ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი წყვილებისთვის (2 პირისთვის). პჯრ/PCR მეთოდი. (შარდი ან ნაცხი; 13 ტესტი)

ცნობილი როგორც:სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი წყვილებისთვის
SKU: 1690-1

Original price was: ₾660.00.Current price is: ₾285.00.

საკვლევი მასალა: შარდი ან/და უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): ყოველ პარასკევს
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

📋 ნაცხის აღება შესაძლებელია:
“სინევოს” ვარკეთილის ფილიალში. მის: სუხიშვილის N1,

ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00

 

“სინევოს” დოლიძის ფილიალში. მის: დოლიძის N46

ორშაბათი-პარასკევი 10:30-17:00
შაბათი 09:00-14:00

 

“სინევოს” მიცკევიჩის ფილიალში. მის: ადამ მიცკევიჩის N10,
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:30 – 17:00

 

“სინევოს” ბათუმის ფილიალში. მის: ანგისის ქ. 2 (ვოქსის შენობა)
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 08:30 – 13:30
შაბათი 09:00 – 14:00

ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია

**** ტესტის პასუხი გაიცემა კვირაში ერთხელ  – პარასკევს

 

მოცემული ტესტის შეკვეთის  შემთხვევაში, თქვენ ყიდულობთ კვლევას 2 პირისთვის .  აქციის პირობების მიხედვით თოთო ტესტის ღირებულება იქნება 285 ლარი ( ნაცვლად სტანდარტული ფასის, 660 ლარისა). შესაბამისად ტესტის ჩასატარებლად საჭირო იქნება საკვლევი მასალის ( შარდი ან ნაცხი) 2 ნიმუში.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ) ყოველთვის იწყება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი). სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს, რომლებიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. მაგრამ ზოგჯერ ეს ინფექციები შეიძლება გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად, დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას (მაგ. ჰერპესი და ადამიანის პაპლიომავირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით). სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს იწვევენ ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები.

სგგი/სგგდ შეიძლება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ ან ჰქონდეს მთელი რიგი ნიშნები და სიმპტომები.

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე დამატებითი ზოგადი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგის პროფილი მოიცავს 13 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

პროფილური კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ეჭვის შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების დიაგნოსტირება და დაავადებების სკრინინგი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით.

 

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • 21 წლის და მეტი ასაკის ქალები (HPV);
  • 25 წლამდე ასაკის სქესობრივად აქტიური ქალები (ქლამიდია, გოგონორეა);
  • ჰომოსექსუალი მამაკაცები;
  • ადამიანები დიაგნოსტირებული HIV-ით;
  • ადამიანები, რომლებსაც ბევრი პარტნიორი ყავთ;
  • ადამიანები, რომლებსაც ახალი პარტნიორი ყავთ;
  • საეჭვო სქესობრივი კონტაქტი;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ-მდე

საცნობარო მნიშვნელობები

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.
  • ნაცხის ასაღები ჯაგრისი და ეპენდორფი სატრანსპორტო სითხით შეგიძლიათ აიღოთ სინევოს ფილიალებში.
  • ნაცხის ასაღებად მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს (უროლოგი, გინეკოლოგი) ან დაგვიკავშრიდით 032 2 800 111 ან მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე.

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button