Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

პირდაპირი ბილირუბინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც: Direct bilirubin | Laboratory research
SKU: 1049

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ბილირუბინი – ნაღვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, წარმოიქმნება ძირითადად ერითროციტების ჰემოგლობინიდან. ბილირუბინის სხვა წყაროს წარმოადგენს – მიოგლობინი, ციტოქრომები და ჰემის შემცველი პიგმენტები. როდესაც ჰემოგლობინი იშლება, თავდაპირველად წარმოიქმნება თავისუფალი (არაპირდაპირი) ბილირუბინი. თავისუფალი ბილირუბინი ელენთიდან ღვიძლში ალბუმინთან ერთად გადადის. ღვიძლში ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას – ხდება მისი კონიუგაცია. შედეგად წარმოიქმნება კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინი, რომელიც აქტიურად გამოიყოფა ნაღვლის სადინრებში. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის ბილირუბინის კონცენტრაცია იზრდება პლაზმაში, ჰიპერბილირუბინემია კლასიფიცირდება როგორც არაკონიუგირებული და კონიუგირებული.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ბილირუბინემიის ხარისხის იდენტიფიცირება და შეფასება;
  • სხვადასხვა სახის სიყვითლის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები, ჰემოლიზური ანემია.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პირდაპირი ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტი (მწვავე ვირუსული ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი, ინფექციური მონონუკლეოზი, ამებიაზი, აქტინომიკოზი, მეორადი და მესამეული სიფილისი, მწვავე ტოქსიკური ჰეპატიტი);
  • ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების მიღება;
  • სანაღვლე გზების პათოლოგია (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი);
  • ონკოპათოლოგია (პირველადი ჰეპატოკარცინომა, ღვიძლის მეტასტაზური დაზიანება);
  • მემკვიდრეობითი ჰიპერბილირუბინემია (დუბინ-ჯონსონის სინდრომი, როტორის სინდრომი);
  • ჰიპოთირეოზი ახალშობილებში;
  • ობსტრუქციული სიყვითლე (ნაღვლის ბუშტის კენჭები, პანკრეასის თავის სიმსივნეები, ჰელმინთური ინვაზია);
  • ბილიარული ციროზი (პირველადი ან მეორეული).

დამატებითი ინფორმაცია

პირდაპირი (კონიუგირებული) ბილირუბინი – თავისუფალი ბილირუბინის გლუკურონის მჟავასთან კომბინაცია, შეადგენს მთლიანი ბილირუბინის 25%-ს. ეს არის ნაკლებად ტოქსიური, წყალში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში. სისხლის შრატში პირდაპირი ბილირუბინის დონის მატება დაკავშირებულია ღვიძლისა და სანაღვლე გზებიდან კონიუგირებული პიგმენტის გამოყოფის დაქვეითებასთან და ვლინდება ქოლესტაზური ან ჰეპატოცელულური სიყვითლის სახით. პირდაპირი ბილირუბინის დონის პათოლოგიური ზრდა იწვევს ამ პიგმენტის გამოჩენას შარდში. ვინაიდან არაპირდაპირი ბილირუბინი არ გამოიყოფა შარდით, შარდში ბილირუბინის არსებობა ხაზს უსვამს შრატში კონიუგირებული ბილირუბინის დონის ზრდას.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button