Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

საერთო ბილირუბინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Total bilirubin Laboratory research
SKU: 1048

13.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ბილირუბინი არის ნაღვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ის წარმოიქმნება მაკროფაგებში ჰემის ფრაქციის ფერმენტული კატაბოლიზმის შედეგად სხვადასხვა ჰემოპროტეინებისგან.

მოცირკულირე ბილირუბინის დაახლოებით 80% მიღებულია ასაკოვანი ერითროციტებიდან. როდესაც მოცირკულირე ერითროციტები მიაღწევენ თავიანთი ნორმალური ცხოვრების დასასრულს, დაახლოებით 120 დღის შემდეგ, ისინი ნადგურდებიან რეტიკულოენდოთელური უჯრედების მიერ, ამ დროს გამოყოფილი ჰემის დაჟანგვისას წარმოიქმნება ბილივერდინი, რომელიც თავის მხრივ მეტაბოლიზდება ბილირუბინად.

 

მოცირკულირე ბილირუბინის დარჩენილი 15-20% წარმოიქმნება სხვა წყაროებიდან: ძვლის ტვინის მომწიფებული ერითროციტების განადგურების ან ჰემის შემცველი სხვა ცილების – ღვიძლის ციტოქრომების, კუნთების მიოგლობინის, ფერმენტების მეტაბოლიზმის შედეგად.

 

ამგვარად წარმოქმნილი ბილირუბინი (არაკონიუგირებული) ცირკულირებს სისხლში და გადადის ღვიძლში, ხსნადი ბილირუბინ-ალბუმინის კომპლექსის სახით. ღვიძლში ის კონიუგირდება გლუკურონის მჟავასთან UDP-გლუკურონილ ტრანსფერაზების ზემოქმედებით. კონიუგირებული ბილირუბინი მოიცავს ბილირუბინ-მონოგლუკურონიდს, რომელიც ჭარბობს ღვიძლში და ბილირუბინ-დიგლუკურონიდს, რომელიც ჭარბობს ნაღვლის სითხეში. კონიუგირებული ბილირუბინი ტრანსპორტირდება ნაღვლის სადინრებში, საიდანაც იგი ნაღველთან ერთად გამოიყოფა, გადადის ნაწლავში და გარდაიქმნება ურობილინოგენად და სტერკობილინოგენად. სტერკობილინოგენი და ურობილინოგენის მცირე ნაწილი განავლით გამოიყოფა;

 

შრატში ბილირუბინის დონე იზრდება, როდესაც ბილირუბინის წარმოება აღემატება მის მეტაბოლიზმსა და ექსკრეციას. კლინიკურად ჰიპერბილირუბინემია ვლინდება სიყვითლის სახით – კანისა და სკლერის ყვითელი პიგმენტაციით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ბილირუბინემიის ხარისხის იდენტიფიცირება და შეფასება;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • ჰეპატოცელულური სიყვითლე. სხვადასხვა სახის სიყვითლის დიფერენციალური დიაგნოზი (ბილირუბინის ფრაქციების მიხედვით);
  • ექსტრაჰეპატური ბილიარული ობსტრუქცია;
  • ვირუსული ჰეპატიტი;
  • ალკოჰოლური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის სტეატოზი;
  • მკურნალობისა და მისი შედეგების მონიტორინგი.

ისეთი ჩივილებისას, როგორიცაა:

  • სიყვითლე – კანის, ხილული ლორწოვანი გარსების, თვალის სკლერების გაყვითლება;
  • ტკივილი/დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
  • ჩივილები, დაკავშირებული საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტესტირება მთლიან ბილირუბინზე, პირდაპირ ბილირუბინთან, ღვიძლის ფერმენტებთან, ალბუმინთან, საერთო ცილასთან, საერთო ქოლესტეროლთან, სისხლის საერთო ანალიზთან, პროთრომბინის დროსთან და სხვა ინდიკატორებთან ერთად.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საერთო ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:

  • ერითროციტების ჰემოლიზის ინტენსივობის ზრდა;
  • ყველა სახის სიყვითლე (დიფერენციალური დიაგნოზისთვის ტარდება ბილირუბინის ფრაქციების შესწავლა);
  • ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება;
  • ღვიძლის ფერმენტების დაბალი აქტივობა.

საერთო ბილირუბინის შემცირებული კონცენტრაცია:

  • არაჰემოლიზური ხასიათის ანემიები (თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ტუბერკულოზი, მწვავე ლეიკემია, პოსტჰემორაგიული ანემია);
  • დღენაკლულ ბავშვებში;
  • მოწევა;
  • მზის ან ულტრაიისფერი სხივების გავლენა სისხლის ნიმუშზე.

დამატებითი ინფორმაცია

ბილირუბინის მეტაბოლიზმის დარღვევები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად:

  • ბილირუბინის გაზრდილი პროდუქცია;
  • ღვიძლის მიერ ბილირუბინის შეწოვის შემცირება;
  • არაადეკვატური ღვიძლისმიერი კონიუგაცია;
  • კონიუგირებული პიგმენტის შემცირებული ექსკრეცია ღვიძლიდან და ნაღვლიდან.

ლაბორატორიაში იზომება ორი პიგმენტური ფრაქცია – კონიუგირებული წყალში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოადგენს კონიუგირებულ ბილირუბინს (მონო- და დიგლუკურონიდის სახით) და ცხიმში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოადგენს არაკონიუგირებულ ბილირუბინს.

ბილირუბინის მეტაბოლიზმის პირველი სამი დარღვევა ასოცირდება უპირატესად არაკონიუგირებულ ბილირუბინემიასთან, ხოლო მეოთხე კატეგორია დაკავშირებულია უპირატესად კონიუგირებულ ბილირუბინემიასთან და ბილირუბინურიასთან.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button