Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოაგულაციის ფაქტორი XII

ცნობილი როგორც:ჰაგემანის ფაქტორი
SKU: 1400

165.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

კოაგულაციის ფაქტორი XII ანუ ჰაგემანის ფაქტორი ღვიძლში სინtეზირებული გლიკოპროტეინია, რომელიც პრეკალიკრეინთან და მაღალი მოლეკულური წონის კინინოგენთან ერთად ქმნის კონტაქტ-აქტივაციურ სისტემას. ეს ფაქტორები აუცილებელია ინ-ვიტრო თრომბის წარმოქმნისთვის, გააქტიურებული ნაწილობრივი  თრომბოპლასტინის დროის (APTT) განსაზღვრისას. სატესტო სინჯარაში (ინ-ვიტრო) ფაქტორი XII აქტივაცია ხდება უარყოფითად დამუხტულ ზედაპირებთან კონტაქტისას.

ამ ფაქტორის დეფიციტისას ჰემორაგიული გამოვლინებები არ აღინიშნება, რადგანაც, ფიზიოლოგიური კოაგულაცია ხდება ალტერნატიული გზით, კონტაქტ-აქტივაციური სისტემის გვერდის ავლით.

FXII დეფიციტი გენეტიკური დარღვევაა აუტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრებით. ჰეტეროზიგოტური (ჯანმრთელი და მუტირებული გენის ერთდროული არსებობა) მდგომარეობა უფრო ხშირია და გვხვდება  მოსახლეობის 1,5-3%-ში.  ფაქტორი FXII-ის დეფიციტი APTT გახანგრძლივების ყველაზე ხშირი მიზეზია, პაციენტებში, ჰემორაგიული სინდრომის ანამნეზის გარეშე, ასევე მგლურას ანტიკოაგულანტის ნეგატიური მაჩვენებლით.

ჰომოზიგოტურ (ორივე მუტირებული გენის არსებობა) ინდივიდებში ფაქტორი xii-ის აქტივობა <1%-ია და შესაძლოა ასოცირებული იყოს APTT გახანგრძლივებასთან  >100 წამზე მეტად.

კონკრეტულ კლინიკურ პირობებში შესაძლოა გამოვლინდეს ფაქტორი XII ცვლილებები (როგორც ზრდა, ისე შემცირება), როგორებიცაა: სეპტიცემია, კორონარული არტერიის დაავადებები, ფარმაკოლოგიური თრომბოლიზისი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ორსულობა, რძემჟავა აციდოზი, დიალიზი, ანგიონევროზული შეშუპება.

ფაქტორი XII  განსაზღვრა  რეკომენდებულია APTT გახანგრძლივების მიზეზების დასადგენად მაშინაც, როდესაც ის არ არის სისხლდენასტან დაკავშირებული.

 

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები

50-150%

ორსულობის  1-15 კვირა: 50-150 %

ორსულობის  16-40 კვირა: 50-170%

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/factorul-xii/

ლაბორატორიები
Call Now Button