Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ცილა (შარდი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ცილა
SKU: 1956

Original price was: ₾17.00.Current price is: ₾15.30.

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ნორმის ფარგლებში შარდი ცილის უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს. ეს არის პლაზმის ცილები და სხვა პროტეინები,  რომლებიც გაიფილტრა გლომერულებით  და არ მოხდა მათი უკუშეწოვა პროქსიმალური ტუბულების (მილაკების) მეშვეობით.

შარდში ცილის რაოდენობის გაზრდა – თირკმლის დაავადებების მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ხშირად დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე ვითარდება. შარდში ცილის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს  სხვა ორგანოების დაავადებებიც. ასევე არსებობს ფიზიოლოგიური პროტეინურიაც (მაგ: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ფონზე).

 

როდის ტარდება კვლევა?

  • თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი
  • მონოკლონური გამოპათიების სკრინინგი

პაციენტის მომზადება: კვლევის ჩატარებამდე არ არის სასურველი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

საკვლევი მასალა: შარდი

რეფერენტული საზღვრები: < 150 მგ/ლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

შარდში ცილის კონცენტრაციის მომატება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული:

 

გარდამავალი პროტეინურია

  • შესაძლებელია შემთხვევით გამოვლინდეს კვლევის დროს, უსიმპტომო პაციენტბში
  • არ არის დაკავშირებული თირკმლის პროგრესირებად დაავადებებთან
  • ფუნქციური პროტეინურია ჰოსპიტალიზებულ შემთხვევათა 10%-ში გვხვდება, დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა: ცხელება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, სტრესი, სხეულის გადაციება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, გულყრა.

 

მუდმივი პროტეინურია

პერსისტიული პროტეინურიის მიზეზებია:

გლომერულური პროტეინურია – მაღალმოლეკულური წონის მქონე ცილების გამოყოფით, როგორიცაა: ალბუმინი, ტრანსფერინი, ალფა-1-ანტიტრიფსინი

იდიოპათიური

  • მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი
  • მემბრანული გლომერულონეფრიტი
  • ფოკალური და სეგმენტური გლომერულოსკლეროზი
  • ამილოიდოზი

მეორადი

  • ინფექციები ( სტრეპტოკოკური, ჰეპატიტი B, ბაქტერიული ენდოკარდიტი, მალარია, ინფექციური მონონუკლეოზი, პიელონეფრიტი)
  • სისხლძარღვოვანი დაავადებები (ქვედა ღრუვენის ან თირკმლის ვენის თრომბოზი, თირკმლის არტერიის სკლეროზი
  • ფოკალური და სეგმენტური გლომერულოსკლეროზი
  • აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი, გუდპასჩერის სინდრომი, ჰენოხ-შონლაინის პურპურა, წყლულოვანი კოლიტი)
  • ავთვისებიანი პროცესები
  • მედიკამენტები: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ოქროს მარილები, პენიცილამინი, კაპტოპრილი, ჰეროინი
  • მემკვიდრული და მეტაბოლური დარღვევები: თირკმლის პოლიკისტოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფაბრის დაავადება, ალპორტის სინდრომი

ტუბულური პროტრინურია – დაბალმოლეკულური წონის მქონე ცილების გამოყოფით შარდში: ალფა და ბეტა მიკროგლობულინები, თავისუფალი მსუბუქი ჯაჭვები, რეტინოლის ტრანსპორტული ცილები, ლიზოციმი.

შეძენილი პათოლოგიები

  • ინტერსტიციული ნეფრიტი
  • მწვავე მილაკოვანი ნეფრიტი
  • თირკმლის მილაკოვანი აციდოზი
  • მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტი
  • თირკმლის ტრანსპლანტატის მოცილება
  • სარკოიდოზი
  • მედიკამენტები (ფენაცეტინი, ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსპორინები, ანალგეტიკების მაღალი დოზები, ლითიუმის პრეპარატები, მეთიცილინი)
  • მძიმე მეტალები (ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი)

თანდაყოლილი პათოლოგიები

  • ფანკონის სინდრომი
  • ოკულო-ცერებრო-რენალური სინდრომი

გენეტიკური დაავადებები

  • ვილსონის დაავადება
  • ნამგლისებრ-უჯრედული ანემია
  • მედულურ-კისტური თირკმელი
  • ოქსალაზები
  • ცისტინოზი

პროტეინურია პლაზმაში ცილის რაოდენობის გაზრდით

  • მრავლობითი მიელომა
  • ვალდენსტრომის დაავადება
  • ავთვისებიანი ლიმფომა
  • მიოგლობინურია
  • ჰემოგლობინურია
  • მონოციტური ან მიელომონოციტური ლეიკემიები

 

ზომიერი პროტეინურიის ხშირი მიზეზები (< 1გ/დღეში)

  • კიმესტილ-ვილსონის სინდრომი
  • ზომიერი იდიოპათიური პროტეინურია
  • თირკმლის სკლეროზი
  • პოლიცისტური თირკმელი
  • მედულურ-ცისტური თირკმელი
  • საშარდე სისტემის ქრონიკული ობსტრუქცია
  • ქრონიკული ინტერსტიციური ნეფრიტი

 

შედეგების ინტერპრეტაცია

შარდში ცილის მაჩვენებელი მუდმივი არ არის, შესაბამისად, თირკმლის დაავადებების დროს, პაციენტის შარდის სხვადასხვა ნიმუშში ცილის კონცენტრაცია ხშირად განსხვავებულია.

 

 

შარდში ცილის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს თირკმლის გლომერულებში სისხლის ნაკადის და შესაბამისად ფილტრაციის ცვლილებაც, რაც ხშირად გლომრულების სტრუქტურული პათოლოგიების ან გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობითაა გამოწვეული.

პროტეინურია – შარდში ცილის კონცენტრაციის მომატება ყოველთვის თირკმლის პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული. “ ფუნქციური პროტეინურია” ახასიათებს: მწვავე ინფექციებს, სეფსისს, ტრავმებს, ლეიკემიას, ჰემატოლოგიური დაავადებებს, პრე-ეკლამფსიას, ჰიპერთირეოზს, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს, ინტოქსიკაციებს.

შარდგამომყოფი სისტემის მთელი რიგი დაავადებების დროს, შესაძლოა სარდში ცილის კონცენტრაციის მომატება არც აღინიშნებოდეს: პიელონეფრიტი, საშარდე სისტემის ობსტრუქციული დაავადებები, ნეფროლითიაზი, სიმსივნეები, თირკმლის თანდაყოლილი მალფორმაციები და არტერიების სტენოზი.

შარდის ნიმუშში  მენსტრუალური სისხლის, ან პროსტატის სეკრეტის მინარევისას, შესაძლებელია ცილის ცრუ მომატების დაფიქსირება.

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button