Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სომატომედინ C (IGF I)

ცნობილი როგორც:somatomedin
SKU: 1138

130.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი I (IGF-I) არის პოლიპეპტიდური ჰორმონი, პროინსულინისა და ინსულინის მსგავსი სტრუქტურითა და ინსულინის მაგვარი ეფექტებით; ზრდის ჰორმონის (hGH) გავლენით იგი სინთეზირდება უპირატესად ღვიძლში, ასევე სხვა ქსოვილებში. IGF-I თამაშობს მედიატორის როლს ზრდის ჰორმონის მეტაბოლურ და მიტოგენურ მოქმედებებში, ამიტომ მას სომატომედინსაც უწოდებენ.

IGF-I პლაზმური კონცენტრაცია პირდაპირ დამოკიდებულია hGH სეკრეციაზე და მნიშვნელოვანი პარამეტრია ზრდის ჰორმონთან დაკავშირებული დარღვევების კლინიკურ შეფასებაში.

IGF-I არის კარგი სკრინინგის ტესტი ბავშვებში ზრდის დარღვევების შესაფასებლად. ის უფრო მგრძნობიარე და სპეციფიურია, ვიდრე hGH-ის განსაზღვრა, რადგან ის არ აჩვენებს მნიშვნელოვან ცვალებადობას დღის განმავლობაში.

შრატის IGF-I დონე დაბალია, როგორც პირველადი hGH დეფიციტის დროს, ასევე ზრდის ჰორმონის მოქმედების მიმართ ნაწილობრივი ან სრული პერიფერიული რეზისტენტობის სინდრომების შემთხვევაშიც. ლარონის ჯუჯობა, რომელიც ემყარება hGH რეცეპტორის თვისობრივ და რაოდენობრივ დეფექტს, ხასიათდება ზრდის ჰორმონის მოქმედების მიმართ ტოტალური რეზისტენტობით. ეს კლინიკური მდგომარეობა ასოცირდება ზრდის ჰორმონის ბაზალური დონის მომატებასთან, მაგრამ IGF-I-ის ძალიან დაბალი კონცენტრაციით.

ტესტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონით მკურნალობის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ეფექტურობის მონიტორინგისთვის.

IGF-I დონე მომატებულია აკრომეგალიის დროს და ტესტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დიაგნოსტიკური მიზნებისათვის, ასევე მკურნალობის მონიტორინგისთვის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი სომატომედინ C-ზე (IGF I)?

hGH სეკრეციის ინტეგრირებული შეფასების მარკერი

  • გიგანტიზმისა და აკრომეგალიის დიაგნოზი;
  • ნანიზმის დიაგნოზი;
  • ჰიპოფიზური ნანიზმის, აკრომეგალიის, გიგანტიზმის თერაპიის მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

სომატომედინ C-ს დონის მომატება:

  • აკრომეგალია;
  • გიგანტიზმი;
  • იცენკო-კუშინგის სინდრომი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • ორსულობა.

სომატომედინ C-ს დონის კლება:

  • ჰიპოფიზური ნანიზმი;
  • ჰიპოპიტუიტარიზმი;
  • ლარონის ჯუჯობა (hGH- ის მომატებული დონით);
  • თირკმლების დაავადება;
  • ღვიძლის ძლიერი დაზიანება (ციროზი);
  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • შიმშილი;
  • ანორექსია;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ემოციური დეპრივაციის (საკვების მიღების აღკვეთა) სინდრომი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button