როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას?
მზით დამწვრობა განსაკუთრებით ხშირია ზაფხულში – ზღვის და აუზის სეზონზე. დამწვრობა ვითარდება მზის (ან სინათლის ხელოვნური წყაროს) ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით. პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობას ჩვეულებრივ “შინაური” სამკურნალო მეთოდებითაც გავუმკლავდებით. მესამე ხარისხის მზით დამწვრობა ძალიან იშვიათია, თუმცა ასეთ სიტუაციაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა საჭირო.
სარჩევი
მზის დამწვრობა ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას და კანის კიბოს განვითარებას.
მზით დამწვრობის პირველი ჩივილები კანის სიწითლეს და ტკივილს უკავშირდება. თუ ამას თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გაუწყლოება, ძილიანობა და სხვა სიმპტომებიც ერთვის, აუცილებელია სამედიცინო დახმარება.
მზით დამწვრობის თავიდან აცილებისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მზეზე ყოფნის დროის ლიმიტირება, თუმცა, თუ დამწვრობა უკვე განვითარდა, რამდენიმე მარტივი ქმედებით შესაძლებელია უსიამოვნო შეგრძნებების შემცირება.
გრილი შხაპი
როდესაც მზის აბაზანების შემდეგ კანი ძალიან ხურს და მტკივნეულია, საუკეთესო საშუალებაა გრილი წყლის შხაპი ან აბაზანა.
კანის დამატენიანებლები
გრილი წყლის პროცედურის შემდეგ აუცილებელია კანის დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი, რომლებიც უმჯობესია სველ კანზევე დაიტანოთ. მნიშვნელოვანია დამატენიანებლების რეგულარული გამოყენება დამწვრობის განვითარებიდან რამდენიმე დღის მანძილზე, რადგან კანის გამოშრობა ამძაფრებს ტკივილს და დისკომფორტს.
ალოე ვერა
ალოეს ფოთლების წვნიანი რბილობის გამოყენება ამცირებს კანის ზედაპირის დაჭიმულობას და დროებით ამცირებს ტკივილს.
ქავილის საწინააღმდეგო მედიკამენტები
დამწვრობის დროს ხშირია კანის ქავილი, გაღიზიანების გამო. დამწვრობის ზედაპირზე მექანიკური ზემოქმედება ზრდის ინფიცირების საშიშროებას და აძლიერებს ჩივილებს
ამიტომ, რეკომენდებულია ქავილის შესამცირებელი ადგილობრივი კრემების გამოყენება.
გრილი კომპრესი
თუ დამწვრობა კანის მცირე მონაკვეთს მოიცავს შესაძლებელია გრილი კომპრესის გამოყენება. ამ დროს არ არის რეკომენდებული ყინულის დადება დამწვრობის ზედაპირზე, რადგან ყინულმა შესაძლოა გააღრმაოს კანის დაზიანება.
ტკივილგამაყუჩებლები
თუ სხვა საშუალებების გამოყენების მიუხედავად ტკივილის და წვის შეგრძნება მაინც გაწუხებთ, უმჯობესია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღება ან ადგილობრივად კანის ზედაპირზე გამოყენება (კრემის სახით).
საკმარისი წყლის მიღება
მზით დამწვრობა იწვევს სხეულის და განსაკუთრებით კანის გაუწყლოებას, რაც აუარესებს ზოგად მდგომარეობას და აზლიერებს ჩივილებს დამწვრობის უბანში.
რა დრო ჭირდება დამწვრობის ალაგებას?
მზით დამწვრობა როგორც წესი თავისთავად გაივლის რამდენიმე დღეში, თუმცა მძიმე შემთხვევები შესაძლოა კვირებიც გახანგრძლივდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, რათა დროულად მოხდეს აღდგენა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ზოგჯერ მზით დამწვრობის მკურნალობის “შინაური” მეთოდები საკმარისი არ არის. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღინიშნება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს დროული სამედიცინო დახმარებისთვის:
- გულისრევა
- თავბრუსხვევა
- სისუსტე და ძილიანობა
- გაძლიერებული წყურვილი
- უმადობა
- ოფლიანობა
- ცხელება 40°C და მეტი
- კანის დაზიანებულ უბანზე სითხური ბუშტუკის წარმოქმნა
“სინევო” გთავაზობთ კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
რესურსები
https://health.clevelandclinic.org/sunburn-relief