ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾300.00
ზონულინის განსაზღვრა განავალში მნიშვნელოვანი კვლევაა ნაწლავის განვლადობის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკაში.
ზონულინი ცილაა, რომელიც ღვიძლსა და ეპითელურ ქსოვილში სინთეზდება და წარმოქმნის უჯრედშორის კავშირებს, ნაწლავის კედლის ზედაპირულ ეპითელურ შრეში.
ზონულინი მტკიცე კავშირის ცილაა. მისი რაოდენობის მომატება განავალში, ნაწლავის კედლის განვლადობის მომატებაზე მიუთითებს. ნაწლავის კედლის ანთებითი ცვლილებები, რაც განვლადობის მომატებას იწვევს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა პათოლოგიებმა, როგორებიცაა:
განავალში ზონულინის მატებას მოსდევს შრატში მისი კონცენტრაციის მომატებაც. ზონულინის უჯრედული რეცეპტორები წარმოდგენილია მსხვილი და წვრილი ნაწლავის, გულის და ტვინის უჯრედების მემბრანაზე. ნაწლავის ლორწოვანიდან ზონულინის გამოყოფის მასტიმულირებელი მექანიზმია გლიადინის ფრაგმენტების ურთიერთქმედება ნაწლავის ეპითელიუმტან, რის შედეგადაც ხდება ამ ნაწილაკების ადჰეზია (მიწებება) ნაწლავის უჯრედებზე და წარმოქმნილი კონგლომერატების მიმართ იწყება აუტოანტისხეულების გამომუშავება. ქრონიკული ანთებითი პროცესი კიდევ უფრო აზიანებს ნაწლავის კედლის სტრუქტურას და იწვევს ნაწლავის განვლადობის კიდევ უფრო მომატებას. პოლიპეპტიდები და დიდი ზომის მოლეკულები ადვილად გადის ნაწლავის ბარიერს, რაც იმუნური სისტემის გააქტიურებას და იმუნური პასუხის განვითარებას იწვევს.
ცელიაკია
ტიპი I შაქრიანი დიაბეტი
ნაწლავის ანტებითი მდგომარეობების დიაგნოსტიკა
სიმსუქნე
ინსულინრეზისტენტობა
საკვლევი მასალა: განავალი
< 145 ნგ/გ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |