Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ნეირონსპეციფიური ენოლაზა (NSE)

ცნობილი როგორც:ნეირონსპეციფიური ენოლაზა (NSE)
SKU: 197

120.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ენოლაზა (ანუ ფოსფოპირუვატ-ჰიდრატაზა) გლიკოლიზური ფერმენტია, რომელიც აკატალიზებს 2-ფოსფოგლიცერატის გარდაქმნას ფოსფოენოლ პირუვატად.  ამ რეაქციით  გლუკოზა იშლება პირუვატის 2 მოლეკულად, რომელთა შემდგომი გარდაქმნა იძლევა მაღალენერგეტიკულ ფოსფატურ სუბსტრატს (მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში).

 

ენოლაზა  რამდენიმე დიმერული იზომერითაა წარმოდგენილი, და თითოეული მათგანი შეიცავს იმუნოლოგიურად განსხვავებულ  3 სუბერთეულს: α, β და γ. ენოლაზას ალფა სუბერთეული ძუძუმწოვრების სხვადასხვა ქსოვილებშია აღმოჩენილი. ბეტა სუბერთეული გვხვდება გულის და ჩონჩხის კუნთებში.  αγ და  γγ იზოფორმები წარმოადგენს ნეირონსპეციფიკურ ანუ γ-ენოლაზას და დიდი ოდენობით გვხვდება ნეირონებში, ნეიროენდოკრინულ უჯრედებსა და ამ უჯრედებისგან წარმოქმნილ სიმსივნეებში.

შესაბამისად, ნეირონსპეციფიკური ენოლაზა მნიშვნელოვანი მარკერია ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების, განსაკუთრებით კი ნეირობლასტომების და  ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს  მონიტორინგის პროცესში.

 

როდის ტარდება კვლევა?

კვლევა მნიშვნელოვანია ნეირო-ენდოკრინული სიმსივნეების მონიტორინგისა და დაავადების ევოლუციის შესაფასებლად.

აბსოლუტური ჩვენებაა: ნეირობლასტომების და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს დროს

დამატებითი სადიაგნოსტიკო მეთოდია: ფარისებრი ჯირკვლის მედულური სიმსივნეებისას.

 

ფილტვის წვირლუჯრედული კარცინომის დროს შემთხვევათა 61-80%-ში ვლინდება ნეირონსპეციფიკური ენოლაზას დონის მატება. არ არსებობს კორელაცია (შესაბამისობა) მარკერის მაჩვენებელსა და თავის ტვინში მეტასტაზების არსებობას შორის, თუმცა მაჩვენებელი შესაბამისობაშია კლინიკურ სტადიასთან. ქიმიოთერაპიაზე რეაგირების ნაკლებობა ასოცირებულია ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებლის მყარ და მუდმივ მატებასთან. დაავადების რემისიის პერიოდებში, შემთხვევათა 80-96%-ში ვლინდება მარკერის მაჩვენებლის ნორმალიზება.   ნეირონსპეციფიკური ენოლაზას განსაზღვრა მეტად ინფორმატიულია სხვა მარკერებთან ერთად: პრო-გასტრინის გამომათავისუფლებელი პეპტიდი, კარცინოემბრიონული ანტიგენის CEAიტოკერატინული ფრაგმენტი19 CYFRA.

ნეირონსპეციფიკურ ენოლაზას 92% დადებითი პროგნოზული მნიშვნელობა აქვს შემთხვევათა 92% -ში.

ნეირობლასტომების დროს, შემთხვევათა 62%-შია აღმოჩენილი ნეირონსპეციფიკური ენოლაზას დონის მატება, რომელიც ასევე კორელაციაშია დაავადების კლინიკურ სტადიასთან.

პაციენტის მომზადება – საჭირო არ არის

საკვლევი მასალა –  ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა – <16.3 ნგ/მლ

 

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ნეირონსპეციფიკური ენოლაზას განსაზღვრა არ გამოიყენება კიბოს სასკრინინგოდ, უსიმპტომო პაციენტებში.  მისი მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა გამოვლინდეს ზოგიერთი მენინგეომის, გლიომის (თავის ტვინის სიმსივნეები) და თირკმლის კარცინომების დროს.

ნეირონსპეციფიკური ენოლაზას მაჩვენებლის მატება შესაძლოა აღინიშნოს თავის ტვინის და ფილტვის ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნის დროსაც.

 

ზოგიერთი პათოლოგიების და მდგომარეობების დროს, შესაძლებელია კვლევის შედეგები არადამაჯერებელი იყოს:

  • ჰემოლიზი – რადგან ერითროციტები შეიცავს ენოლაზას, შესაძლებელია მისი მაჩვენებლის მატება ჰემოლიზების დროს (მაგ: ანემიისას)
  • ბიოტინის მაღალი დოზით (>5 მგ/დღეში) მკურნალობა –  კვლევის ჩასატარებლად მასალის შეგროვება რეკომენდებულია ბიოტინის ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ 8 საათში.
  • ანტინუკლეარული აუტო-ანტისხეულების (ანტი-SSA, ანტი-RO) მაღალი ტიტრი
  • მონოკლონური ანტისხეულების შეყვანა ორგანიზმში, სადიაგნოსტიკო ან სამკურნალო მიზნებისთვის.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button