინგი

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

პირველადი დიაგნოზის დროს ფასდება ზრდისა და ზრდის დინამიკის არსებობა, ხოლო მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად – პროკალციტონინის დონის ნორმალიზების, კლების დინამიკის პერიოდის და ნორმალური დონის შენარჩუნების მონიტორინგი.

პროკალციტოტნინის დონის მომატება:

  • სეფსისი;
  • მძიმე ბაქტერიული ინფექცია;
  • ბაქტერიული ინფექციის არაეფექტური ანტიბაქტერიული თერაპია;
  • ინფექციური პროცესის გავრცელება

არსებობს კლინიკური მდგომარეობები, როდესაც პროკალციტონინის დონე მაღალია მიუხედავად ინფექციის არარსებობისა:

  • მძიმე დაზიანების შემდეგ -პირველ დღე;
  • დიდი ოპერაცია;
  • დამწვრობები;
  • მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც ასტიმულირებენ ანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლებას;
  • ფილტვის წვრილუჯრედული კიბო;
  • ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა;
  • ახალშობილები სიცოცხლის პირველი 48 საათის განმავლობაში;
  • ძლიერი ან გახანგრძლივებული კარდიოგენური შოკი.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up