ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალიუმი K (შარდი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:POTASSIUM
SKU: 1211

Original price was: ₾15.00.Current price is: ₾13.50.

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

კალიუმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა თირკმლებით; K+-ის ექსკრეცია დამოკიდებულია მიღებული კალიუმის რაოდენობაზე. ნეფრონის დონეზე კალიუმი ექვემდებარება სამ ძირითად მექანიზმს: გლომერულური ფილტრაცია, სრული რეაბსორბცია პროქსიმალურ მილაკებში და სეკრეცია დისტალურ მილაკებში. კალიუმის ექსკრეცია დამოკიდებულია ექსკლუზიურად ფილტრაციის და სეკრეციის პროცესებზე.

მეტაბოლური ალკალოზი კალიუმის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა.

თირკმლებით კალიუმის დაკარგვა ხდება რამდენიმე შემთხვევაში:

  • მინერალოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა
  • თირკმლის მილაკოვანი დაზიანებები
  • მილაკოვანი სითხის Na+-ით გადატვირთვა
  • ალკალოზი

თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს კალიუმი არ იფილტრება გლომერულურად და არ გამოიყოფა მილაკებით საკმარისი რაოდენობით. ექსტრარენალური დიალიზი არის ყველაზე უსაფრთხო გზა კალიუმის დონის გამოსასწორებლად ყველა პაციენტში მძიმე ჰიპერკალიემიით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმლის და თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევების დროს წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოკვლევა;
  • ჰიპო- და ჰიპერკალიემიის დიფერენციალური დიაგნოზი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

შარდში კალიუმის კონცენტრაცია იზრდება:

  • თირკმლის ქრონიულ დაავადებებთან ასოცირებული K+-ის კარგვისას
  • შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენებისას
  • I და II ტიპის თირკმლის ტუბულარული აციდოზის დროს;
  • დიაბეტური ან ალკოჰოლური კეტოაციდოზის დროს;
  • პირველადი და მეორეული ჰიპერალდოსტერონიზმის დროს;
  • კუშინგის სინდრომის დროს;
  • ბარტერის სინდრომის დროს

შარდში კალიუმის კონცენტრაცია მცირდება:

  • K+-ის მიღების შემცირებისას;
  • კალიუმის ექსტრარენალური კარგვისას (კანზე არსებული ფისტულების დრენირებისას, საფაღარათო საშუალებების გამოყენების, დიარეის დროს)
  • K+-ის შემცირებული ექსკრეცია ასოცირებული ჰიპერკალიემიასთან (K + შარდში < 40 მმოლ/ლ)
  • ჰიპოალდოსტერონიზმის და ფსევდოჰიპოალდოსტერონიზმის დროს
  • ნეფროსკლეროზთან, პიელონეფრიტთან, გლომერულონეფრიტთან ასოცირებული ოლიგო-ანურიის დროს (შარდის გამოყოფის შემცირება)

საცნობარო მნიშვნელობები

K+-ის გაძლიერებულ გამოყოფას შარდთან ერთად იწვევს აგრეთვე:

  • კალიუმის დიდი რაოდენობით მიღება (საკვებით ან თერაპიული გზით)
  • უჯრედებში K+-ის შეღწევის შემცირება: ინსულინის დეფიციტის, β-ბლოკატორების მოხმარების დროს.
  • ქსოვილის დესტრუქცია
  • ჰემოლიზი
  • მეტაბოლური აციდოზი
  • ჰიპერტონული ხსნარების ინფუზია

პროდუქტის აღწერა

 

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

პაციენტის მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

სასურველია დილის პირველი შარდი.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/potasiu-urinar/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button