
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾559.00 Original price was: ₾559.00.₾215.00Current price is: ₾215.00.
კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:
ნიმუშები იგაზავნება პარასკევს! ამისთვის, აუცილებელია ნიმუშის მოტანა ცენტრალურ ლაბორატორიაში პარასკევს 12:00-მდე!
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის კლინიკური გამოვლინებები უკავშირდება არტერიულ და ვენურ თრომბოზებს, სპონტანურ აბორტებს, გამონაყარს, ქრონიკულ თავის ტკივილს, დემენციას, გულყრებს და სხვა.
პროფილი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:
ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ერთ-ერთი ჯგუფია. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი სიმპტომების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები აღმოჩენილია ზოგიერთი ინფექციების და სიმსივნური დაავადებების დროსაც. ფოსფოლიპიდური სინდრომის დროს, ანტიკარდიოლიპინურ ანტისხეულებთან ხშირად ასოცირებულია B2-გლიკოპროტეინ-1 აუტოანტისხეულები. ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები IgM, IgG და IgA კლასებითაა წარმოდგენილი. IgG ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
მგლურას ანტიკოაგულანტები ძირითადად M და G კლასის აუტოანტისხეულებია, რომლებიც უკავშირდება უარყოფითად დამუხტულ ფოსფოლიპიდის შემბოჭველ ცილებს, პროთრომბინს და ბეტა2-გლიკოპროტეინ 1-ს. მგლურას ანტიკოაგულანტი ახანგრძლივებს კოაგულაციის დროს და საბოლოოდ მიწვევს თრომბის ფორმირებას.
ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულები ასევე ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებს განეკუთვნება, რომლებიც შეცდომით მიმართულია საკუთარი უჯრედების (მათ შორის თრომბოციტების) მემბრანის ლიპიდ-ცილოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ. ეს კვლევა დანარჩენ ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებტან (ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები და მგლურას ანტიკოაგულანტის ანტისხეულები), ტარდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირებისათვის.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
პირველადი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევისას
სისტემურ წითელ მგლურასტან და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიების თრომბოზული გართულებებისას
ნევროლოგიური პათოლოგიების დროს
ორსულობასთან ასოცირებული თრომბოზების და თვითნებითი აბორტების დროს
აუხსნელი თრომბოციტოპენიის დროს
კვლევის დადებითი შედეგი – შესაძლოა მიუთითებდეს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობაზე, თუმცა დიაგნოზისთვის აუცილებელია შესაბამისი კლინიკური ნიშნების არსებობა
(მაგ., თრომბოზი ან ორსულობის გართულებები) და ანტისხეულების განმეორებით დადასტურება მინიმუმ 12 კვირის ინტერვალით, რადგან დროებითი დადებითი პასუხი შეიძლება ინფექციების ან სხვა მდგომარეობების დროსაც აღინიშნოს.
მაღალი რისკის პროფილი – ლუპუს ანტიკოაგულანტის არსებობა, ან სამივე მარკერის (LA, aCL და anti-β2GPI) ერთდროული დადებითობა („triple positivity“) ასოცირდება თრომბოზისა და ორსულობის გართულებების ყველაზე მაღალ რისკთან.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
