Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

თმის ცვენა | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

თმის ცვენა (ალოპეცია) შეიძლება მოიცავდეს სკალპის თმიან ნაწილს, ან მთლიანად სხეულს. თმის ცვენას აქვს პერიოდული ან მუდმივი ხასიათი. ის შეიძლება იყოს მემკვიდრული, ჰორმონული, სხვადასხვა პათოლოგიასთან ასოცირებული ან ასაკობრივი მიზეზებით გამოწვეული. თმის ცვენა უვითარდება ყველას, თუმცა უფრო ხშირია მამაკაცებში.

სიმელოტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია თმის ასაკობრივი ცვენა.  იმის მიხედვით თუ რა მიზეზით ვითარდება თმის ცვენა, ის შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით, ან დროის მოკლე მონაკვეთში.

 

სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

თხემის მიდამოში თმის თანდათანობით გათხელებას. ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ასაკტან ერთად თმის ცვენის. მამაკაცებში ცვენა ხშირად იწყება შუბლის მიდამოდან. ხანდაზმულ ქალებში ხშირია შუბლის ხაზის მიმართულებით ცვენა – შუბლის ფიბროზული ალოპეცია.

ლაქოვან ან ცირკულარულ გამელოტებულ უბნებს. ასეთი უბნები აღინიშნება სკალპის, წვერის ან წარბების მიდამოებში. გამელოტებულ უბნებზე ზოგჯერ აღინიშნება ქავილი, ტკივილი და სხვა სიმპტომები.

თმის უეცარი ცვენა – ფიზიკური ან ემოციური შოკის საპასუხოდ. ამ ტიპის თმის ცვენა მოიცავს თმის მასობრივ კარგვას ვარცხნის ან უბრალოს შეხების დროსაც, თუმცა როგორც წესი დროებითია.

თმის ცვენა მთლიან სხეულზე. ზოგიერთი მდგომარეობები, სამკურნალო პრეპარატები როგორიცაა ქიმიოთერაპია, შესაძლოა თმის ცვენის მიზეზი გახდეს. მკურნალობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი თმა კვლავ იზრდება.

ლაქოვანი წარმონაქმნები სკალპზე – რინგვორმები, რაც სოკოვანი დაავადების შედეგია. თან ახლავს თმის მსხვრევადობა, ასევე კანის სიწითლე, შეშუპება, პერიოდულად გამონაყარი.

 

 

დიაგნოსტიკა

 

თმის ცვენის დიაგნოსტიკა მოიცავს პაციენტის ფიზიკურ გასინჯვას, ანამნეზური მონაცემების შეგროვებას და ლაბორატორიულ (ზოგჯერ ინსტრუმენტულ) კვლევებს.

თმის დიფუზური გათხელება (თმის ზოგადი გათხელება მთლიან სკაპლზე), შესაძლოა სხვადასხვა მდგომარეობის თანმხლების სიმტომი იყოს, როგორებიცაა:

  • ქალური ტიპის თმის ცვენა: – რომლის მიზეზია გენეტიკური ფაქტორი ან ჰორმონული დისბალანსი
  • ტელოგენური – სტრესის ან ტრავმის თანმხლები თმის ცვენა.
  • აუტოიმუნური ალოპეცია – აუტოიმუნური პროცესი რომლის დროსაც იმუნური სისტემა „ებრძვის“ თმის ფოლიკულებს
  • ქიმოთერაპიასთან ასოცირებული თმის ცვენა

 

რადგანაც თმის ცვენის გამომწვევი ფაქტორი  უამრავია, ამიტომ დიაგნოსტიკის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება მიზეზის დასადგენად.  მაგალითად ქალური ტიპის  თმის ცვენის მასშტაბის დასადგენად გამოიყენება ლუდვიგის შკალა. თუმცა ამ შკალით თმის ცვენის ტიპის დადგენა შეუძლებელია. ამისთვის ძირითადად გამოიყენება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს შემდეგი კვლევების ჩატარებას:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
  • სასქესო ჰორმონები
  • რკინა და ფერიტინი
  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ვიტამინი D
  • B ჯგუფის ვიტამინები
  • სისხლში შაქრის განსაზღვრა
  • ედს და C-რეაქტიული ცილის განსაზღვრა

 

 

 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დარღვევებს – ჰიპოთირეოზს და ჰიპერთირეოზს, შეუძლია თმის ცვენის გამოწვევა, რომლის მიზეზიც ბოლომდე გარკვეული არაა.  TSH, FT3 დაFT4 აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.

