Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ცნობილი როგორც:urine culture, uroculture
SKU: 5013

Original price was: ₾90.00.Current price is: ₾81.00.

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 3
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

შარდს გამოიმუშავებს თირკმლები, ორგანიზმიდან ზოგიერთი მინარევისა და ჭარბი ნივთიერებების გამოსადევნად. გამომუშავების შემდეგ, შარდი გადაადგილდება თირკმლებიდან შარდსაწვეთებამდე (ერთად ისინი ქმნიან ზედა საშარდე გზებს), საიდანაც შარდის ბუშტში გადადის და ორგანიზმიდან შარდსაწვეთით (ერთად ისინი ქმნიან ქვედა საშარდე გზებს) გამოიყოფა.

ჩვეულებრივ, საშარდე გზები სტერილურია, გარდა დისტალური ურეთრისა, რომელიც კოლონიზირებულია ბაქტერიებით პერინეუმის კანიდან და ქალებში ვულვიდან.

შარდის კულტურა (უროკულტურა) არის ანალიზი, რომლის დროსაც მასალა შარდის ნიმუშიდან ითესება ბაქტერიოლოგიურ ნიადაგზე, რათა აღმოვაჩინოთ და განვსაზღვროთ ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს (სგი).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი ექიმის მიერ ინიშნება საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტირებისთვის, განსაკუთრებით გართულებების მქონე, რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც გახანგრძლივდა და რომლებიც არ რეაგირებენ პირველად მკურნალობაზე. შედეგებზე დაყრდნობით ექიმმა უნდა შეარჩიოს ყველაზე შესაფერისი (უმცირესი გვერდითი ეფექტების გამომწვევი) ანტიბიოტიკი სამკურნალოდ და გართულებების თავიდან ასაცილებლად. შემდეგ კი საჭიროა თერაპიის ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი.

ტესტი უნდა ჩატარდეს შარდის საერთო, მიკროსკოპიულ და ბიოქიმიურ ტესტებთან ერთად, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო დაგვეხმარება საშარდე გზების ინფექციების დიაგნოსტირებაში (მაგ. შარდის pH-ის ცვლილების იდენტიფიცირება, ლეიკოციტების არსებობა, ლეიკოციტესტერაზას აქტივობის და ნიტრიტების მატება).

თუ საეჭვოა უროსეფსისი (სეფსისი, რომელიც გამოწვეულია საშარდე სისტემიდან ინფექციის გავრცელებით), შარდის კულტურის გამოკვლევას უნდა დაემატოს სისხლის კულტურის გამოკვლევაც.

შარდის კულტურის ტესტი ასევე ტარდება პროფილაქტიკურად ორსულ ქალებში, რადგან მათ შემთხვევაში შარდში აღმოჩენილი ბაქტერიები, ინფექციის სიმპტომების არსებობის გარეშეც (ასიმპტომური ბაქტერიურია), ორსულობის შემდგომ სტადიაზე შეიძლება გავრცელდეს ზედა საშარდე გზებში და გამოიწვიოს პიელონეფრიტი.

ვინ უნდა ჩაიტაროს ტესტი?

ქვედა საშარდე გზების ინფექციების სიმპტომების მქონე ადამიანები:

  • მოშარდვის ძლიერი, დაუოკებელი სურვილი
  • განცდა, რომ შარდი ისევ შარდის ბუშტშია მისი გამოყოფისთანავე
  • ტკივილი, წვის შეგრძნება შარდვის დროს
  • შარდის სუნისა და ფერის ცვლილება
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში

ზედა საშარდე გზების ინფექციების სიმპტომების მქონე ადამიანები:

  • ტკივილი წელის არეში
  • დისკომფორტი თირკმლების არეში
  • შემცივნება და ცხელება
  • გულისრევა და ღებინება
  • ჰემატურია (სისხლიანი შარდი)

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

უარყოფითი – 48 საათში ბაქტერიოლოგიური ზრდა არ აღინიშნა.

  1. თუ შარდის კულტურაში ბაქტერიები არ ვლინდება, მაგრამ აღინიშნება ლეიკოციტურია (შარდში ლეიკოციტების კონცენტრაციის გაზრდა), ეს შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე, რომლის გამომწვევი მიკროორგანიზმები რთულად კულტივირდებიან (ქლამიდია, მიკოპლაზმა, ტრიქომონა, მიკობაქტერიები) ან იმაზე, რომ საკვლევი შარდი შეგროვდა ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების ფონზე.
  2. თუ უარყოფითი კულტურის მიუხედავად სიმპტომები ნარჩუნდება, გასათვალისწინებელია საშარდე სისტემის დაავადების არაინფექციური (არაბაქტერიული) მიზეზებიც.

დადებითი – თუ შარდის ნიმუშში შეინიშნება ბაქტერიების ზრდა/გამრავლება. სწორად შეგროვებული შარდის ნიმუშში, რომელიც შეიცავს ერთი ტიპის ბაქტერიის 100 000-ზე მეტ კოლონიის წარმომქმნელ ერთეულს (კწე/მილილიტრი), ჩვეულებრივ, მიუთითებს ინფექციის არსებობაზე. შემდეგ დგინდება ბაქტერიის სახეობა და იდგმევა ანტიბიოტიკოგრამა (ანტიბიოტიკის მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის განსაზღვრა).

ზოგჯერ შარდში ერთზე მეტი ტიპის ბაქტერია გვხვდება. იშვიათად, ეს გამოწვეულია ინფექციით, რომელიც დაკავშირებულია ერთზე მეტ პათოგენთან; თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ტესტის ნიმუში შეგროვდა არასწორად და დაბინძურებული იყო კანის, საშოს ან განავლის ბაქტერიებით.ამ შემთხვევაში ტესტის შედეგში იწერება – შერეული ფლორა – რაც მიუთითებს კონტამინაციაზე მასალის აღების დროს. გამოვლენილი ბაქტერიების რაოდენობა და მათი კონცენტრაცია არ განისაზღვრება. ბაქტერიების იდენტიფიცირება არ ხდება.

პროდუქტის აღწერა

საშარდე გზების ინფექციებს იწვევენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც აღწევენ საშარდე გზებამდე, სადაც ისინი მრავლდებიან და დროთა განმავლობაში იწვევენ ცვლილებებს თირკმლებისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ლოკალიზაციის მიხედვით სგი შეიძლება იყოს „ქვედა“, როდესაც დაზიანებულია ურეთრა და შარდის ბუშტი და „ზედა“, როდესაც ზიანდება თირკმლები და შარდსაწვეთები.

სგი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ინფექციათა უმეტესობა გავლენას ახდენს ქვედა საშარდე გზებზე (შარდის ბუშტზე), რაც ჩვეულებრივ ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა, თუ საკმარისად ადრე არ გამოვავლენთ ინფექციას, ის შეიძლება შარდსაწვეთის გავლით, ზემოთ, თირკმლებში გავრცელდეს და გამოიწვიოს საშიში პიელონეფრიტი, რომელიც აზიანებს თირკმლებს. ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში, ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს სისხლში და გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სეფსისი.

სიმპტომებიდან გამომდინარე, სგი შეიძლება იყოს ასიმპტომური – ბაქტერიურია (ბაქტერიები შარდში) კლინიკური სიმპტომების გარეშე და სიმპტომური – როდესაც ბაქტერიურიას თან ზდევს ანთებითი რეაქცია (ლეიკოციტები შარდში) და კლინიკური გამოვლინებით.

