ზოგადი ინფორმაცია
გარდნერელა ვაგინალისი და ტრიქომონა ვაგინალისი ორი განსხვავებული გამომწვევია, რომლებიც ხშირად ასოცირდება ვაგინიტთან.
Gardnerella vaginalis – ბაქტერია, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერიულ ვაგინოზს, ხასიათდება უსიამოვნო სუნითა და გამონადენით
Trichomonas vaginalis – პროტოზოული მიკროორგანიზმია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამომწვევი, რომელიც იწვევს ქავილს, გამონადენს და დისკომფორტს
📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს”
ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00
“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00
“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00
“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 12:00 – 17:00
სამშაბათი 11:00-16:00
პარასკევი 12:00 – 17:00
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
- ნაცხის აღება ქალბატონებისთვის შესაძლებელია მითითებულ ფილიალებში
- მამაკაცებმა ნაცხის ასაღებად უნდა მიმართონ უროლოგს და წარმოადგინონ ფილიალში ნიმუში
**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ – ხუთშაბათს
გარდნერელა ვაგინალისი /ტრიქომონა ვაგინალისი
გარდნერელა ვაგინალისით და ტრიქომონა ვაგინალისით გამოწვეული ინფექციის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შეიძლება გახდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი. თანამედროვე PCR ტესტი რეალურ დროში იძლევა სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს, რაც მკურნალობის სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფს.
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციაა, რომელიც საშოს ნორმალური ბაქტერიული ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. ბაქტერიული ვაგინოზი ვითარდება მაშინ, როდესაც საშოში მობინადრე დამცველობითი ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და სხვა ბაქტერიების (Gardnerella vaginalis) რაოდენობა მატულობს. ცნობილია, რომ ბაქტერიული ვაგინოზი ხშირია ქალებში რომელთაც ჰყავთ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი.
ტრიქომონიაზი – სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. საშოს ტრიქომონადა წარმოადგენს უჯრედშიდა მიკროორგანიზმს. ის ბინადრობს ადამიანის შარდ-სასქესო ორგანოების გზებშიც და იწვევს ანთებით პროცესებს. ქალებში-საშოს, საშვილოსნოს ყელის და იმ ჯირკვლების ანთებას, რომლებიც სქესობრივი აქტისთვის აუცილებელ სეკრეტს გამოყოფენ.
გარდნერელოზი – დაავადება, რომელიც განპირობებულია საშოს მიკროფლორის დისბალანსით. გამომწვევია ანაერობული ბაქტერია gardnerella vaginalis, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება არსებობდეს საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში და იწვევს დისბიოზს.
როდის ჩავიტაროთ ტესტი?
- Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, როგორც ურეთრიტის, ბაქტერიული ვაგინიტის, ცერვიციტის კლინიკის გამომწვევი მიზეზი ქალებში;
- Trichomonas vaginalis-ის გამორიცხვა, გონორეის დადასტურებული დიაგნოზის დროს;
- Gardnerella vaginalis – ის გამორიცხვა, ბაქტერიული ვაგინიტის დროს;
- Gardnerella vaginalis – ის გამორიცხვა, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების დროს;
- Gardnerella vaginalis | Trichomonas vaginalis – ის გამორიცხვა, უნაყოფობის ყველა შემთხვევაში.
ქალებში ტრიქომონიაზის | გარდნერელოზის ისეთი სიმპტომებისას, როგორიცაა:
- ვაგინალური ქაფიანი გამონადენი უსიამოვნო სუნით;
- სიწითლე, გაღიზიანება, ქავილი და წვა საშოს არეში;
- ტკივილი შარდვის დროს, მენსტრუალური ციკლის, სქესობრივი აქტის ან მის შემდეგ;
- ვაგინალური სისხლდენა;
- ხშირი შარდვა;
- თეთრი, ნაცრისფერი ან მოყვითალო ფერის გამონადენი საშოდან.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
საკვლევ მასალაში გამოვლენილია:
გარდნერელა ვაგინალისი | ტრიქომონა ვაგინალისი არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.
საკვლევ მასალაშიგარდნერელა ვაგინალისი | ტრიქომონა ვაგინალისი არ ვლინდება:
- ინფექცია არ აღინიშნება;
- საკვლევ მასალაში ვერ ხდება დაავადებების დეტექცია;
- პათოგენების მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
- ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.
საცნობარო მნიშვნელობები
პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:
- ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაშიუროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
- ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
- ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს.
საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ნაცხის აღებამდე:
- არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
- რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
- არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
- კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
- ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
- ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
- ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
- რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
- მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
- კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.