ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ადამიანის პაპილომავირუსი HPV დნმ | 40 ტიპის გამოვლენა & გენოტიპირება

ცნობილი როგორც:HPV 40 ტიპის გამოვლენა : 20 მაღალი რისკის ტიპი, 20 დაბალი რისკის ტიპი
SKU: MB001

240.00

საკვლევი მასალა: ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

პაპილომავირუსი HPV  –ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია.  მიზი 100-ზე მეტი შტამი კანისა და ლორწოვანის პაპილომების (მეჭეჭების) განვითარების მიზეზია, ხოლო მაღალი რისკის შტამები (30-მდე) დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასთან.

 

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,

ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00

 

“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46
ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00

 

“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00

 

“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)

ორშაბათი 08:30-13:30

ოთხშაბათი 08:30-13:30

ხუთშაბათი 08:30-13:30

პარასკევი 08:30-17:00

 

ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

 

  • ნაცხის აღება ქალბატონებისთვის შესაძლებელია მითითებულ ფილიალებში
  • მამაკაცებმა ნაცხის ასაღებად უნდა მიმართონ უროლოგს და წარმოადგინონ ფილიალში  ნიმუში

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – ხუთშაბათს

 

ადამიანის პაპილომავირუსი HPV დნმ | 40 ტიპის გამოვლენა & გენოტიპირება

 

როგორ მოვემზადოთHPVდნმ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

 

  •  ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი).

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  •  HPV ინფექციის მონიტორინგი;
  • მაღალი რისკის ტიპების მქონე დადასტურებული შემთხვევების მონიტორინგი, განსაკუთრებით ნეგატიური ციტოლოგიის მქონე პაციენტებში;
  • ქალები ASC-US ციტოლოგიით (გაურკვეველი წარმოშობის ატიპიური ბრტყელუჯრედოვანი უჯრედები) და HPV მაღალი რისკის ტიპების გამოვლენით;
  • საშვილოსნოს ყელის დაზიანების მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი
  • ვაქცინის წინა და შემდგომი გენოტიპირება
  • 21-65 წლის ასაკისსქესობრივად აქტიური ყველა ქალი.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

გენოტიპირება

  • განსაზღვრავს კონკრეტულ ტიპს (მაგ., HPV 16, HPV 18 და სხვ.).
  • მაღალი რისკის ტიპები (16, 18, 31, 33 და სხვ.) ასოცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებასთან.
  • დაბალი რისკის ტიპები (6, 11 და სხვ.) ხშირად იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, მაგრამ არა კიბოს.

საცნობარო მნიშვნელობები

ტესტი იკვლევს ადამიანის პაპილომავირუსის 40 ტიპს.

 

HPV მაღალი რისკის ტიპები:

HPV 16

HPV 18

HPV 45

HPV 39

HPV 33

HPV 56

HPV 31

HPV 58

HPV 35

HPV 52

HPV 59

HPV 51

HPV 73

HPV 69

HPV 26

HPV 53

HPV 68

HPV 70

HPV 66

HPV 82

 

HPV დაბალი რისკის ტიპები:

HPV 11

HPV 6

HPV 30

HPV 32

HPV 34

HPV 40

HPV 42

HPV 43

HPV 44

HPV 54

HPV 55

HPV 61

HPV 62

HPV 67

HPV 74

HPV 81

HPV 83

HPV 84

HPV 87

HPV 90

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button