Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პროსტატა | ის, რაც უნდა ვიცოდთ

პროსტატა – წინამდებარე ჯირკვალი, წაბლის ფორმის ორგანოა, რომელიც შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს, ის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია, რომელიც მოიცავს პენისს, პროსტატის ჯირკვალს, სათესლე ბუშტუკებს და სათესლე ჯირკვლებს.

პროსტატა დაახლოებით კაკლის ზომისაა და გარს აკრავს ურეთრას (მილაკი, რომელიც შარდის ბუშტიდან გამოაქვს) მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და სწორი ნაწლავის წინ, ჯირკვალი ორი – მარჯვენა და მარცხენა ნაწილისგან შედგება.

პროსტატაში ორი ტიპის ქსოვილი განირჩევა: ძირითადი ანუ ჯირკვლოვანი, რომლის უჯრედებიც პროსტატის წვენს წარმოქმნის და კუნთოვანი ბოჭკოები. ის გამოიმუშავებს სითხეს , რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

პროსტატა და მასში მიმდინარე ძირითადი დაავადებები

  • პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთებას ეწოდება პროსტატიტი და ის შეიძლება განუვითარდეს მამაკაცს ნებისმიერ ასაკში. არსებობს მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი.
  • ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიური გადიდება – კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა. ის ყველაზე ხშირად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უვითარდებათ. აქედან გამომდინარე მის განვითარებაში დიდ როლს მიაკუთვნებენ ჰორმონულ დისბალანსს – ანდროგენებსა და ესტროგენებს (შესაბამისად მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონებს) შორის თანაფარდობის დარღვევას.
  • პროსტატის კიბო ( ადენოკარცინომა) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა.

პროსტატის დაავადებათა ხელშემწყობი ფაქტორები

პროსტატის პათოლიოგიებისა და დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვანდ ზრდის მამაკაცის ცხოვრების წესი , კერძოდ:

  • არასწორი კვება;
  • გაციება;
  • პასიური, ფიზიკურად არააქტიური ყოველდღიურობა;
  • მავნე ჩვევები;
  • სქსობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • პასიური სქესობრივი ცხოვრება.

პროსტატის კიბო

პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს , რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია .

პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქის არ ვლინდება , იგი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა , თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.

პროსტატის კიბოს რისკ ფაქტორები:

ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;

  • მემკვიდრეობითობა – პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი. ოჯახის ისტორია ასევე მნიშვნელოვანია. პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 7 -ჯერ იზრდება იმ ადამიანებისთვის, რომლთაც ჰყავთ ჯანმრთელობის ამ პრობლემის მქონე ოჯახის წევრები. გარდა ამისა, თუ მამაკაცის დედას ჰქონდა ძუძუს კიბო, მაშინ მას პროსტატის კიბოს უფრო მაღალი რისკი აქვს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება BRCA მუტაციების მატარებლებში, მაგრამ სხვა რისკ ფაქტორების არსებობაც გასათვალისწინებელია.
  • სიმსუქნე – ზოგიერთი კვლევის თანახმად, მამაკაცებს, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ცხიმს განსაკუთრებით წითელი ხორცისგან რომელიც მზადდება მაღალ ცეცხლზე, შესაძლოა უფრო მეტად განუვითარდეთ პროსტატის კიბო.
  • ჰორმონები- ცხიმები ასტიმულირებენ ტესტოსტერონის და სხვა ჰორმონების წარმოების გაზრდას, ხოლო ტესტოსტერონი აჩქარებს კიბოს უჯრედების ზრდას.

 

სიმპტომები

პროსტატის კიბომ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • შარდვის პრობლემები;
  • შარდის ნაკადის სიძლიერის დაქვეითება;
  • სისხლი შარდში;
  • სისხლი სპერმაში;
  • ტკივილი ძვლებში;
  • ერექციული დისფუნქცია.

ეტიოლოგია

უცნობია რა იწვევს პროსტატის კიბოს. პროსტატის კიბო ხშირ შემთხვევებში ვითარდება მაშინ, როდესაც დნმ-ის ცვლილებები ხდება პროსტატის უჯრედებში. უჯრედის დნმ შეიცავს ინსტრუქციას, რომელიც ეუბნება უჯრედს რა გააკეთოს. ცვლილებები იწვევს უჯრედების ზრდასა და დაყოფას უფრო სწრაფად, ვიდრე ნორმალური უჯრედები. არანორმალური უჯრედები აგრძელებენ სიცოცხლეს, ხოლო სხვა უჯრედები იღუპებიან.

სწორედ ეს პათოლოგიური უჯრედები ქმნიან სიმსივნეს, რომელსაც შეუძლია გაიზარდოს და შეიჭრას მიმდებარე ქსოვილებში. დროთა განმავლობაში, ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი შეიძლება დაიშალოს და გავრცელდეს (მეტასტაზირება) სხეულის სხვა ნაწილებზე.

დიაგნოსტიკა

ვინაიდან პროსტატის კიბოს სიმპტომები ადრეულ ეტაპზე თითქმის არ ვლინდება, დაავდებული მამაკაცთა ასაკი მკვეთრად გაახალგაზრდავდა, ხოლო თანამედროვე მედიცინას უკვე აქვს ადრეული დიაგნოსტიკის უზუსტესი მეთოდები.

სისხლის ტესტი, რომელსაც ეწოდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) ტესტი, ზომავს სისხლში PSA-ს დონეს. PSA არის პროსტატის მიერ წარმოებული ნივთიერება. პროსტატის კიბოს მქონე მამაკაცების სისხლში PSA დონე შეიძლება იყოს უფრო მაღალი. PSA-ს დონე ასევე შეიძლება გაიზარდოს სხვა პირობებში, რომლებიც გავლენას ახდენენ პროსტატის ჯირკვალზე. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია PSA-ს დონე სისხლში, მით უფრო მაღალია პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ ბევრმა ფაქტორმა, როგორიცაა ასაკი და რასა, შეიძლება გავლენა იქონიოს PSA-ს დონეზე.

სინევოს ლაბორატორიებში თქვენ შეძლებთ ჩაიტაროთ ორივე კვლევა ერთ პროფილში „საერთო და თავისუფალი პროსტატსპეციფიური ანტიგენი (PSA)“ , ტესტი პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის. თუმცა, საეჭვო სიმპტომების არმქონე მამაკაცებში PSA-ს ტესტის რუტინული გამოყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის საკამათო საკითხია.

პროსტატის კიბოს სკრინინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა : ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, საკითხი დგება არა პაციენტის სიცოცხლის თვეობით გახანგრძლივებაზე, არამედ მის სრულ გამოჯანმრთელებაზე , ყოველგვარი ქირურგიული რისკებისა და ისეთი პრობლემების გარეშე, როგორიცაა სქესობრივი დისფუქნცია, ან შარდის შეუკავებლობა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • პროსტატის ბიოფსიის საჭიროების დასადგენად;
  • პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის;
  • პროსტატის კიბოს რეციდივის გამოსავლენად.

პროსტატის კიბოს გართულებები და მისი მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობა ექიმთან ვიზიტისა და ანალიზების შემდგომ ინდივიდუალურად იგეგმება, სიმსივნის ტიპის, ზომისა და აგრესიულობის მიხედვით, ასევე პაციენტის ასაკის, პრეფერენციებისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის მიხედვით.

მკურნალობის პროცესი შეიძლება მოიცავდეს: აქტიურ მეთვალყურეობას, ქირურგიულ ჩარევას, რადიაციულ მკურნალობას, მედიკამენტურ მკურნალობას, ლუტეციუმ -177 PSMA თერაპიას.

გართულებები

  • მეტასტაზები – პროსტატის კიბო შეიძლება გავრცელდეს ახლომდებარე ორგანოებში, როგორიცაა შარდის ბუშტი. კიბოს მეტასტაზები შესაძლოა გადავიდეს სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით ძვლებში ან სხვა ორგანოებში. პროსტატის კიბომ, რომელიც ვრცელდება ძვლებზე, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და ძვლის მოტეხილობა.
  • შეუკავებლობა – პროსტატის კიბომ და მისმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეუკავებლობა. შეუკავებლობის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და ეტაპზე, რამდენად მძიმეა ის ან როგორია დროთა განმავლობაში გაუმჯობესების ალბათობა.
  • ერექციული დისფუნქცია – ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს პროსტატის კიბოს ან მისი მკურნალობის შედეგად, მათ შორის ქირურგიული ჩარევით, რადიაციით ან ჰორმონებით. ოპერაციის გარდა/შემდგომ, ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ხელმისაწვდომია მედიკამენტები, ვაკუუმური მოწყობილობები, რომლებიც ხელს უწყობენ ერექციას.

პრევენცია

პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია:

  • ჯანსაღი დიეტით, რომელიც სავსეა ხილითა და ბოსტნეულით;
  • ვარჯიშით (კვირის უმეტეს დღეებში);
  • ჯანსაღი წონის შენარჩუნებით;
  • ექიმთან დროული კონსულტაციით;

წყარო

 

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button