რა არის თრომბოფლებიტი ?
თრომბოფლებიტი ვენის ანთებაა, რომელსაც ახლავს თრომბოზი – სისხლის კოლტის განვითარება ვენის სანათურში. პროცესი ნებისმიერ ვენაში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უფრო დამახასიათებელია კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი და თრომბოფლებიტი.
სარჩევი
გამომწვევი მიზეზის, მდგომარეობის სიმძიმის და დაზიანებული ვენის მდებარეობის გათვალისწინებით, ზოგჯერ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც განვითარდეს.
თრომბოფლებიტის განვითარების მექანიზმი ორი მიმართულებით შეიძლება მიდიოდეს:
- თავდაპირველად თრომბის განვითარება და შემდეგ ვენის ანთება – ვითარდება მაშინ, როდესაც წარმოქმნილი თრომბი ახშობს ვენას და იწვევს ანთებით პროცესს მის კედელში
- ანთების განვითარება, შემდგომი თრომბოზით – ვენის კედელში განვითარებული ანთებითი პროცესი, რომელშიც კედლის შიდა შრე – ენდოთელიუმია ჩართული, იწვევს სისხლის ნაკადის თვისებების დარღვევას და თრომბის ჩამოყალიბებას.
თრომბოფლებიტი ძირითადად ლოკალური პრობლემაა, თუმცა შესაძლოა განიცადოს პროგრესირება, კერძოდ თრომბების მიგრაციის და გავრცელების შედეგად განვითარდეს ღრმა ვენების ან ფილტვის არტერიის თრომბოზი.
რა განსხვავებაა ვენის თრომბოზსა და თრომბოფლებიტს შორის?
თრობოფლებიტი და თრომბოზი ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, თუმცა ერთი და იგივე არ არის. თრომბოზი მდგომარეობაა როდესაც თრომბი (კოლტი) წარმოიქმნება სისხლძარღვში და აფერხებს სისხლის ცირკულაციას. თრომბოფლებითი კი ხშირად, თუმცა არა ყოველთვის – თრომბოზის თანმხლები პროცესია, როდესაც სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ვითარდება ანთება სისხლძარღვის კედელში.
ღრმა ვენების თრომბოფლებიტი
ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების ღრმა ვენებში. ეს მდგომარეობა დაუყოვნებელ მკურნალობას საჭიროებს რათა არ განვითარდეს გართულებები ფილტვის არტერიის ემბოლიის სახით, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი პათოლოგიაა.
ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი
ვითარდება ზედა და ქვედა კიდურების უფრო მცირე კალიბრის, ზედაპირულად განლაგებულ ვენებში, ან ვენების განტოტებებში. უფრო ნაკლებას მძიმე მიდინარეობით ხასიათდება, თუმცა ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი შესაძლოა მიუთითებდეს ღრმა ვენებში იგივე პროცესის განვითარების რისკზე.
მიგრაციული თრომბოფლებიტი
სახელის შესაბამისად, მიგრაციული თრომბოფლებიტი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვითარდება ერთ-ერთი ვენის თრომბოზი და თანმდევი თრომბოფლებიტი, რასაც მოსდევს თრომბის მიგრაცია (მოძრაობა) სხვადასხვა ვენებში, რაც ხშირად რამდენიმე ვენის ერთდროული თრომბოზის და შემდგომი დაზიანების მიზეზი ხდება. რაც უფრო მსხვილი კალიბრის ვენაში გადაინაცვლებს სისხლის კოლტი, მით მეტია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების რისკი.
სეპტიური თრომბოფლებიტი
სეპტიური თრომბოფლებიტი ვითარდება ინფექციური პროცესის სისხლძარღვებზე, კერძოდ ვენების კედლებზე გავრცელების დროს.
სეპტიური თრომბოფლებიტის განვითარება საყურადზრებო ნიშანია, რადგან ის მიუთითებს ინფექციის გავრცელებაზე მთელს ორგანიზმში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი, რომელიც დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
თრომბოფლებიტის სიხშირე
დაავადება შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა თრომბოფლებიტის რისკი ბევრად მატულობს:
- 45 წლის ასაკის შემდეგ
- მეტაბოლური დარღვევების არსებობისას (სიმსუქნე, დიაბეტი)
- ფიზიკური აქტივობის არარსებობისას
- სისხლის შედედების დარღვევევბით (ჰიპერკოაგულაციით) მიმდინარე დაავადებების დროს
- კონკრეტული მედიკამენტების მიღების ფონზე და სხვა
თრომბოფლებიტის სიმპტომები
შეშუპება – ეს სიმპტომი მოულოდნელად ვითარდება და განსაკუთრებით კარგად არის გამოხატული კიდურების ზედაპირული ვენების დაზიანებისას
- ტკივილი – თრომბოფლებიტს ყოველთვის ახლავს ტკივილი რომელიც აღინიშნება დაზიანებული ვენის მიდამოში და გარშემო. განსაკუთრებით ძლიერია ტკივილი როდესაც ვითარდება მცირე კალიბრის ვენების მრავლობითი თრომბოზები
- ზედაპირული ვენების სტრუქტურული ცვლილებები – ანთებითი დაზიანება იწვევს ვენის კედლის გამკვრივებას და დაჭიმულობას
- შეფერილობის ცვლილება – აღნიშნული სიმპტომი ვითარდება ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის დროს. დათრომბილი ვენის მიდამოში კანი მუქი წითელი ან ციანოზურია
- ტემპერატურა – დაზიანებული სისხლძარღვის მიდანოში კანი შეხებით ცხელია და დაჭიმულია
თრომბოფლებიტის მიზეზები
თრომბოფლებიტი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვიტარდეს:
- გენეტიკური პათოლოგიები რომლებიც იწვევს შედედების პროცესების მომატებას (ჰიპერკოაგულაციას), ხელს უწყობს თრომბოზის და ანთების განვითარებას ვენებში
- ვენური ვარიკოზი. ქვედა კიდურების გაგანიერებული, დეფორმული ვენები ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელებას და თრომბოზის განვითარებას.
