ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾155.00
ადამიანის ეპიდიდიმური პროტეინი 4 (HE4) სინთეზდება საკვერცხის ეპითელურ უჯრედებში. ამიტომაც ის საკვერცხის ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეების სპეციფიკურ მარკერს წარმოადგენს და გამოიყენება დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის და ასევე დიაგნოსტირებული ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნის მონიტორინგისთვის. ტესტი განსაზღვრავს EH4-ის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
არსებობს ეპითელურუჯრედული სიმსივეების რამდენიმე ქვეტიპი, ესენია: სეროზული, ენდომეტრიული, ლორწოვანი და ნათელუჯრედოვანი. ყველაზე ხშირი სეროზული ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეები.
კვლევების თანახმად EH4-ის მომატება უფრო დამახასიათებელია, საკვერცხის სეროზული და ენდომეტრიული ეპითელურუჯრედოვანი სიმსივნეებისთვის, ნაკლებად – ნათელუჯრედოვანი სიმსივნეებისთვის. ხოლო, ლორწოვანი სიმსივნეების დროს თითქმის არ ფიქსირდება მისი კონცენტრაციის მატება.
ადამიანის ეპიდიდიმური პროტეინი 4 (HE4), CA-125 კარცინოემბრიონულ ანტიგენთან ერთად გამოიყენება საკვერცხის ეპითეური სიმსივნეების მონიტორინგისათვის. ამ ორი კვლევის კომბინაცია უკეთესი მონიტორინის შესაძლებლობას იძლევა.
HE4-ის გამოყენება სასკრინინგოდ ასიმპტომურ ქალებში უშედეგოა, რადგან ის არასპეციფიკური კვლევაა. HE4-ის მცირე რაოდენობა სინთეზდება სხვა უჯრედების მიერაც, ამიტომ მისი კონცენტრაციის ზომიერი მატება ზოგიერთი არასიმსივნური დაავადების დროსაც შესაძლებელია.
HE4 და CA125 საკვერცხის მალიგნიზაციის რისკის შეფასების ალგორითმის ნაწილია (ROMA-ინდექსი), რომელიც მცირე მენჯის მოცულობითი პროცესების დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის სანდო მარკერია.
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
HE4 კვლევა შესაძლოა ჩატარდეს იზოლირებულად, ან CA125-თან ერთად, ROMA-ინდექსის გამოთვლით.
ადამიანის ეპიდიდიმური პროტეინი HE4: პრემენოპაუზაში: < 70; პოსტმენოპაუზაში: < 140
საკვერცხის კარცინომული ანტიგენი CA125 < 35
თუ მკურნალობის დაწყებამდე, მარკერების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მომატებული იყო, მოწოდებულია დინამიკაში მაჩვენებლების კონტროლი, მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.
თუ მკურნალობის დაწყებამდე HE4-ის მაჩვენებელი ნორმაში იყო, დინამიკაში მისი კონტროლი არაინფორმატიულია.
მკურნალობამდე მომატებული მაჩვენებლების, მკურნალობის ფონზე დაქვეითება – დადებით დინამიკაზე მიუთითებს, ე.ი. მკურნალობას აქვს შედეგი.
თუ მკურნალობის შემდეგ, მომატებული HE4-ის კონცენტრაცია არ იცვლება, ეს მკურნალობის არაეფექტურობაზე მიუთითებს.
მცირე მენჯის მოცულობითი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, ROMA-ინდექსის მომატება, სავარაუდოდ ავთვისებიან პროცესზე მიუთითებს.
სხვადასხვა ლაბორატორიაში EH4, CA125, ROMA-ინდექსის კვლევები შესაძლოა სხვადასხვა მეთდით ტარდებოდეს, ამიტომ სხვადასხვა ლაბორატორიების მონაცემების შედარება, დინამიკაზე დაკვირვების მიზნით, არ არის რეკომენდებული. ყოველთვის ჯობს, ერთსა და იმავე ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების მონაცემები შევადაროთ დინამიკაში.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ტესტი არ საჭიროებს სპეციალურ წინასწარ მომზადებას
პასუხის დრო: 14 სამუშაო დღე
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია