ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი | დნმ (პჯრ რეალურ დროში)

ცნობილი როგორც:Ureaplasma urealyticum
SKU: 1678

100.00

საკვლევი მასალა: შარდი, უროგენიტალური ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1****
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: არა
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

**** ტესტი კეთდება კვირაში ერთხელ  – პარასკევს

Ureaplasma urealyticum წარმოადგენს ნორმალური გენიტალური ფლორის ნაწილს, თუმცა გარკვეულ პირობებში, ამ ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა იწვევს საშარდე და სასქესო სისტემის ანთებას და ინფექციას, რომელიც მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ჯგფს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • urealyticum-ის გამორიცხვა, როგორც არაგონოკოკური ურეთრიტის, პროსტატიტის, ორქიეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), კოლპიტის, ენდოცერვიციტის, ვულვოვაგინიტის (ქალებში), ცისტიტის, რეიტერის დაავადების კლინიკის გამომწვევი მიზეზი;
  • urealyticum-ის გამორიცხვა, როგორც თანმხლები ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების არსებობისას;
  • უნაყოფობის, მენჯის ანთებითი დაავადების, ორსულობის გართულებების (სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა) დროს;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი მონიტორინგი (მკურნალობის დასრულებიდან არა უადრეს 3 კვირისა).

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საკვლევ მასალაში გამოვლენილია U. urealyticum:

U. urealyticum არის კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიური მიზეზი.

საკვლევ მასალაში U. urealyticum არ ვლინდება:

  • ინფექცია არ აღინიშნება;
  • საკვლევ მასალაში ვერ ხდება U. urealyticum-ის დეტექცია;
  • პათოგენის მცირე რაოდენობა (მისი დონე ანალიტიკური მგრძნობელობის ქვემოთაა);
  • ცრუ-უარყოფითი შედეგი საკვლევ მასალაში პჯრ ტესტის ინჰიბიტორების არსებობისას.

დამატებითი ინფორმაცია

Ureaplasma urealyticum-ით გამოწვეული ინფექცია დაკავშირებულია საშარდე გზების (ურეთრიტი) და საშოს (ვაგინოზი) ანთებით დაავადებებთან, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ზედა საშარდე გზებზე.

სიმპტომები მოიცავს:

ურეთრიტის დროს – წვა და ტკივილი შარდვისას;

ვაგინოზის დროს – ვაგინალური უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი.

  1. Urealyticum  განაპირობებს ნაადრევი მშობიარობის, ახალშობილებში თირკმლის კენჭებისა და პნევმონიის გაზრდილ რისკს. ასევე ისინი მნიშვნელოვანია ორსულებში ისეთი გართულებების პათოგენეზში, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოსშიდა ინფექციები, ქორიოამნიონიტი, პლაცენტის ინფექცია, დაბალი წონა დაბადებისას და საშვილოსნოს ინფექციები დაბადების შემდეგ.

ურეაპლაზმით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიიჩნევა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR). ეს მეთოდი იძლევა მოკლე დროში მაღალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობით და სპეციფიურობით პათოგენების დროული იდენტიფიცირებისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალებას.

საკვლევი მასალა

პჯრ დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია:

  • მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება. ეს არის ყველაზე ოპტიმალური მასალა, რომლის შემთხვევაშიც დიაგნოსტიკური მგრძნობელობა აღწევს 85%-95%-ს.
  • ქალებში შარდის პირველი ნაწილის გამოყენებას აქვს უფრო დაბალი დიაგნოსტიკური მგრძნობელობა (დაახლოებით 80-90%), ვიდრე მამაკაცებში, ამიტომ ქალების შემთხვევაში უროგენიტალური ნაცხი აღიარებულია ტესტირებისთვის ყველაზე ოპტიმალურ მასალად. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.

საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უნდა მოიტანოთ 13:00 სთ მდე.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ნაცხის აღებამდე:

  • არ გამოიყენოთ ვაგინალური შხაპი;
  • რეკომენდებულია სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება არანაკლებ 24-48 საათის განმავლობაში;
  • არ მოშარდოთ უშუალოდ ნაცხის აღებამდე;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება სამი დღით ადრე უნდა შეწყდეს;
  • ნაცხის აღება ხდება კოლპოსკოპიიდან 24-48 საათის შემდეგ და საშოს ულტრაბგერითი გამოკვლევიდან – 24 საათის შემდეგ;
  • ჩაიტარეთ გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურები საპნის და სხვა სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე;
  • ტესტი შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 10-14 დღისა ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური ან ადგილობრივი ანტისეპტიკების მიღების დასრულებიდან;
  • რეკომენდებულია ტესტის ჩატარება ოვულაციის დროს ან უროგენიტალური ტრაქტის ანთებითი დაავადების სიმპტომების არსებობისას.
  • მენსტრუალური სისხლდენის დროს გამოკვლევა არ ტარდება.
  • კვლევა ტარდება მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატების (პრობიოტიკები, ევბიოტოცი) მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

100.00

ლაბორატორიები
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button