
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾75.00
კვლევა განსაზღვრავს სისხლში ცისტატინ C-ის კონცენტრაციას და გამოიყენება თირკმლის ფუნქციის, კერძოდ, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (GFR) შესაფასებლად. ცისტატინ C-ზე დაფუძნებული გლომერულური ფილტრაციის მაჩვენებლის გამოთვლა ზოგიერთ შემთხვევაში კრეატინინზე დაფუძნებულ შეფასებაზე უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა.
ცისტატინი C მცირე ზომის ცილაა, რომელიც ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედში მუდმივად წარმოიქმნება და სისხლში გამოიყოფა. ის თავისუფლად იფილტრება თირკმლის გორგლებში და შემდგომ თირკმლის მილაკებში თითქმის სრულად შეიწოვება და იშლება. სისხლში მისი კონცენტრაცია თირკმლის ფილტრაციულ ფუნქციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
თირკმლის ფუნქციის შეფასებისას
თირკმლის ქრონიკული დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით
კრეატინინის მაჩვენებლის სანდოობის ეჭვის შემთხვევაში
კუნთოვანი მასის მკვეთრად შემცირების ან მომატების დროს, როდესაც კრეატინინით GFR-ის შეფასება შესაძლოა არაზუსტი იყოს
თირკმლის დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის
გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური რისკების კომპლექსური შეფასებისას
მომატებული ცისტატინ C შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის დაქვეითებაზე და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირებაზე.
ნორმალური ცისტატინ C უმეტეს შემთხვევაში შეესაბამება შენარჩუნებულ ფილტრაციულ ფუნქციას, თუმცა თირკმლის დაავადებას სრულად არ გამორიცხავს.
კორტიკოსტეროიდები თრგუნავს ცისტატინის სინთეზს უჯრედებში, რაც ლაბორატორიული მაჩვენებლის არასათანადო ინტერპრეტაციის მიზეზი შეიძლება იყოს.
ცისტატინი С დაბალი მოლეკულური წონის მქონე ცილაა, რომელიც ცისტეინ-პროტეინაზების ინჰიბიტორების ჯგუფს განეკუთვნება და მონაწილეობს ცილების უჯრედშიდა კატაბოლიზმში.
ცისტატინის სინთეზი ხორციელდება ყველა ბირთვიან უჯრედში, მთელი ცხოვრების მანძილზე
მცირე მოლეკულური წონის და დადებითი ელექტრული მუხტის წყალობით, ცისტატინი C ადვილად იფილტრება თირკმლის გლომერულებით და უკუშეიწოვება პროქსიმალური მილაკებით. შესაბამისად, პროქსიმალური მილაკების ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ის არ არის წარმოდგენილი შარდში.
ამ მახასიათებლების მიხედვით, ცისტატინი C წარმოადგენს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ენდოგენურ მარკერს. კორელაცია უკუპროპორციულია: ცისტატინის გაზრდილი ოდენობა შარდში მიუთითებს გლომერულური ფილტრაციის დაბალ დონეზე.
კვლევების მიხედვით, ცისტატინ C უკეთესი მარკერია, თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად, ვიდრე კრეატინინი.
წინასწარი მომზადება – უზმოდ ყოფნა არ არის აუცილებელი
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
