ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾165.00
შინაგანი ფაქტორი – გლიკოპროტეინია (რთული ცილა, რომელიც შეიცავს როგორც პოლისაქარიდის ანუ ნახშირწყლოვან კომპონენტს, ისე ცილოვან კომპონენტს), რომელიც სინთეზდება კუჭის პარიეტული უჯრედების მიერ და აუცილებელი კომპონენტია B12 ვიტამინის შეწოვისთვის (სხვა სუBსტანციების შეწოვაშიც მონაწილეობს).
ტერმინი „შინაგანი ფაქტორი“ ეწოდა ამერიკელი ექიმის უილიამ კასლის მიერ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ პერნიციოზული ანემიის ჩამოყალიბებაში 2 ფაქტორია ჩართული: შინაგანი – რომელსაც კუჭის პარიეტული უჯრედები გამოიმუშავებს და გარეგანი – რომელიც მოგვიანებით B12 ვიტამინად იწოდა.
შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები პერნიციოზული ანემიისთვისაა დამახასიათებელი და დაავადებულთა 56%-ის სისხლის შრატში გვხვდება. ეს ანტისხეულები G და A კლასისაა. შრატში მხოლოდ IgG არის წარმოდგენილი (IgA შესაძლოა იყოს კუჭის წვენში).
აუტოანტისხეულები ხელს უშლის შინაგან ფაქტორთან B12 ვიტამინის მიბმას, ან თავად უკავშირდბა უკვე ჩამოყალიბებულ კომპლექსებს (შინაგანი ფაქტორი+B12 ვიტამინი) და აფერხებს მის შეწოვას.
შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები აღმოჩენილია იუვენილური პერნიციოზული ანემიის მქონე ბავშვების დიდ პროცენტში.
როდის ჩავიტაროთ კვლევა? –პერნიციოზული ანემიის დიაგნოზის დასადასტურებლად
პაციენტის მომზადება: ანალიზის ჩაბარებამდე 2 კვირის მანძილზე უნდა შეწყდეს B12 ვიტამინის მიღება
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <6 ერთ/მლ: უარყოფითი
შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია B12 ვიტამინის დეფიციტის დიფდიაგნოსტირებისთვის. მეგალობლასტური ანემია ასოცირებული შრატის B12 ვიტამინის დაბალ დონესთან და შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულებთან – წარმოადგენს პერნიციოზული ანემიის დადასტურებას. ამავდროულად ნეგატიური პასუხი ანტისხეულებზე, არ გამორიცხავს პერნიციოზული ანემიის დიაგნოზს, რადგან პაციენტების 50%-ს ანტისხეულები საერთოდ არ უვიტარდება.
შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების განსაზღვრა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც B12 ვიტამინის საინექციო ფორმით აქვთ ჩატარებული მკურნალობა, მინიმუმ 2 კვირის მანძილზე. შრატში თავისუფალი B12 ვიტამინის მომატებული დონე შესაძლოა აღინიშნოს საინექციო ფორმით მკურნალობიდან 2 კვირის მანძილზე, რამაც შესაძლოა მოგვცეს ცრუ დადებითი პასუხი შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების კვლევისას. ამგვარად, შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების განსაზღვრისას მიღებული პოზიტიური შედეგი, მოითხოვს ასევე შრატში B12 ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრას.
აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, შესაძლოა შინაგანი ფაქტორის (FI) საწინააღმდეგო აუტოანტისხეულების მაჩვენებელი იყოს პოზიტიური, პერნიციოზული ანემიის არსებობის გარეშეც.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია