ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾61.00
სიფილისი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Treponema Pallidum და მისი გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტით, სისხლის ტრანსფუზიით და პლაცენტური გზით.
კლინიკური ასპექტები: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამომწვევი ადვილად ვრცელდება ლიმფური სისტემის მეშვეობით. ინკუბაციური პერიოდი 15 დღიდან 3 თვემდე გრძელდება.
დაავადების კლინიკური გამოვლინებებია:
თითოეული ფორმა შეიძლება ორ სტადიას მოიცავდეს:
პირველადი სიფილისი კლინიკურად ვლინდება გენიტალური შანკრით (კვანძოვანი წარმონაქმნი) და ადენოპათიით (ლიმფური კვანძების გადიდებით). შანკრი 2-6 კვირის განმავლობაში უკუგანვითარდება, სპეციფიკური მკურნალობის გარეშეც.
მეორეული სიფილისი კლინიკურად კანის და ლორწოვანების გამონაყრით ვლინდება (ხელისა და ფეხის გულებზე, კისერზე და სახეზე), ზოგჯერ ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ცხელება. სახსრების ტკივილი, პოლიადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ჰეპატიტი, უვეიტი (თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება).
კლინიკური გამოვლინება 6 კვირიდან 6 თვემდე პერიოდში იწყება, შანკრის განვითარების შემდეგ. სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს, რასაც პერიოდულად მოსდევს უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა. არანამკურნალებ შემთხვევაში აღნიშნული ფაზა 1-2 წელიწადი გრძელდება.
ადრეული და მოგვიანებითი ლატენტური (ფარული) სიფილისის სტადიები კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დიაგნოსტიკა მხოლოდ სეროლოგიური კვლევებითაა შესაძლებელი.
მესმეული სიფილისი კლინიკურად კანის გუმებით, ნევროლოგიური (ზურგის ტვინის დეგენერაცია, გენერალიზებული პარეზი), კარდიოვასკულური (სიფილისური აორტიტი, აორტის ანევრიზმა, კორონარული სტენოზი) გამოვლინებებით ხასიათდება. ამ სტადიის სიმპტომები საწყისი დაზიანებიდან 4-40 წლის პერიოდში ვლინდება. საწყის სტადიებზე ანტიბიოტიკოთერაპიის მეშვეობით, დღეისათვის მესამეული სიფილისი პრაქტიკულად აღარ გვხვდება.
თანდაყოლილი სიფილისი. არსებობს მკრთალი ტრეპონემით გამოწვეული ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემის რისკი. დიაგნოსტიკა ორსულებში გართულებულია, რადგან არსებობს ცრუ დადებითი პასუხის მიღების ალბათობა. ამ შემთხვევაში FTA-ABS IgM ან EIA-IgM ანტისხეულების განსაზღვრა საშუალებას იძლევა უკვე გადატანილი სიფილისის ნარჩენი ანტისხეულების განსხვავების, მიმდინარე სიფილისისგან.
Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი კვლევის მეთოდები:
სიფილისის სეროლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ტრეპონემულ და არატრეპონემულ ტესტებს.
პირველადი იმუნური პასუხი წარმოდგენილია IgM ტიპის სპეციფიური ანტი-ტრეპონემული ანტისხეულებით, რომლებიც ვლინდება ინფექციის მე-2 კვირის ბოლოს; ანტი-ტრეპონემული IgG ანტისხეულები ჩნდება მოგვიანებით, მე-4 კვირაში. ამრიგად, კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დასაწყისში პაციენტების უმეტესობას სისხლში აქვს IgM და IgG ანტისხეულები. სპეციფიური IgM ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს ადრეული სიფილისის ადექვატური მკურნალობის შემდეგ, მაგრამ სპეციფიური IgG ანტისხეულების პერსისტირება გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ამ ტიპის ანტისხეულების განსაზღვრა შედის ტრეპონემული ტესტების კომპლექსში.
სწრაფი ტესტი სიფილისის ანტისხეულებზე გამოიყენება T. pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG, IgM და IgA) ხარისხობრივად და შერჩევითად გამოსავლენად მთელ სისხლში, შრატში ან პლაზმაში. ტესტის მგრძნობელობა წარმოადგენს 99.54%-ს, სპეციფიურობა – 100%-ს.
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია