ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾85.00 Original price was: ₾85.00.₾76.50Current price is: ₾76.50.
ნაცხის აღების ღირებულება 15 ლარია
კვლევის დროს ხდება საშოსა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ქალის გენიტალური (სასქესო) ტრაქტის ნორმალური ფლორა იცვლება ლორწოვანი გარსის pH-ისა და ესტროგენის კონცენტრაციის მიხედვით. ეს მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია ასაკთან:
B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ვაგინალურ ფლორაში არსებობის შემთხვევაში შეიძლება გადაეცეს ახალშობილს ნეონატალური გართულებებით.
ქალის გენიტალური ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია:
ქალის გენიტალური ინფექციები გინეკოლოგთან კონსულტაციის ერთერთი ხშირი მიზეზია. მათი განვითარების მექანიზმი შემდეგნაირია:
– ბაქტერიები (Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis – DK სეროტიპები, მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum))
– ვირუსები (მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი)
– პროტოზოები (Trichomonas vaginalis).
გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციებისას ზიანდება ვულვა, საშო და საშვილოსნოს ყელი – ჩვეულებრივ ვითარდება სქესობრივი კავშირის ან ნორმალური გენიტალური ფლორის დისბალანსის შედეგად.
შიგნითა სასქესო ორგანოების ინფექციების დროს ზიანდება საშვილოსნო, ფალოპის მილები, საკვერცხეები – ხშირად ვითარდება, როგორც გარეთა სასქესო რგანოების გართულება.
ქვედა გენიტალური ინფექციები
ვულვას ინფექციები შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პარაზიტული და შეიძლება განვითარდეს იზოლირებულად ან ვაგინიტთან ერთად.
– ხშირი ინფექციები: ფოლიკულიტი, ფურუნკული, პიოდერმია;
– სპეციფიური ინფექციები: Trichomonas vaginalis, სოკოვანი ინფექციები, Treponema pallidum, მარტივი ჰეპრეს ვირუსი ტიპი 2, პაპილომავირუსი;
ბართოლინიტი (ბართოლინის ჯირკვლების ანთება, რომელიც მდებარეობს ვულვისა და საშოს შეერთების ადგილზე) შეიძლება გამოწვეული იყოს Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან ადგილობრივი სასქესო ფლორის დისბალანსით. ანთებითი პროცესით ჯირკვლის სადინრის ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსცესი აერობული და ანაერობული მიკროფლორით.
ვაგინიტი (საშოს ანთება. ყველაზე ხშირად აღწერილია როგორც ვულვო-ვაგინიტი) შეიძლება იყოს:
– სპეციფიური: გამომწვევებია – სოკოები, Trichomonas vaginalis, მკრთალი ტრეპონემა, პაპილომავირუსი;
– არასპეციფიური: ვითარდება ნორმალური ვაგინალური ფლორის დისბალანსის გამო;
– გამოწვეული უცხო სხეულებით (მაგ. კონტრაცეფციული ხელსაწყოები)
ოქროსფერი სტაფილოკოკი (St. Aureus) გვხვდება საშოში ჯანმრთელი ქალების 5-10%-ში; მან შეიძლება გამოიწვიოს ჩირქოვანი გამონადენი და ტოქსიური შოკი მენსტრუაციის დროს ჰიპერაბსორბენტული ტამპონების გამოყენებისას.
ვულვოვაგინიტი შესაძლოა გამოიწვიოს ასევე Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis ან Streptococcus pyogenes-მა.
ვაგინოზი (არაანთებითი სინდრომი) – ვითარდება ნორმალური ლაქტობაცილური ფლორის ანაერობული ბაქტერიებით (Bacteroides spp, Prevotella spp, Porphyromonas spp, Peptostreptococcus spp, Mobiluncus spp) ჩანაცვლების გამო და ასოცირდება Gardnerella vaginalis-თან. ეს ბაქტერიული სახეობები საშოს ნორმალური ფლორის ნაწილია, მაგრამ ვაგინოზის შემთხვევაში მათი რაოდენობა ნორმალურთან შედარებით 1000-ჯერ მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ძირითადად ვითარდება სექსუალურად აქტიურ პირებში, ის შესაძლოა განვითარდეს მოზარდებშიც.
ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება)
ურო-გენიტალური ნაცხის კვლევით ძირითადად განისაზღვრება ლაქტობაცილები (Lactobacillus spp.), ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), B ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სოკო კანდიდა (Candida spp.).
ტარდება შარდსადენის ნაცხის, პროსტატის სეკრეტისა და სპერმის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მამაკაცის სასქესო ტრაქტი ჩვეულებრივ სტერილურია, რასაც უზრუნველყოფს შარდისა და ეაკულატის მექანიკური ზემოქმედება და ასევე პროსტატის მიერ გამოყოფილი ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პოლიპეპტიდი. აღმავალი ინფექციის წყაროს, როგორც წესი, წარმოადგენს მამაკაცის შარდსადენი.
მამაკაცის სასქესო ტრაქტის ინფექციების კლასიფიკაცია
ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მამაკაცის გენიტალური ინფექციები იყოფა: ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი და ორქიტი.
ურეთრიტი (შარდსადენი მილის ანთება)
გონოკოკური ურეთრიტი – შემთხვევათა 70%-ზე მეტში აღინიშნება მწვავე მიმდინარეობა, გამოხატულია დიზურია და ხშირად ჩირქოვანი გამონადენი ურეთრიდან, ხოლო დაახლოებით 5-10%-ში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. არანამკურნალევი გონორეა გადაიზრდება ქრონიკულ ინფექციაში და შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
გონოკოკური ურეთრიტი ასევე შეიძლება გამოვლინდეს ორმაგი ინფექციის სახით (მაგ. გონოკოკი + C. trachomatis ან U. urealyticum). ასევე, ურეთრიტი შეიძლება განვითარდეს Cryptococcus neoformans-ით ინფიცირების შედეგად.
არაგონოკოკური ურეთრიტის ეტიოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია C. trachomatis (50%), Ureaplasma urealyticum, Mycoplasma hominis, Trichomonas vaginalis და მარიტივი ჰერპესის ვირუსი. ჩივილები ნაკლებინტენსიურია. გრამ-უარყოფითი მიკროფლორით განპირობებული ანთებითი პროცესები წარმოადგენს ურეთრის სტრიქტურების ან ფიმოზის განვითარების რისკფაქტორს.
პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება)
ბაქტერიული პროსტატიტი:
მწვავე: ყველაზე ხშირად იწვევს N. gonorrhoeae;
ქრონიკული: უფრო ხშირი გამომწვევებია – C. trachomatis, Enterobacteriaceae, ფსევდომონადები, ენტეროკოკები; იშვიათად იწვევს Staphylococcus saprophyticus, Trichomonas vaginalis.
არაბაქტერიული პროსტატიტის გამომწვევი იშვიათად შეიძლება იყოს Candida spp.
ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება)
ვლინდება, როგორც პროსტატიტის ან ურეთრიტის გართულების შედეგად განვითარებული აღმავალი ინფექცია. ანთებითი პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი ტრავმები განსაკუთრებით ბაქტერიურიის პირობებში.
არასპეციფიური ბაქტერიული ეპიდიდიმიტი: ყველაზე ხშირად გამოწვეული Enterobacteriaceae-ით, ფსევდომონადებითა და ზოგჯერ გრამ-დადებითი კოკებით;
სქესობრივი გზით გადამდები ეპიდიდიმიტი: გამოწვეული C. Trachomatis-ითა და N. Gonorrhoeae-ით;
ეპიდიდიმიტი სისტემურ დაავადებებში: იშვიათად გვხვდება ტუბერკულოზის, ბლასტომიკოზის დროს.
ორქიტს (სათესლე ჯირკვლის ანთება) იწვევენ:
– ვირუსები: Urlian virus და კოქსაკის ვირუსი, რომელიც აინფიცირებს სათესლე ჯირკვლებს ცალმხრივ ან ორმხრივ, ჰემატოგენურად;
– ბაქტერიები: ინფექცია ვითარდება ეპიდიდიმისის მიმდებარედ.
ანთებითი პროცესის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზმის მდგომარეობა, ინფექციური პროცესის მიმდინარეობის სიმძიმე და გამომწვევის ვირულენტობა.
გამოკვლევის შემდეგ ანტიბიოტიკოგრამა კეთდება საჭიროების მიხედვით.
ქალებში: საშოს ნაცხი, საშვილოსნოს ყელის ნაცხი.
მამაკაცებში: ურეთრის ნაცხი, პროსტატის სეკრეტი, სპერმა.
ნაცხში პათოგენური მიკროფლორის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება, რისთვისაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს. გამოკვლევების შედეგების, კლინიკური სურათის და სხვა ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით, სწორედ ექიმ-სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის დანიშვნაზე.
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretie-uretrala-cu-antibiograma-dupa-caz/
https://www.synevo.ro/shop/cultura-secretii-vaginale-cu-antibiograma-dupa-caz/
https://spravochnik.synevo.ua/ru/bacteriologia/id1771.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია