Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ქლამიდია ტრაქომატისი | ას IgG

ცნობილი როგორც:CHLAMIDIA TRACHOMATIS IGG
SKU: 2034

27.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ქლამიდია არის გრამუარყოფითი უჯრედშიდა ბაქტერია. გვარი Chlamydia აერთიანებს ოთხ სახეობას: C. trachomatis, C. pneumoniae, C. psitttaci და C. pecorum.

ბოლო კლასიფიკაციები ქლამიდიას ყოფს 4 ოჯახად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია  ოჯახი Chlamydiaceae, რომელიც მოიცავს ორ გვარს:

  • გვარი Chlamydia – ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია C. trachomatis;
  • გვარი Chlamydophila – C. pneumoniae, C. psittaci, C. pecorum, C. abortus და სხვ.

მათგან მნშვნელოვან, Chlamydia trachomatis-ს შეუძლია სხვადასხვა დაავადების გამოწვევა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – A, B და C – იწვევენ ტრაქომას – სერიოზულ დაავადებას, რომელიც აზიანებს თვალებს, იწვევს მძიმე კონიუნქტივიტს და ზრდის მხედველობის დაკარგვის რისკს. ტრაქომა არის შეძენილი სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მსოფლიოში. გადაცემა ხდება უშუალო და ინფიცირებულის თვალის ან ცხვირის სეკრეტთან კონტაქტით.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპი DK – იწვევს შარდსასქესო ტრაქტის ინფექციებს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციები ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი –  შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).

ინფექცია ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურად მიმდინარეობს, რაც აფერხებს სამედიცინო დახმარების მიღების პროცესს და ზრდის პარტნიორზე გადაცემის რისკს სქესობრივი აქტის დროს. ინფექციის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ვაგინალური გამონადენი, სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ, ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, რეაქტიული ართრიტი (რეიტერის სინდრომის ნაწილი, კონიუნქტივიტთან და ურეთრიტთან ერთად), მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, მენჯის ქრონიკული ტკივილი და საშვილოსნოსგარე ორსულობა.

Chlamydia trachomatis გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით. ქლამიდიური ინფექციით დაავადებული დედების ახალშობილებში შეიძლება განვითარდეს ახალშობილთა კონიუნქტივიტი, პნევმონია და სხვა.

Chlamydia trachomatis-ის სეროტიპები – L1-L3 – იწვევენ ვენერიულ ლიმფოგრანულომას – დაავადებას, რომელსაც ახასიათებს უმტკივნეულო გენიტალური წყლულები, რომლებიც სპონტანურად ხორცდებიან. რამდენიმე კვირის შემდეგ, საზარდულის ლიმფური კვანძები, რომლებიც შეიძლება დაჩირქდნენ, ზომაში იზრდებიან.

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

ის ძირითადად გვხვდება ტროპიკულ ქვეყნებში.

ქლამიდიურ ინფექციებს მკურნალობენ მაკროლიდების, ტეტრაციკლინებისა და ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებებით. არანამკურნალევმა ქლამიდიურმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სეროლოგიური, მოლეკულურ-ბიოლოგიური და სხვა კვლევის მეთოდები.

სეროლოგიური კვლევის დროს, განისაზღვრება შემდეგი სეროლოგიური მარკერები – IgA, IgM და IgG ანტისხეულები.

IgG ანტისხეულები. ინფექციიდან 2-3 კვირის შემდეგ სისხლში ვლინდება IgG ანტისხეულები, რომელიც სპეციფიურია Chlamydia trachomatis-თვის და ორგანიზმში მისი პერსისტენცია გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში, რაც მიუთითებს ამ პათოგენით ინფექციაზე. თუმცა, პაციენტის მართვის ტაქტიკის დასადგენად (მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, კლინიკური გამოვლინების ეტიოლოგიის დადგენა), IgG-ის განსაზღვრის შედეგები აუცილებლად უნდა შევადაროთ როგორც კლინიკურ გამოვლინებებს, ასევე ანამნეზს და მონაცემებს პათოგენის უშუალო გამოვლენისას პჯრ-ით (PCR) შესწავლილ ბიოლოგიურ მასალაში. პჯრ დიაგნოსტიკის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი გამოკვლევა. გარდა ამისა, არასწორია IgG ანტისხეულების დონის დინამიკის გამოყენება მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის. IgG-ის დინამიკა (ზრდა 4-ჯერ მეტად) შეიძლება გამოყენებულ იქნას ეტიოლოგიური დიაგნოზის დასადგენად, განსაკუთრებით ქლამიდიური ინფექციის ინვაზიური ფორმების შემთხვევაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ქლამიდია ტრაქომატისის საწინააღმდეგო IgG-ზე?

IgG ანტისხეულები განისაზღვრება:

  • სხვა მარკერებთან ერთად, Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ინფექციის დადასტურება ცერვიციტის, სალპინგიტის, ენდომეტრიტის (ქალებში), ეპიდიდიმიტის (მამაკაცებში), ურეთრიტის, პროქტიტის, რეიტერის სინდრომის, ართრიტის, კონიუნქტივიტის, ტრაქომის კლინიკის დროს;
  • უნაყოფობის ყველა შემთხვევაში (კაცები და ქალები);
  • ახალშობილებში და სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვებში კონიუნქტივიტით და პნევმონიით;
  • ინფექციის არსებობის შეფასება ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობის დროს ნაყოფის ინტრაუტერინული ინფექციის და მშობიარობისას ბავშვის ინფიცირების რისკების შესაფასებლად.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

ინფექციური პროცესის აქტივობის შესაფასებლად აუცილებელია მიკროორგანიზმის გამოვლენის პირდაპირი მეთოდის – პჯრ-ის (PCR) გამოყენება.

უარყოფითი შედეგი:

  • არ აღინიშნება ინფექცია;
  • პირველადი ინფექციის ადრეული ეტაპი.

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/chlamydia-trachomatis-anticorpi-ig-g/

https://www.synevo.bg/chlamydia-trachomatis/

https://spravochnik.synevo.ua/ru/urogenitalnie-infektcii/id1093.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button