ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სისხლის ბიოქიმიური პროფილი გამოიყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოთა ძირითადი ფუნქციების შესაფასებლად. პროფილი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ავადმყოფობა საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს.

პროფილი მოიცავს შემდეგი 18 პარამეტრის კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

 25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით “სისხლის ბიოქიმიური პროფილი” 150 ლარად, ნაცვლად 300 ლარისა

როდის ჩავიტაროთ სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევები?

მოწოდებულია 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი.  ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია 

და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 
  
 

 

25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით სისხლის ბიოქიმიური პროფილი – 150 ლარინაცვლად 300 ლარისა.

Call Now Button