 

სასქესო ჰორმონები

სასქესო ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თიზ ზრდის პროცესში, როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ჭარბი ტესტოსტერონი მეტაბოლიზდება დიჰიდროტესტოსტერონად (DHT), რომელიც უკავშირდება თმის ფოლიკულების ანდროგენულ რეცეპტორებს, იწვევს მათ ზომაში შემცირებას, რაც არღვევს თმის წარმოქმნის პროცსს.

თმის ცვენის პროცესში სასქესო ჰორმონების მონაწილეობის დიაგნოსტიკისათვის, აუცილებელია განისაზღვროს სასქესო ჰორმონების დონე:

·         ტესტოსტერონი

·         ესტრადიოლი

·         ანდროსტენდიონი

·         პროლაქტინი

·         FSH – ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი

·         LH -მალუთეინიზებელი ჰორმონი

თმის ცვენა და ჰორმონული დარღვევები შესაძლოა ისეთი პათოლოგიის თანმხლები პროცესი იყოს, როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი.

 

რკინა და ფერიტინი

თმის ცვენა ანემიის ან რკინის დეფიციტისათვის ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომია, თუმცა, ამ მდგომარეობებს თან ახლავს თმის ფაქტურის ცვლილებები.

კვლევებით დადგენილია, რომ ქალური ტიპის თმის ცვენის მქონე ადამიანებს ბევრად დაბალი აქვთ შრატის ფერიტინის (რკინის შემცველი ცილა) დონე. რკინის დეფიციტის დროს ასევე შესაძლებელია თმის ბუდობრივი ცვენის განვითარება.

 

სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი აუცილებელია რათა შეფასდეს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი თუ კოაგულაციური პროცესების და დარღვევების ალბათობა. აუტოიმუნური პროცესების დროს შესაძლოა ანთებითიპროცესის დამახასიათებელი  ცვლილებები აღინიშნოს სისხლში.

 

ვიტამინი D

როგორც ცნობილია, D ვიტამინის დეფიციტი ამწვავებს ან აუარესებს აუტოიმუნურ თმის ცვენას. ასევე მიიჩნევა, რომ D ვიტამინის დეფიციტი  ქალური ტიპის თმის ცვენის პროგრესირების მიზეზია.

 

B ჯგუფის ვიტამინები

ვიტამინების ამ ჯგუფიდან, რამდენიმე პიდაპირ კავშირშია თმის ბუდობრივი ცვენის განვიტარებასთან, ესენია:

·         ფოლატი (ვიტამინი B9) –

·         ბიოტინი (ვიტამინი B7)

·         ციანკობალამინი (ვიტამინი B12)

 

გლუკოზის განსაზღვრა სისხლში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა უკავშირდებოდეს თმის ცვენას.

 

 

ედს და C-რეაქტიული ცილა

ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C-რეაქტიული ცილა სისტემური ანთების ინდიკატორებია. ალოპეციის ზოგიერთი ფორმა კავშირშია თმის ფოლიკულის ირგვლივ ანტებასტან, რაც იწვევს თმის ზრდის შეფერხებას, ცვენას და გამელოტებას.

 

დიაგნოსტიკისათვის ზოგიერთ შემთხვევებში საჭირო ხდება ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სკალპის ბიოფსია. აღებული მასალა მიკროსკოპულად შეისწავლება.

სინათლის მიკროსკოპიით შეისწავლება თმის ღერის სტრუქტურა. შესაძლო დაზიანების გამოსავლენად.

 

მკურნალობა

თმის ცვენის ზოგიერთი ფორმა მკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება. ბუდობრივი ცვენის ზოგიერთი ფორმის დროს თმის ხელახლა ზრდა მკურნალობის გარეშეც შესაძლებელია. შემთხვევათა უმეტესობაში აუცილებელია ეტიოპათოგენეზური თერაპია, რომლის დანიშნულებას და ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.

 

თმის ცვენის მუდმივი ფორმის შემთხვევაში, საჭირო ხდება თმის ტრანსპლანტაცია ან აღდგენითი ქირურგია.

მკურნალობის ლაზეროთერაპიული მეთოდი გამოიყენება მემკვიდრული თმის ცვენის შემთხვევებში. ეს აუმჯობესებს თმის სიხშირეს. ხანგრძლივი ეფექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

თმის მოცულობის შემცირების, გათხელების, ბუდობრივი ცვენის და სხვა ტიპის თმის კარგვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ანამნეზური, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაადგენს დიაგნოზს და შეარჩევს მკურნალობის შესაბამის კურსს.

 

 

ვიტამინი D 

თმის ცვენის  დიაგნოსტიკისა და  მონიტორინგისთვის, “სინევო” გთავაზობთ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hair-loss/symptoms-causes/syc-20372926

https://wimpoleclinic.com/blog/hair-loss-blood-tests-diagnosing-female-hair-loss/

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button