
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾30.00 Original price was: ₾30.00.₾27.00Current price is: ₾27.00.
ლაბორატორიული მაჩვენებელია, რომელიც ასახავს სისხლის უნარს, შეკავშიროს რკინა. იგი ძირითადად დამოკიდებულია ტრანსფერინის რაოდენობაზე — ცილაზე, რომელიც რკინას სისხლში გადააქვს. კვლევა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ანემიის, ძირითადად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.
ტესტი შეიძლება დაინიშნოს რკინის სხვა ტესტებთან ერთად, როდესაც რუტინული სისხლის საერთო ანალიზის (CBC) შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანის ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლები დაბალი, ხოლო სისხლის წითელი უჯრედები უფრო მცირე ზომის და ფერმკრთალია ნორმასთან შედარებით (მიკროციტული და ჰიპოქრომული), რაც მიუთითებს რკინის დეფიციტზე.
ტესტი შეიძლება დაინიშნოს, როდესაც ადამიანს განუვითარდება ანემიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:
ტესტირება შეიძლება დაინიშნოს, როდესაც არსებობს ეჭვი რკინით გადატვირთვაზე. რკინით გადატვირთვის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში უარესდება. ისინი გამოწვეულია სისხლში და ქსოვილებში რკინის დაგროვებით. სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
TIBC იზრდება შემდეგ შემთხვევებში:
TIBC მცირდება შემდეგ შემთხვევებში:
მიღების შემდეგ რკინა შეიწოვება ნაწლავის ეპითელიუმში და დროებით ინახება ენტეროციტებში ფერიტინის სახით. ორგანიზმის საჭიროებისამებრ ის გამოიყოფა სისხლში, სადაც ტრანსპორტირდება ცილოვანი ტრანსფერინის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გამომუშავდება ღვიძლის მიერ და არეგულირებს სისხლში რკინის შეწოვის პროცესს. ტრანსფერინის თითოეულ მოლეკულას აქვს ფერიტინის შეკავშირების ორი უბანი. ჩვეულებრივ, ტრანსფერინის შემაკავშირებელი უბნების მხოლოდ მესამედია დაკავებული.
უჯერი (ლატენტური) რკინის შეკავშირების უნარი (UIBC) – განსაზღვრავს ტრანსფერინის სარეზერვო ტევადობას, ანუ ტრანსფერინის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული რკინით. რკინის საერთო შეკავშირების უნარი (TIBC) კი წარმოადგენს რკინის მთლიან რაოდენობას, რომელიც სისხლში შეიძლება დაკავშირებული იყოს ცილებთან. ვინაიდან ტრანსფერინი არის პირველადი რკინა-დამაკავშირებელი ცილა, TIBC ტესტი არის ტრანსფერინის ხელმისაწვდომობის არაპირდაპირი საზომი – ტრანსფერინის რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია რკინასთან დასაკავშირებლად.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
