ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საერთო და თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA)

ცნობილი როგორც:Total and Free PSA
SKU: 266

Original price was: ₾95.00.Current price is: ₾70.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

საერთო და თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA)

საერთო და თავისუფალი პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა  სისხლის ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც გამოიყენება პროსტატის ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად.

პროსტატსპეციფიკური ანტიგენი (PSA) პროსტატის ჯირკვლოვანი უჯრედებისმიერ  წარმოქმნილი ცილაა.  სისხლში ის გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ცილებთან ბმული ფორმით. საერთო პროსტატსპეციფიკური ანტიგენი ორივე ფორმას მოიცავს, ხოლო თავისუფალი PSA მის ცილებისგან თავისუფალ  ფრაქციას წარმოადგენს.

კვლევისას განისაზღვრება:

  • საერთო PSA (Total PSA) – სისხლში თავისუფალი და ცილებთან დაკავშირებული PSA-ის ჯამური რაოდენობა

  • თავისუფალი PSA (Free PSA) – სისხლში მოცირკულირე PSA-ის ის ნაწილი, რომელიც ცილებთან დაკავშირებული არ არის

  • თავისუფალი/საერთო PSA-ის თანაფარდობა (% Free PSA)

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

კვლევა ტარდება

    • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) და პროსტატის სხვა დაავადებების შეფასებისას

    • პროსტატის კიბოს განვითარების რისკის შესაფასებლად

    • მომატებული საერთო PSA-ის დამატებითი შეფასებისთვის

    • უროლოგის რეკომენდაციით, ბიოფსიის საჭიროების განსაზღვრის პროცესში

    • პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტურობისა და დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ტესტი პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის. მიუხედავად ამისა, საეჭვო სიმპტომების არმქონე მამაკაცებში პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ტესტის რუტინული გამოყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის საკამათო საკითხია.

მამაკაცებს, რომელთაც პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ (წელის ტკივილი; ტკივილი მენჯის არეში; გაძნელებული, გახშირებული და/ან მტკივნეული შარდვა) პროსტატსპეციფიკური ანტიგენის ტესტირება ხშირად უტარდებათ სწორი ნაწლავის ხელით გასინჯვასთან (DRE – digital rectal examination) ერთად. იმ პაციენტებში, რომელთაც პროსტატის კიბოს დიაგნოზი აქვთ დასმული, PSA-ს ტესტის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს რამდენად შორსწასულია სიმსივნური პროცესი.

  • თავისუფალი PSA-ს უფრო მაღალი თანაფარდობა საერთო PSA-სთან მიუთითებს პროსტატის კიბოს განვითარების დაბალ რისკზე.
  • თავისუფალი PSA-ს დაბალი თანაფარდობა საერთო PSA-სთან მიუთითებს პროსტატის კიბოს განვითარების მაღალ რისკზე.

საცნობარო მნიშვნელობები

რას ნიშნავს მომატებული PSA?
PSA-ს მომატება შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის ნებისმიერმა დაავადებამ:

  • პროსტატის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ;
  • პროსტატიტმა;
  • პროსტატის კიბომ.

PSA-ს მომატება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • ცისტოსკოპია;
  • პროსტატის ბიოფსია;
  • პროსტატაზე ქირურგიული ჩარევა;
  • დიდი ზომის პროსტატა;
  • ეაკულაცია;
  • პროსტატის გასინჯვა;
  • შარდის შეკავება;
  • შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმა;
  • ასაკი (PSA-ს დონე ასაკთან ერთად იმატებს).

ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია PSA-ს დონე დაწიოს. ასეთებია – ფინასტერიდი, დუტასტერიდი, ანტიანდროგენული მედიკამენტები (ფლუტამიდი, ნილუტამიდი,ბიკალუტამიდი).
პროსტატსპეციფიკური ანტიგენის დაბალი დონე პროსტატის კიბოს არსებობას არ გამორიცხავს. თუმცა, ზოგადად, რაც უფრო მაღალია PSA-ს დონე, მით უფრო მაღალია კიბოს ალბათობა. პროსტატსპეციფიკური ანტიგენის სწრაფი ან განუწყვეტელი მატება, ან მისი დონის სწრაფი ცვლილებები, კიბოს არსებობის შანსს კიდევ უფრო ზრდიან. პროსტატის კიბოს არსებობა უფრო სავარაუდოა აგრეთვე იმ მამაკაცებში, რომელთაც დაქვეითებული fPSA ან მომატებული cPSA აღენიშნებათ.
PSA-ს ტესტს დახმარების გაწევა შეუძლია პროსტატის კიბოს გამოვლენაში, მაგრამ მხოლოდ PSA-ს ტესტის შედეგების მიხედვით კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. კიბოს უტყუარი დიაგნოსტირების ერთადერთი გზაა პროსტატის ბიოფსია. PSA-ს მომატება იმ პაციენტებში, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდათ, რეციდივის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • საჭიროა ვენური სისხლი. ანალიზის გაკეთებამდე 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ეაკულაციისგან.
  • ალკოჰოლის მიღებიდან 48 საათის გასვლის შემდგომ.

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 287 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button