
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00 Original price was: ₾50.00.₾45.00Current price is: ₾45.00.
სისხლში ფერიტინის კონცენტრაციის განსაზღვრა აფასებს ორგანიზმში რკინის მარაგს და ავლენს მის დეფიციტს მანამ. სანამ სისხლში ჰემოგლობინის დონე შემცირდება.
ფერიტინი – წყალში ხსნადი რკინის ჰიდროქსიდის კომპლექსი ცილა აპოფერიტინთან ერთად, გვხვდება ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის უჯრედებში, რეტიკულოციტებში და მცირე რაოდენობით სისხლის შრატში, სადაც ის ასრულებს რკინის ტრანსპორტირების ფუნქციას.
ფერიტინის კონცენტრაცია დამოკიდებულია რკინის მარაგზე, ამიტომ ეს მაჩვენებელი გამოიყენება რკინის დეფიციტის ან სიჭარბის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის და ანემიის დიფერენციალური დიაგნოზისთვის.
რკინადეფიციტურ ანემიაზე ეჭვისას
რკინის დეფიციტის გამოსავლენად, მათ შორის ანემიის გარეშე
ქრონიკული დაღლილობის, სისუსტისა და თმის ცვენის მიზეზის შეფასებისას
რკინის პრეპარატებით მკურნალობის ეფექტის მონიტორინგისთვის
რკინის ჭარბი დაგროვების გამოვლენისთვის
მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა დაფიქსირდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:
დაქვეითებული მაჩვენებლები ახასიათებს ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა:
შედეგების სწორად შესაფასებლად ფერიტინი ხშირად განიხილება სისხლის საერთო ანალიზთან, C-რეაქტიულ ცილასა (CRP) და ტრანსფერინის სატურაციასთან ერთად.
კვლევისთვის მომზადება:
ფერიტინის განსაზღვრისთვის უზმოდ ყოფნა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის.
სასურველია სისხლის აღება დილით.
თუ ფერიტინთან ერთად რკინის სხვა მაჩვენებლებიც (შრატის რკინა, TIBC, ტრანსფერინის სატურაცია) განისაზღვრება, შესაძლოა საჭირო იყოს 8–12-საათიანი შიმშილი.
რკინის შემცველი პრეპარატების ან საკვები დანამატების მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ლაბორატორიის ინფორმირება.
ექიმთან შეთანხმების გარეშე მკურნალობის შეწყვეტა არ არის რეკომენდებული
ტესტის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
