Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ტიპი I შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ცნობილი როგორც იუვენილური დიაბეტი, ანუ ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი – ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც პანკრეასი ვერ წარმოქმნის ინსულინის სათანადო რაოდენობას, ან წარმოქმნილი ინსულინის მიმართ არის რეზისტენტობა.

 

სიმპტომები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს მოულოდნელად, დროის ხანმოკლე მონაკვეთში. ესენია:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • ღამის ოფლიანობა
  • შარდვის გახშირება
  • გაძლიერებული შიმშილი
  • წონის კლება ძალისხმევის გარეშე
  • გაღიზიანებადობა და გუნებ-განწყობის სხვა ცვლილებები
  • მუდმივი სისუსტე და დაღლილობა
  • მხედველობის დაბინდვა

 

მიზეზები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც აუტოაგრესიული პროცესების შედეგად ზიანდება პანკრეასის კუნძულოვანი ბეტა უჯრედები. სწორედ ეს უჯრედები ასინთეზებს ინსულინს.

დაავადების განვითარების სხვა შესაძლო მიზეზებია:

  • გენეტიკური ფაქტორი
  • ვირუსული და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედება

 

ინსულინის როლი

კუნძულის ბეტა-უჯრედების დიდი რაოდენობის დაზიანების შემდეგ ინსულინის გამომუშავება მკვეთრად მცირდება ან საერთოდ წყდება.

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის – კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ.

  • პანკრეასი ინსულინს გამოყოფს სისხლის ნაკადში
  • ინსულინი მოქმედებს მიღებულ შაქარზე და უზრუნველყოფს უჯრედების მიერ მის ათვისებას
  • ამ გზით ინსულინი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
  • სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისთანავე მცირდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფა სისხლში

 

გლუკოზის როლი

გლუკოზა მარტივი შაქარია-  რომელიც წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს.

  • გლუკოზის ძირითადი წყაროებია: მიღებული საკვები და ღვიძლში დეპონირებული გლიკოგენის დაშლა.
  • სისხლში მოხვედრილი გლუკოზის ათვისება უჯრედების მიერ, ხორციელდება ინსულინის მონაწილეობით
  • ღვიძლი გლუკოზას აგროვებს გლიკოგენად გარდაქმნის გზით
  • როდესაც სისხლში შაქრის დონე დაბალია, ღვიძლი შლის დაგროვილ გლიკოგენს გლუკოზად და გამოყოფს სისხლში.

 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს თითქმის ან სულ არ არსებობს ინსულინი, რომელიც აუცილებელია რათა უჯრედმა აითვისოს გლუკოზა. გლუკოზის მაღალი კონცენტრაციით დაგროვება სისხლში სხვადასხვა გართულებებს იწვევს.

 

რისკ-ფაქტორები

  • ოჯახური ანამნეზი – პირველი რიგის ნათესავებში -და-ძმებსა და მშობლებში ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის არსებობა ზრდის მისი განვიტარების რისკს
  • გენეტიკა – კონკრეტული გენური მუტაციები განაპირობებს დაავადების განვითარების~წინასწარგანწყობას
  • ასაკი – ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ყველა ასაკში ვლინდება, თუმცა აღსანიშნავია გამოვლენის პიკი ორ ასაკობრივ ჯგუფში, ესენია: 4-7 წლის ასაკობრივი ჯგუფი და 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი ბავშვებში.

 

გართულებები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის პროგრესირება არაერთ ორგანოს და ორგანოთა სისტემას  აზიანებს.

გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები – კორონარული არტერიების დაზიანებები, სტენოკარდიით, გულის შეტევა, ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი.

ნერვული სისტემის დაზიანება –  ცენტრალური და პერიფერიული ნეიროპათიები, მგრძნობელობის დარღვევა, ვეგეტატიური (შინაგანი) ნერვული სისტემის დაზიანება, ერექტიული დისფუნქცია და სხვა.

თვალები

თირკმელების დაზიანება (ნეფროპათია) – თირკმლის უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანება არღვევს მის ფილტრაციულ თვისებებს. შორს წასულ შემთხვევაში ვიტარდება თირკმლის უკმარისობა და საჭიროა მექანიკური ფილტრაცია (დიალიზი)

მხედველობის დარღვევები – დიაბეტი აზიანებს თვალის ბადურას (თვალის ფსკერზე განლაგებული უჯრედები რომლებიც აღიქვამს სინათლეს) რეტინოპათიის  და ზოგჯერ სრული სიბრმავის განვითარებით. დიაბეტი ზრდის თვალის სხვა პათოლოგიების – კატარაქტის და გლაუკომის განვითარების რისკს.

ტერფის დაზიანება – სისხლის ნაკადის შეფერხება კიდურების სისხლძარღვებში და განსაკუთრებით ტერფში, ზრდის ქსოვილების დაზიანების და მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკს, რაც შესაძლოა კიდურის ამპუტაციითაც კი დასრულდეს

კანის და პირის ღრუს პათოლოგიები – დიაბეტის დროს ადვილად ვითარდება ნებისმიერი ინფექციური დაავადება კანზე და ლორწოვანებზე. ეს შესაძლოა იყოს ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები. მშრალი კანი და ლორწოვანები და ღრძილების დაავადებები ასევე თან ახლავს დიაბეტს.

ორსულობის გართულებები – სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და განვითარების დეფექტები შესაძლოა განვითარდეს ორსულებში არანამკურნალები დიაბეტის დროს.

 

პრევენცია

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის პრევენციის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები  პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების შემდგომი დაზიანების და გართულბების განვითარების თავიდანა საცილებლად.

 

დიაგნოსტიკა

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოსტიკო ტესტები მოიცავს:

  • გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა. ეს კვლევა აჩვენებს სისხლში გლიკემიის საშუალო მაჩვენებელს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. გლიკიებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 6.5% და მეტი – დიაბეტის დიაგნოზზე მიუთითებს.

გლიკირებული ჰემოგლობინის ტესტის ჩატარებას ართულებს ზოგიერთი მდგომარეობა, მაგალითად ორსულობა და ასევე ჰემოგლობინის არატიპური ვარიანტის არსებობა.

  • გლუკოზის რანდომული (შემთხვევითი) განსაზღვრა სისხლში. – სისხლის ნიმუშს იღებენ შემთხვევითად და ასევე დიაგნოზის დასადასტურებლად ატარებენ დამატებით ტესტებს. ამ კვლევისას მნიშვნელობა არ აქვს კვებიდან რამდენ ხანში ჩატარდა კვლევა, გლიკემიის მაჩვეენბელი 200მგ/დლ და მეტი, მიუთითებს დიაბეტის სავარაუდო დიაგნოზზე.
  • გლიკემიის განსაზღვრა უზმოდ. სისხლის ნიმუშში განსაზღვრავენ უზმოდ გლიკემიის მაჩვენებელს. 126მგ/დლ (7მმოლ/ლ) და მეტი მაჩვენებელი 2-ჯერადად, მიუთითებს დიაბეტის დიაგნოზზე.

როდესაც ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზს სვამენ, აუცილებლად ტარდება კვლევა აუტოანტისხეულების არსებობაზე, რომელიც დიაბეტის ამ ტიპის, როგორც აუტოიმუნური დაავადების დროს არის დამახასიათებელი. ეს მნიშვნელოვანია დიაბეტის ტიპის განსაზღვრისათვის.

 

აუტოანტისხეულები

პანკრეასის ერთი ან რამდენიმე ტიპის აუტოანტისხეულის არსებობა ვლინდება ტიპი I დიაბეტით დაავადებულთა 93-96%-ში, როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. ეს ანტისხეულები ტიპი I დიაბეტით დაავადებულთა ნათესავებშიცაა აღმოჩენილი, რომლებსაც აქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. ამ პაციენტებს დასაწყისში, ვიდრე განვითარდება ინსულინდამოკიდებულება, არასწორად ტიპი II დიაბეტის დიაგნოზს უსვამენ.

ლატენტურად (ფარულად) მიმდინარე ტიპი I დიაბეტის განსხვავება ტიპი II დიაბეტისგან შესაძლებელია პანკრეასის ამა თუ იმ ტიპის  აუტოანტისხეულების აღმოჩენით,

გესტაციური (ორსულობის) დიაბეტის მქონე პაციენტებში პანკრეასის საწინააღმდეგო რომელიმე ანტისხეულების აღმოჩენით შესაძლებელია მომავალში დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება.

 

ტიპი I შაქრიანი დიაბეტის დროს რამდენიმე ტიპის ანტისხეულებია აღმოჩენილი:

  1. თუთიის ტრანსპორტერი 8 AAK აუტოანტისხეულები
  2. ინსულინის აუტოანტისხეულები
  3. თიროზინ ფოსფატაზას მსგავსი კუნძულოვანი ანტიგენი IA2-ის ანტისხეულები
  4. გლუტამატ დეკარბოქსილაზას (GAD) საწინააღმდეგო ანტისხეულები
  5. პანკრეასის კუნძულების უჯრედების აუტოანტისხეულები

 

დიაბეტის განვითარების ისტორიაში ბეტა უჯრედების დესტრუქციის პროცესი მოიცავს 5 ფაზას:

  1. გენეტიკური მიდრეკილება;
  2. პოზიტიური აუტოანტისხეულები;
  3. ინსულინის არანორმალური პასუხი გლუკოზის ტოლერანტობის ტესტზე;
  4. ორალური გლუკოზის ტოლერანტობის პათოლოგიური ტესტი;
  5. კლინიკური დიაბეტის მანიფესტირება.

ტიპი 1 დიაბეტის გამოვლინების შემდეგ ინსულინის ანტისხეულების დონე მცირდება ან პრაქტიკულად არ არის გამოვლენილი. თუმცა, ინსულინოთერაპიის დაწყების შემდეგ, ანტისხეულების დონე შეიძლება გაიზარდოს (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ინსულინის გამოყენებისას). ამიტომ, მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის უფრო მაღალი დოზები, ანტისხეულებით გამოწვეული ინსულინური რეზისტენტობის გამო.

ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევების უმეტესობა ვითარდება სპორადულად, დიაბეტის ოჯახური ანამნეზის არარსებობის შემთხვევაში. მიჩნეულია, რომ გარემო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დიაბეტის განვითარებაში, რადგან მოქმედებენ, როგორც აუტოიმუნური პროცესის ტრიგერები.

 

 

მკურნალობა

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოიცავს:

  • საინექციო ინსულინით თერაპიას
  • ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების მირების კონტროლს
  • სისხლში გლუკოზის დონის ხშირ მონიტორინგს
  • ჯანსაღ კვებას
  • ზომიერ ფიზიკურ აქტივობას

მკურნალობის მიზანია სისხლში გლიკემიის დონის შენარჩუნება ნორმის მაჩვენებლებთან ახლოს: უზმოდ  – 80-130 მგ/დლ (4.44 – 7.2 მმოლ/ლ) ფარგლებში და კვებიდან 2 საათში არაუმეტეს 180 მგ/დლ (10მმოლ/ლ).

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინის მიღება გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე.

სისხლში შაქრის კონცენტრაციასტან  ერთად მნიშვნელოვანია სხვა მაჩვენებელების კონტროლიც:

სისხლის წნევის რეგულირება

სისხლის „გამათხელებლები“

სტატინები – ლიპიდების დონის კონტროლისათვის

 

 

გართულებები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს, მიუხედავად მცდელობისა, მაინც იჩენს თავს გართულებები.

ჰიპოგლიკემია – სისხლში შაქრის კომცენტრაციის დაქვეითება

შეიძლება გამოიწვიოს კვების გამოტოვებამ, ნახშირწყლების სრულად ამოღებამ კვებითი რაციონიდან, ფიზიკურად გადატვირთვამ და ინსულინის ზედმეტი დოზის ინექციამ.

ჰიპოგლიკემიის ადრეული სიმპტომებია:

  • კანის სიფერმკრთალე
  • კანკალი
  • თავბრუხვევა ან გაბრუების შეგრძნება
  • პროფუზული ოფლიანობა
  • გულისრევის ან ძლიერი შიმშილის შეგრძნება
  • პულსის გახშირება ან რითმის დარღვევა
  • ყურადღების დაქვეითება
  • სისუსტის შეგრძნება
  • გაღიზიანებადობა
  • თავის ტკივილი
  • დაბუჟების შეგრძნება სახის არეში ან კიდურებში

ჩარევის გარეშე მდგომარეობა მძიმდება და სიმპტომები უარესდება:

  • ცნობიერების აბნევა- ქცევის შეცვლით ან მის გარეშე
  • კოორდინაციის დარღვევა
  • გაურკვეველი მეტყველება
  • დაბურული ან „გვირაბული“ მხედველობა
  • საკვების და წყლის მიღების შეუძლებლობა
  • კუნთური სისუსტე
  • ძილიანობა

 

ჰიპოგლიკემიის გაღრმავებისას შესაძლოა განვიტარდეს:

  • გულყრა
  • ცნობიერების დათრგუნვა – კომამდეც კი
  • სიკვდილი (იშვიათია)

ჰიპოგლიკემიის პირველივე სიმპტომების გამოჩენისას, რეკომენდებულია გლუკოზის დონის განსაზღვრა.  მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია მარტივი ნახშირწყლების შემცველი საკვების ან სასმელის მიღებით. მდგომარეობის გაღრმავების შემთხვევაში ხშირად საჭიროა გლუკაგონის შეყვანა ინექციის ან ნაზალური სპრეის საშუალებით. გლუკაგონი ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მომატებას (შლის ღვიძლის გლიკოგენს გლუკოზად).

 

ჰიპერგლიკემია – სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება

მიუხედავად ინსულინოთერაპიისა, შესაძლებელია სისხლში გლუკოზის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატოს. ამის მიზეზია: ჭარბი ან არასწორი კვება, ინსულინის საჭიროზე  ნაკლები მოცულობის ინექცია და სხვა.

სიმპტომები მოიცავს:

  • შარდვის გახშირებას
  • წყურვილის გაძლიერებას
  • მხედველობის დაბინდვა
  • სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • გაღიზიანებადობა

ამ სიმპტომების განვითარებისას რეკომენდებულია გლუკოზის დონის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ინსულინის დამატებითი დოზის ინექცია.  ინსულინის ინექციის შემდეგ შაქრის დონე ისე სწრაფად არ შემცირდება, რა ტემპითაც მოიმატა, ამიტომ უმჯობესია მეთვალყურე ექიმთან კონსულტაციის გავლა.

 

დიაბეტური კეტოაციდოზი

ეს არის მდგომარეობა, როდესაც გლუკოზის დონის მატებასთან ერთად იმატებს შარდში კეტონები. კეტოაციდოზის  მაპროვოცირებელი მიზეზია უჯრედული შიმშილი, რის გამოც იწყება ცხიმის დაშლა  და დაშლის ტოქსიკური პროდუქტების – კეტონების წარმოქმნა.  დიაბეტური კეტოაციდოზი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

სიმპტომები:

  • გულისრევა-ღებინება
  • მუცლის ტკივილი
  • ამონასუნთქი ჰაერის მოტკბო სუნი
  • სუნთქვის გახშირება
  • პირის სიმშრალე
  • სისუსტე
  • ცნობიერების შეცვლა
  • კომა

აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, როდესაც ეჭვია კეტოაციდოზზე, აუცილებელია შარდში კეტონების განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა პაციენტისათვის.

 

“სინევო“ გთავაზობთ დიაბეტის მონიტორინგის და  სადიაგნოსტიკო ტესტებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 ტიპი I შაქრიანი  დიაბეტის სადიაგნოსტიკოდ „სინევო“ ასევე გთავაზობთ აუტო-ანტისხეულების  ტესტებს და პანელებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/type-1-diabetes/diagnosis-treatment/drc-20353017

 

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button