**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ – პარასკევს
მოცემული ტესტის შეკვეთის შემთხვევაში, თქვენ ყიდულობთ კვლევას 2 პირისთვის . აქციის პირობების მიხედვით თოთო ტესტის ღირებულება იქნება 285 ლარი ( ნაცვლად სტანდარტული ფასის, 660 ლარისა). შესაბამისად ტესტის ჩასატარებლად საჭირო იქნება საკვლევი მასალის ( შარდი ან ნაცხი) 2 ნიმუში.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილი მოიცავს 7 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):
პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება და დაავადებების სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით.
არსებობს სგგდ-ის 20-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა (დეტალური ინფორმაციისთვის გადადით კონკრეტული დაავადების ბმულზე):
რომელთა დიაგნოსტიკა და პრევენციაც შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილით.
ზოგადი ინფორმაცია
სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.
სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ზოგადი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.
როდის უნდა ჩავიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილური კვლევა?
- 21 წლის და მეტი ასაკის ქალები (HPV);
- 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიური ქალები (ქლამიდია, გოგონორეა);
- ჰომოსექსუალი მამაკაცები;
- ადამიანები დიაგნოსტირებული HIV-ით;
- ადამიანები, რომლებსაც ბევრი პარტნიორი ყავთ;
- ადამიანები, რომლებსაც ახალი პარტნიორი ყავთ;
- საეჭვო სქესობრივი კონტაქტი;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
საკვლევი მასალა
პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:
- მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
- ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
- ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
- ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი) ან დაგვიკავშრიდით 032 2 800 111 ან მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე.
შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე
რესურსები
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sexually-transmitted-diseases-stds/diagnosis-treatment/drc-20351246
https://www.healthline.com/health/sexually-transmitted-diseases#prevention