ზოგადი ინფორმაცია
ანგინა (ტონზილიტი, ტონზილო-ფარინგიტი) ხახის და ხახის ნუშურების მწვავე ანთებითი დაავადებაა. ვირუსების შემდეგ ანგინის ყველაზე ხშირი გამომწვევია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი.
სარჩევი
დასნებოვნება ხდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით, დაავადებულის პირადი ნივთების გამოყენებით. დასნებოვნების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში 5-დან 15 წლამდე და იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში.
სიმპტომები
- ყელის ძლიერი ტკივილი და სიმშრალე
- ყლაპვის გაძნელება
- ცხელება
- თავისა და მუცლის ტკივილი
- უმადობა
- ტონზილების შეშუპება და ჰიპერემია
- ჩირქოვანი ნადებები ტონზილებზე
- კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა
დიაგნოსტიკა
სტრეპტოკოკური ტონზილო-ფარინგიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი. მასალის აღება ხორციელდება ხახიდან. დიაგნოსტიკის დრო 15-30 წუთია. საჭიროების მიხედვით ტარდება დამატებითი კვლევები, ინფექციური პროცესის სიმწვავის და ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
მკურნალობა
სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას. ანტიბიოტიკის ჯგუფს, მის დოზირებას და მურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
სტრეპტოკოკურ ინფექციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში სინევო გთავაზობთ ლაბორატორიულ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით
კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით
! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge
რესურსები