ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

სიმსუქნე და ჭარბი წონა არამარტო ზრდასრულების, ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა პოპულაციისთვის.

ბოლო 40-50 წლის განმავლობაში ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ადამიანთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლისთვის 5 წლამდე ასაკის 39 მილიონ ბავშვს აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან სიმსუქნე. სიმსუქნე ან ჭარბი წონა უფრო ხშირია ბიჭებში.

დღეისათვის ბავშვთა სიმსუქნე პანდემიურ მაჩვენებლებს აღწევს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ცნობილია, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ბავშვობაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ბავშვობაში სიმსუქნის მქონე ბავშვებს მეტი ალბათობა აქვთ ზრდასრულობაშიც სიმსუქნის არსებობის, რაც ზრდის მეტაბოლური დარღვევების და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

რა არის სიმსუქნე და ჭარბი წონა?

ჭარბი წონა და სიმსუქნე განსაზღვრება როგორც ცხიმის არასათანადო ან ზედმეტი დაგროვება.

სხეულის მასის ინდექსი (სმი) (BMI) მარტივი მაჩვენებელია, რომელიც ასახავს სიმაღლისა და წონის თანაფარდობას და გვიჩვენებს აქვს თუ არა ჭარბი წონა ან სიმსუქნე ადამიანს (ზრდასრულს). სხეულის მასის ინდექსი (BMI) გამოითვლება ადამიანის წონის (კილოგრამებში) შეფარდებით სიმაღლის კვადრატზე (მეტრებში). სმი=კგ/მ2

 

ბავშვებში წონის შეფასება ხდება სპეციალური ზრდის ცხრილების ან გრაფიკების მეშვეობით, რომლებშიც გათვალისწინებულია არამარტო ბავშვის წონა და სიმაღლე, არამედ სქესი, ასაკი და შესაძლოა სხვა მაჩვენებლებიც. აღნიშნული ცხრილების და გრაფიკების საშუალებით ბავშვის სხეულის მასის ინდექსის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფენ პედიატრები და ბავშვთა ენდოკრინოლოგები.

ბავშვთა სიმსუქნის მიზეზები

როგორც ცნობილია, ჭარბი წონის და სიმსუქნის განვითარება –  მიღებული კალორიებისა და ცხიმის სიჭარბეს უკავშირდება.

 

გარდა ამისა, შაქრის შემცველი სასმელები, საკვების გაზრდილი ულუფა, ფიზიკური აქტივობის რეგულარული დეფიციტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიმსუქნის განვითარებაზე.

ბავშვობაში სიმსუქნე ღრმა  ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე და თვითშეფასებაზე.  რაც ზოგჯერ აისახება    სკოლაში დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე.

სიმსუქნესთანაა ასოცირებული ისეთი მდგომარეობები, როგორებიცაა: მეტაბოლური და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები, ორთოპედიული, ნევროლოგიური, ღვიძლის, ფილტვის, თირკმლის დაავადებები და სხვა.

სიმსუქნის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის გენეტიკური წინასწარგანწყობა.

ბავშვთა სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემები

  • ასთმა
  • ძილის აპნოე (“ხვრინვა”)
  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • ქოლესტეროლის მომატებული დონე სისხლში (მეტაბოლური სინდრომი)
  • გულის დაავადებების რისკი
  • ინსულტი
  • ოსტეოართროზი და სხვა ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები
  • ძუძს და მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკი
  • ღვიძლის გაცხიმოვნება

გარდა ფიზიკური პათოლოგიებისა, სიმსუქნის და ჭარბი წონის მქონე ბავშვები ხშირად განიცდიან:

  • ბულინგს
  • სოციალურ იზოლაციას
  • თვითშეფასების დაქვეითებას
  • დეპრესიას

სიმსუქნის დიაგნოსტიკა

პედიატრიული მეთვალყურეობის ფარგლებში ექიმი რეგულარულად ამოწმებს ბავშვის სხეულის მასის ინდექსს და ზრდის ცხრილების გამოყენებით ადგენს რამდენად შეესაბამება მისი მაჩვენებლები ასაკობრივ ნორმებს.

წონისა და ზრდის ცხრილების შევსებისას გარდა სხეულის მასის ინდექსისა ფასდება სხვა მონაცემებიც:

  • წონასტან დაკავშირებული პრობლემების და დიაბეტის ოჯახური ანამნეზი
  • ბავშვის კვებითი ჩვევები
  • ფიზიკური აქტივობის დონე
  • ფსიქოსოციალური ისტორია: დეპრესიის, ძილის დარღვევის ეპიზოდები და სხვა

 

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

აუცილებელია სიმსუქნის და ჭარბი წონის მქონე ბავშვების რეგულარული ლაბორატორიული შეფასება

 

  • ლიპიდური პროფილი

სტანდარტული ლიპიდური პროფილი მოიცავს  სისხლის ტესტების კომპლექტს, რომელიც იკვლევს:  ტრიგლიცერიდების დონეს, საერთო ქოლესტეროლს, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (LDL,VLDL) და ათეროგენობის ინდექსს.

როდისაა რეკომენდებული კვლვა:

ჭარბი წონის მქონე ბავშვებში რეკომენდებულია ლიპიდური პროფილის განსაზღვრა 9–11 წლის ასაკიდან

რეგულარული  მონიტორინგი

ლიპიდური პროფილის რეგულკარული შემოწმება – წელიწადში ერთჯერ მაინც, აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ:

  • მაღალი დიაბეტის და მეტაბოლური დარღვევის განვითარების რისკი   (მაგ: ოჯახური ანამნეზი)
  • ბოლო კვლევისას დაფიქსირდა ლიპიდების მომატებული მაჩვენებლები
  • მკურნალობაში ჩართული იყო ანტილიპიდური მედიკამენტები

 

  • ღვიძლის ფერმენტები ALT,AST

ღვიძლის გაცხიმოვნება მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლის უჯრედებში გროვდება ცხიმი და შემთხვევათა უმრავლესობაში ეს უკავშირდება სიმსუქნეს ან ჭარბ წონას.

ღვიძლის გაცხიმოვნების პირობებშიც კი, შესაძლოა ბავშვებს სიმპტომები არ განუვითარდეთ, თუმცა, ცხიმოვანი გადაგვარება საბოლოოდ ღვიძლის უჯრედების ანთებას და შემაერთებელქსოვილოვან გადაგვარებას იწვევს.

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფება ხდება მისი ფუნქციური ტესტების, ძირითადად – ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას მაჩვენებლების შეფასებით. მაჩვენებლების მომატება ყოველთვის მიუთითებს ღვიძლში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე.

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

სიმსუქნე მნიშვნელოვნად აისახება ფარისებრი  ჯირკვლის ფუნქციაზე.  TSH ჰორმონის მაჩვენებელი პირდაპირპროპორციული სხეულის მასის ინდექსის. შედეგად, სიმსუქნის მქონე ბავშვებში TSH ზედა ზღვრული ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი ხშირად კომპენსირებულ ჰიპოთირეოზზე მიუთიტებს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები FT3 და FT4 ხშირად ნორმაშია).

  • სისხლის გლუკოზის და გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა

სიმსუქნე როგორც წესი  ასოცირებულია  ინსულინ რეზისტენტობასთან, რომლის დროსაც აღინიშნება უზმოზე ინსულინისა და C-პეპტიდის დონეების მომატება სისხლში. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ინსულინის დონე ნორმალურია.

სიმსუქნის მქონე ყველა პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს დიაბეტის სკრინინგი. აუცილებელია შეფასდეს როგოც გლიკემიის დონე (უზმოდ და კვების შემდეგ), ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი (გლიკირებული ჰემოგლობინი გავძლევს სისხლში გლუკოზის საშუალო მაჩვენებელს ბოლო 3 თვის განმავლობაში).

პრედიაბეტის დროს აღინიშნება  გლუკოზის მაჩვენებლის მომატება უზმოდ, ან გლუკოზატოლერანტობის მაჩვენებლის დარღვევა, გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში. გლუკოზატოლერანტობის ტესტი მოიაზრებს გლუკოზის დონის განსაზღვრას სისხლში, 50-70გ გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში. ასეთ პაციენტებს დიაბეტის ჩამოყალიბების ბევრად მარალი რისკი აქვთ.

 

სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი

ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში მეტაბოლური სინდრომის შემთხვევების სულ უფრო მზარდი მაჩვენებლები ფიქსირდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ ადამიანებში შაქრიანი დიაბეტის და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს.

მეტაბოლური სინდრომი მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მუცლის გაცხიმოვნება (მუცლის გარშემოწერილობა ქალებში 80 სმ–ზე მეტი და ევროპელ მამაკაცებში 94 სმ–ზე მეტი);
  • სისტოლური არტერიული წნევა 130 მმ.ვწ.სვ. და მეტი; დიატოლური არტ წნევა 85 მმ.ვწ.სვ. და მეტიმკურნალობის მიუხედავად
  • უზმოდ გლიკემიის დონე 100 მგ/დლ ან მეტი, მიუხედავად ჰიპოგლიკემიური მკურნალობისა.
  • ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის  მომატება სისხლში   ≥ 150 მგ/დლ (1.7 მმოლ/ლ)
  • HDL ქოლესტეროლის დაბალი  მაჩვენებლი:

< 40 მგ/დლ (1 მმოლ/ლ)-ზე ნაკლები კაცებში

< 50 მგ/დლ (1.3 მოლ/ლ) -ზე ნაკლები ქალებში

სიმსუქნის მქონე ბავშვთა და მოზრდილთა 90%-ს ჩამოთვლილთაგან 1 კრიტერიუმი მაინც აღენიშნება.

 

ბავშვთა სიმსუქნის პრევენციის გზები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური კომისია შექმ,ნა, რომელიც თითქმის ათწლეულია რეკომენდაციებს გვაწვდის ბავშვთა სიმუქნისა და ჭარბი წონის პრევენციის და თავიდან აცილებისათვის:

  1. ჯანსაღი კვების წახალისება
    • ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი საკვების მოხმარების პროპაგანდა
    • არაჯანსაღი პროდუქტების (მაგალითად, სწრაფი საკვები) და შაქრიანი სასმელების მოხმარების შემცირება
  2. ფიზიკური აქტივობის სტიმულირება
    • მოზარდების ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა
    • სედენტარული ქცევის, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან გრძელად ჯდომის დროის შემცირება
  3. პრევენცია ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში
    • ორსულის ლაბორატორიული პარამეტრების, კვების და ფიზიკური აქტივობის მართვა ნაყოფის წონის შემდგომი მართვისთვის
  4. ბავშვის ცხოვრების პირველი წლების მართვა
    • ჯანსაღი კვების, საკმარისი ძილის და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ბავშვობის პირველ წლებში.
    • ჰარმონიული ზრდა და ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება.
  5. სკოლის როლი
    • ჯანსაღი  გარემო სკოლებში, რომელიც უზრუნველყოფს:
      • სწორ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების შესახებ
      • ფიზიკური აქტივობის სარგებლის გაცნობას
  6. ოჯახის ჩართულობა
    • ჯანსაღი ცხოვრების სტილის უზრუნველყოფა ოჯახში

 

ლაბორატორია  “სინევო” გთავაზობთ ლაბორატორიული ტესტების ფართო სპექტრს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

კვლევის შედეგების გაცემის დრო არ არის აბსოლუტური, შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით

! თუ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია არასაკმარისია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 0322800111, ან მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, ან info@synevo.ge

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button