ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსი Flaviviridae-ს ოჯახის ვირუსია, რომლის გავრცელების წყაროს იქსოდური ტკიპები წარმოადგენს. ვირუსი ადამიანის თავის ტვინის ანთებით დაავადებას – ენცეფალიტს იწვევს.
ვირუსის რეზერვუარია პატარა ზომის მღრღნელები და ტკიპები. ადამიანი საბოლოო მასპინძელია.
ვირუსის გადაცემა ხდება ტკიპის ნაკბენით, ტკიპის გამონაყოფების შთანთქმით ან ლაბორატორიაში.
დასნებოვნების რისკი უფრო მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ტკიპის აქტივობის პიკში – აპრილი-ნოემბრის პერიოდში. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა ტრანსპლაცენტური გადაცემისა დედიდან ანყოფზე.
დაავადება მიმდინარეობს ორ ფაზად: საწყისი სტადია ატიპური ზოგადი სიმპტომებით გრძელდება 2-4 დღე, შემდეგი 4-7 დღე რემისიაა, რასაც მოსდევს მეორე ფაზა ცენტრალური ნერვული სისტემის ანთების ნიშნებით (მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი), რაც 1-3 კვირა გრძელდება.
გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, ნარჩენი მოვლენების არსებობით.
სეროდიაგნოსტიკა ეფუძნება სისხლსა და ტავზურგტვინის სითხეში IgM ანტისხეულების აღმოჩენას. IgG ანტისხეულების არსებობა მიუთიტებს გადატანილ ინფექციაზე ან ვაქცინაციის შემდგომ მდგომარეობაზე.
ინფექციური პროცესის ლაბორატორიული დადასტურებისთვის, აუცილებელია ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებდეს, ესენია:
დაავადების პირველ ფაზაში სისხლის ანალიზით ვლინდება ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ასევე აღსანიშნავია ღვიძლის ფერმენტების ზომიერი მატების ტენდენტცია.
მეორე ფაზაში, ნევროლოგიური დაავადებების განვითარებასთან ერთად აღინიშნება ლეიკოციტების რიცხვის მატება სისხლსა და თავზურგტვინის სითხეში.
ვირუსის იზოლირება სისხლიდან შესაძლებელია დაავადების პირველ ფაზაში. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ემყარება სპეციფიკური IgM ანტისხეულების გამოვლენას სისხლსა და/ან თავზურგტვინის სითხეში, რაც პირველი ფაზის ბოლოს ან მეორე ფაზაშია შესაძლებელი.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები