Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პარიესული უჯრედები | აუტოანტისხეულები (შრატი)

ცნობილი როგორც:პარიესული უჯრედები | აუტოანტისხეულები
SKU: 1374

80.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

ადისონ-ბირმერის დაავადება (პერნიციოზული ანემია) ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს მეგალობლასტური ანემია და კუჭის ლორწოვანისა და ნერვული სისტემის უჯრედების დეგენერაციული დაზიანებები. ამ მდგომარეობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევა ნაწლავიდან, შინაგანი ფაქტორის არარსებობის გამო, რასაც აუტოიმუნური ფონი უდევს საფუძვლად.

ადამიანებში B12 ვიტამინის შეწოვა დაკავშირებულია შინაგანი ფაქტორის არსებობასთან. ეს გლიკოპროტეინია, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ძირის პარიესული უჯრედების მიერ. შინაგანი ფაქტორი უკავშირდება  ვიტამინ B12 და უზრუნველყოფს წვრილი ნაწლავის, კერძოდ კი თეძოს ნაწლავის მიერ მის შეწოვას.

გარდა გასტრიტისა, მეგალობლასტური პერნიციოზული ანემიის განვიტარების მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის პარიესული უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს აუტო-ანტისხეულები აღმოჩენილია პერნიციოზული ანემიით ავადმყოფთა 90%-ში.

აუტო-ანტისხეულები ურთიერთქმედებს წყალბად/კალიუმის-ATP-აზასთან,(ფერმენტთან, რომელიც პარიესული უჯრედების მემბრანაზეა განლაგებული) და იწვევს აუტოიმუნურ ანთებას, რასაც მოსდევს კუჭის პარიესული უჯრედების დესტრუქცია, მათ მიერ შინაგანი ფაქტორის გამომუშავების შემცირება და შედეგად კუჭ-ნაწლავიდან B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითებაც.

 

როდის ტარდება კვლევა?

პერნიციოზული ანემიისას

B12 ვიტამინის დეფიციტის  აუტოიმუნური ბუნების დასადასტურებლად

მეგალობლასტური ანემიის დროს

 

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა:  პარიეტული უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულები ნორმაში ნეგატიურია.

 

 

ინტერპრეტაცია

პოზიტიური პასუხი მიუთითებს კუჭის ანტიპარიესული IgG ანტისხეულების არსებობაზე და ადასტურებს ეჭვს პერნიციოზული ანემიის, ან თანმხლები აუტოიმუნური პროცესის არსებობაზე. აუტოანტისხეულების არსებობა დადასტურებულია პერნიციოზული ანემიით პაციენტთა 90%-შ და მათი პირველი რიგის ნათესავების 30%-ში.

კუჭის პარიესული უჯრედების საწინააღმდეგო ანუტო-ანტისხეულები აღმოჩენილია სხვა აუტოიმუნური დაავადებების დროსაც, როგორებიცაა: ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მიასთენია გრავის, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ბუდობრივი ალოპეცია, ვიტილიგო და სხვა.

სისხლის შრატში ანტიპარიეტული აუტო-ანტისხეულების ტიტრი არაა კორელაციაში დაავადების იმდინარეობის სიმძიმესთან პაციენტებში ქრონიკული აუტოიმუნური გასტრიტით, ან სხვა აუტოიმუნური დაავადებებით.

ასაკის მატებასთან ერთად ამ ანტისხეულების არსებობა იზრდება ჯანსაღ პოპულაციაშიც. ანტისხეულების უარყოფითი ტიტრი არ გამორიცხავს პერნიციოზულ ანემიას ან აუტოიმუნურ დაავადებებს.

მოცირკულირე იმუნურმა კომპლექსებმა, შესაძლოა მოგვცეს ცრუ-დადებითი პასუხი ანტიპარიეტულ ანტისხეულებზე.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button