Androstenedione /ანდროსტენდიონი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

90.00

ზოგადი ინფორმაცია:

ანდროსტენედიონი მნიშვნელოვანი წინამორბედია ანდროგენული და ესტროგენული ჰორმონების ბიოსინთეზისთვის. ჰორმონი გამოიყოფა ძირითადად თირკმელზედა ჯირკვლის მიერ (წარმოება კონტროლდება ნაწილობრივ ACTH– ით) და აგრეთვე სათესლეებისა და საკვერცხეების მიერ. (ACTH– სგან დამოუკიდებლად). ახასიათებს კონცენტრაციის დღიური ცვლილებები, მაქსიმალური რაოდენობა ფიქსირდება დილის 7-10 საათზე და მინიმუმი დღის 16.00 საათზე.

თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენული ჰორმონების მომატებული კონცენტრაცია გამოწვეულია დეჰიდროეპიანდროსტერონის (DHEA) და ანდროსტენედიონის გადაჭარბებული წარმოებით, რომელიც გარდაიქმნება ტესტოსტერონად პერიფერიულ ქსოვილებში, რაც იწვევს ვირლიზაციის სიმპტომებს.

ანდროსტენდიონის მომატებული დონე ქალებში იწვევს ჰიპერანდროგენიზმის სიმპტომებს , მამაკაცებში, როგორც წესი მიმდინარეობს ასიმპტომურად-ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია ანდროგენების პერიფერიული გარდაქმნის გამო

ესტროგენად.

ანდროგენული სიჭარბის კლინიკური გამოვლინებებია: ჰირსუტიზმი (ქალებში ზედმეტი თმის განვითარება მამაკაცური ტიპით), ოლიგომენორეა, აკნე და ვირილიზაციის სხვა ნიშნები (მამაკაცის სხეულის ფორმა, კუნთების განვითარება, ხმის გაუხეშება, ალოპეცია, კლიტორომეგალია).

ანდროგენული ჰორმონების სიჭარბე შეიძლება ასოცირდებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის სხვა ჰორმონების ცვალებად სეკრეციასთან და, შესაბამისად, შეიძლება გამოვლიდეს როგორც ”სუფთა”, ისე ”შერეული” ვირლიზაციის სინდრომი, რომელიც ასოცირდება გლუკოკორტიკოიდული სეკრეციის გაზრდასთან და კუშინგის სინდრომთან.

ანდროსტენდიონი მატულობს ჰირსუტიზმის, სტეინ-ლევენტალის სინდრომის, თირკმელზედა თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის (ადრენოგენიტალური სინდრომის) შემთხვევებში, კუშინგის სინდრომის, ექტოპიური ACTH- ის მაპროდუცირებელი სიმსივნეების, თირკმელზედა ჯირკვლის ადენომების ან კარცინომის, საკვერცხეების ჰიპერპლაზიის, ქალებში ოსტეოპოროზის დროს. ქალებში ჰირსუტიზმის შემთხვევების დაახლოებით 60%-ს ახასიათებს ანდროსტენდიონის დონის ზრდა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

  • ჰიპერანდროგენიზმთან დაკავშირებული მდგომარეობების დიაგნოზი და დიფერენციალური დიაგნოზი (სხვა სასქესო ჰორმონების ტესტირებასთან ერთად);
  • ანდროგენიტალური სინდრომის დიაგნოზი თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სინთეზის თანდაყოლილი დეფექტების დროს (17-OH პროგესტერონისა და კორტიზოლის შესწავლასთან ერთად);
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის დიაგნოზი და მონიტორინგი;
  • ქალებში ჰირსუტიზმის , ვირილიზმის და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზი.

რეკომენდებულია ანდროსტენდიონის ტესტირება კლინიკური სიმპტომების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ანდროგენების მომატებულ დონესთან:

  • ჰირსუტიზმი (ქალებში თმის ზრდა მამაკაცებისთვის დამახასიათებელ ადგილებში – სახე, ზურგი, გულმკერდი);
  • ვირილიზმი (ჭარბი თმის ზრდა, მამაკაცებისთვის დამახასიათებელი სასქესო ნიშნების გამოჩენა ქალებში);
  • ოლიგომენორეა, მენსტრუალური პრობლემები;
  • აკნე;
  • უხეში, დაბალი ხმა

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.

ჰორმონის დონე იცვლება დღის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დილის 07:00 საათზე და ყველაზე დაბალი – 16:00 საათზე, შესაბამისად ტესტის ჩატარება რეკომენდებულია დილის საათებში უზმოდ.

ქალებში რეკომენდებულია ტესტის გაკეთება მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ან მის შემდეგ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

შედეგების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანდროსტენდიონის ზრდა შეინიშნება პუბერტატის შემდეგ, რაც მაქსიმუმს აღწევს 20 წლისთვის. ქალებში მენოპაუზის შემდეგ ჰორმონის დონე მცირდება.

ანდროსტენდიონის გაზრდილი მაჩვენებლები მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერი ან გონადური წარმოშობის ანდროგენების ჭარბ წარმოებაზე.

ზომიერი მომატება შეიძლება იყოს იდიოპათიური, ქალებში პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის შედეგი, ან სტეროიდული დანამატების გამოყენება ორივე სქესის შემთხვევაში.

5 ნგ / მლ-ზე ზემოთ დონის აწევა შეიძლება იყოს ანდროგენ-სეკრეტორული თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების ნიშანი.

5 ნგ / მლ-ზე ზემოთ ანდროსტენდიონის ზრდა დაფიქსირდა თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების 90% -ში.

ანდროგენ-სეკრეტორულმა კარცინომამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ანდროსტენდიონის მატება, მაგრამ უფრო მეტად ახასიათებს 17-OH პროგესტერონის და DHEA-S მაღალი შემცველობა.

ანდროსტენდიონის დონის მომატება იწვევს ქალებში ჰიპერანდროგენიზმის სიმპტომებს.

ქალებში ჰირსუტიზმის შემთხვევების 60% -ზე მეტს თან ახლავს ანდროსტენდიონის დონის მომატება.

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up