
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾75.00
არ არის მარაგში
შარდში გალაქტოზის განსაზღვრა გამოიყენება ორგანიზმში გალაქტოზის ცვლის დარღვევების შეფასებისას. კვლევა ინიშნება გალაქტოზემიის კვლევისას, თუმცა მისი დიაგნოსტიკისთვის მხოლოდ შარდში გალაქტოზის განსაზღვრა საკმარისი არ არის. საჭიროების შემთხვევაში ტარდება სისხლისა და გენეტიკური კვლევებიც.
კვლევა შეიძლება დაინიშნოს გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევაზე ეჭვისას, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში, შესაბამისი კლინიკური ნიშნების ან სკრინინგის საეჭვო შედეგების შემთხვევაში.
შარდში გალაქტოზის მომატებული მაჩვენებელი გალაქტოზემიის დიაგნოზს დამოუკიდებლად არ ადასტურებს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება დამატებითი კვლევები, მათ შორის სისხლში გალაქტოზა-1-ფოსფატის განსაზღვრა, GALT ფერმენტის აქტივობის შეფასება ან გენეტიკური ტესტირება. ახალშობილში გალაქტოზემიაზე ეჭვისას საუციელებლია სპეციალისტის კონსულტაცია.
გალაქტოზემიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდია – კვების რაციონდან გალაქტოზის შემცველი პროდუქტების გამორიცხვა, რაც გულისხმობს რძის და რძის პროდუქტების შეზღუდვას. ბავსვებში და მოზრდილებში ხშირად საჭირო ხდება კალციუმის და D ვიტამინის განსაზღვრა და დანამატის სახით მიწოდება – დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