- ტრავმა რომელიც რბილ ქსოვილებთან ერთად ვენებსაც აზიანებს ხელს უწყობს მის ინფიცირებას და ანთების განვითარებას
- სამედიცინო პროცედურები და მედიკამენტები. ინტრავენური ინექციები და კათეტერები ზოგჯერ ვენის თრომბების, ინფექციების და ანთებითი პროცესების მიზეზი ხდება. კორტიკოსტეროიდები, პერორული კონტრაცეპტივები ზრდის სისხლის თრომბების განვითარების რისკს.
- ინტრავენური ნარკომანია – ჰიგიენური ნორმების დარღვევა და საზიარო ნემსით ინექცია ხელს უწყობს ინტრავენური ინფექციების და თრომბების განვითარებას.
- მჯდომარე ცხოვრების წესი, ასევე ხანგრძლივი ფრენა ან ტრანსპორტით მრავალსაათიანი მოგზაურობა, მითუმეტეს ქვედა კიდურების ვარიკოზის ფონზე, არღვევს კიდურების ღრმა ვენებში სისხლის ნაკადის დინებას და ხელს უწყობს კოლტების წარმოქმნას. ისეთი დაავადებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის გადაადგილების უნარს, ასევე ხელს უწყობს თრომბოზის და თრომბოფლებიტის განვითარებას.
- სხვა დაავადებები – სიმსივნე, სიმსუქნე, წითელი მგლურა, თამბაქო და სხვა მავნე ჩვევები ხშირად სისხლძარღვების კედლების დაზიანებით მიმდინარეობს, რაც თრომბოზის და ვენის ანთების მიზეზი ხდება.
- გაუწყლოება, ორსულობა, მშობიარობისშემდგომი მდგომარეობა – თრომბოზის განვიტარების რისკის შემცველი მდგომარეობებია
თრომბოფლებიტის დიაგნოსტიკა
თრომბოფლებიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება ფიზიკური გასინჯვის, ვიზუალიზაციური და ლაბორატორიული კვლევის მონაცემებს.
ლაბორატორიული ტესტები მნიშვნელოვანია სისხლის შედედების დარღვევის ხარისხის და ხასიათის გამოსავლენადმათ შორის შედედების ფაქტორების, მათი აქტივატორების და ინჰიბიტორების და სხვა მაჩვენებელების შესასწავლად, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის.
მიგრაციული თრომბოფლებიტი შესაძლოა სხვა დაავადებების სიმპტომს წარმოადგენდეს, განსაკუთრებით კონკრეტული ტიპის სიმსივნეების და გენეტიკური მუტაციებით გამოწვეული შედედების დარღვევების დროს.
თრომბოფლებიტის მკურნალობა
მკურნალობა მიმართულია წარმოქმნილი თრომბების დაშლის, ტკივილის მოხსნის და სხვა სიმპტომების შემცირებისკენ.
- თრომბოლიზური საშუალებები
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები
- ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული მედიკამენტები
- ანტიბიოტიკები
იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოფლებიტის დროს საწირო ხდება ქირურგიული ჩარევა:
- მექანიკური თრომბექტომია – თრომბის მოცილება დაზიანებული ვენიდან, სისხლის ნაკადის აღდგენით
- ვენექტომია – დათრომბილი და დაზიანებული ვენის ამოკვეთა და ცირკულაციიდან გამოთიშვა
- სკლეროთერაპია- ვენაში მასკლეროზებელი ნივთიერების შეყვანით მისი ფუნქციონირებიდან გამოთიშვა
- ვენური ანასტომოზი- დაზიანებული უბნის შემოვლით, ჯანსაღ მონაკვეტებს შორის კავშირის შექმნა, სისხლის ნაკადის აღსადგენად
- აბლაცია – ვენის დაზიანებული ზედაპირის თერმული ან ლაზერული კოაგულაცია. განსაკუთრებით გამოიყენება ვარიკოზული დაავადების დროს.
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ სისხლის შედედების დარღვევებით მიმდინარე დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტებს:
ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ სისხლის შედედების დარღვევებით მიმდინარე დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://www.healthline.com/health/blood-tests
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23311-thrombophlebitis