საშარდე გზების ინფექციების სიხშირე ვარირებს სქესისა და ასაკის მიხედვით: სიცოცხლის პირველ წელს უფრო ხშირია ბიჭებში (ფიმოზის და პარაფიმოზის შედეგი ამ ასაკში), შემდეგ თანაფარდობა ადრეულ ბავშვობაში თანაბრდება, რის შემდეგაც დომინირებს მდედრობითი სქესი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ქალის ურეთრა უფრო მოკლეა და უფრო ახლოს არის ანუსთან, რაც საშუალებას აძლევს ნაწლავის ბაქტერიებს უფრო ადვილად გადავიდნენ და კოლონიზირდნენ ურეთრაში. ინფექციების სიხშირე პროპორციულად იზრდება ასაკთან ერთად (ასოცირებულია სექსუალურ აქტივობასთან და ორსულობასთან). თუმცა, სქესთა შორის განსხვავება ხანდაზმულებში ქრება, მამაკაცებში გავრცელების გაზრდით, პროსტატის დაავადებების გამო.

მორეციდივე სგი-ს განვითარებისა და გართულებების რისკის ქვეშ იმყოფებიან თირკმლებისა (მაგ. თირკმლის კენჭები) და სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) მქონე პაციენტები, იმუნოკომპრომენტირებული ან მუდმივად კათეტერიზებული პირები.

ხანდაზმულებში, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში და ბავშვებში ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან არასპეციფიკურად (ცხელება, საჭმლის მონელების დარღვევები, წონის კლება).

საშარდე გზების ინფექციების ეტიოლოგიაში ყველაზე გავრცელებული მიკრობებია:

  • გრამუარყოფითი ჩხირები (Escherichia coli,, Klebsiella spp., Proteus spp., Morganella spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Enterobacter spp, Providencia spp.).
  • გრამდადებითი კოკები (Enterococcus spp., Staphylococcus aureus, Staphylococcus saprophyticus, B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი).
  • Corynebacterium urealyticum
  • Candida albicans იწვევს ურეთროცისტიტს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

სწორი მიკრობიოლოგიური დიაგნოზი მოითხოვს პაციენტის შესახებ კლინიკურ ინფორმაციას (ასაკი, სქესი, ორსულობა, ანტიბიოტიკოთერაპია, სხვა უროლოგიური დაავადება ანამნეზში…).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის / მასალის შეგროვების წესები

შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს:

  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მედიკამენტებით მკურნალობის კურსის დასრულებიდან – არა უადრეს 7-10 დღის შემდეგ.
  • ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანი მკურნალობის ფონზე ექიმის დანიშნულებისამებრ.
  • ანალიზისთვის უნდა შეგროვდეს დილის პირველი შარდი ან, თუ ეს შეუძლებელია, უნდა შეგროვდეს შარდი წინა მოშარდვიდან მინიმუმ 4 საათის შემდეგ.
  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-20 მლ ოდენობით. არ შეაგროვოთ შარდის ბოლო პორცია !
  • ნუ შეავსებთ კონტეინერს ბოლომდე !
  • არ შეეხოთ კონტეინერის შიდა კედლებს !
  • ჩვილებში – პერიურეთრალური მიდამოს სარეცხი საპნით და წყლით ჩამობანის ან დეზინფექციური ხელსახოცით გაწმენდის დასუფთა, მშრალი პირსახოცით შემშრალების შემდეგ მიზანშეწონილია შარდის შეგროვება შარდმიმღებში. საფენებიდან გამოწურული შარდის გამოკვლევა შეუძლებელია. შარდი შარდმიმღებიდან გადაიტანეთ სტერილურ კონტეინერში და მოიტანეთ ლაბორატორიაში.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის დაუყოვნებლივ უნდა შეინახოთ მაცივარში, +2–8 °С ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ შარდი მოთავსებულია სტერილურ კონტეინერში, რომელშიც არის კონსერვანტი (მაგ. ბორის მჟავა), შარდის შენახვა მაცივარში შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.pl/posiew-moczu/ 

ლაბორატორიები
Call Now Button