Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კოაგულაციის ფაქტორი XIII

ცნობილი როგორც:ფიბრინის სტაბილიზაციის ფაქტორი
SKU: 151

132.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

 

 

კოაგულაციის ფაქტორი XIII ანუ ფიბრინის სტაბილიზაციის ფაქტორი ტეტრამერული მოლეკულაა, რომელიც სინთეზდება ჰეპატოციტებსა და მეგაკარიოციტებში. ის აქტივირდება თრომბინით, კალციუმის იონების არსებობის პირობებში (XIIIa – აქტივირებული ფაქტორი XIII).

ფუნქციური თვალსაზრისით ფაქტორი FXIIIa არის ტრანსგულატმინაზა, რომელიც წარმოქმნის ჯვარედინ კავშირებს ფიბრინის მონომერებს შორის.  ეს ზრდის წარმოქმნილი  თრომბის სტაბილურობას ფიბრინოლიზური აქტივობის მიმართ. ასევე, ფაქტორი XIIIa ხელს უწყობს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და სისხლძარღვის დაზიანებული ენდოთელიუმის აღდგენით პროცესებს. ის აუცილებელია ორსულობის შენარჩუნებისთვის.

ფაქტორი XIII-ის გენეტიკური დეფიციტი აუტოსომურ რეცესიული გზით გადაეცემა და საკმაოდ იშვიათია პოპულაციაში. მე-13 ფაქტორის დეფიციტზე ეჭვი მიგვაქვს მაშინ, როდესაც აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (APTT) და თრომბინის დროის  ნორმალური მაჩვენებლების ფონზე ადგილი აქვს გამოხატულ სისხლდენებს.

ჰეტეროგენურ  (პათოლოგიური გენის მხოლოდ 1 ასლის არსებობისას) ინდივიდებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. ჰომოზიგოტურებში (პათოლოგიური გენის 2 ასლის არსებობისს) ყოველთვის ვლინდება სისხლდენის კლინიკური სურათი:

  • სისხლჩაქცევები ჭიპის დონეზე
  • ექკიმოზები და ჰემორაგიები კანსა და ლორწოვან გარსებში
  • ქალასშიდა სისხლჩაქცევა მცირე ტრავმის შედეგადაც კი

სისხლდენა ან სისხლჩაქცევა, როგორც წესი  ტრავმიდან ცოტა მოგვიანებით, 12-36 საათში ვითარდება. ოპერაციისშემდგომი წრილობები როგორც წესი რთულდება სისხლდენებით, ჭრილობის შეხორცების პროცესები ხანგრძლივდება, წარმოიქმნება პათოლოგიური ნაწიბურები. ასეთ პაციენტებში აღწერილია სპონტანური ლეტალური ინტრაცერებრული სისხლჩაქცევებიც.

ჰომოზიგოტურ ინდივიდებში ასევე ხშირია სპონტანური აბორტები ქალებში და უნაყოფობა მამაკაცებში.

ჰემორაგიული პროცესების მკურნალობა მოიცავს FXIII და კრიოპრეციპიტატის კონტროლს. ფაქტორი 13-ის დიდი ნახევარსიცოცხლის პერიოდის წყალობით, პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება 2-6 კვირაში შესაძლებელია.

ფაქტორი 13-ის შეძენილი დეფიციტი შესაძლოა განვიტარდეს შემდეგ შემთხვევებში: მრავლობითი მიელომა, ტყვიით ქრონიკული მოწამვლა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ვასკულიტი, დამწვრობა, ჰენოხის პურპურა (აუტოიმუნური დაავადება), მწვავე ლეიკემია, ჭეშმარიტი პოლიციტემია (სისხლმბადი სისტემის სიმსივნე, რომლის დროსაც ერითროციტები ჭარბად წარმოიქმნება), რადიოთერაპია, ღვიძლის დაავადებები, ნაწლავის ანთებითი დაავადება, თირკმლის დაავადებები, ნეოპლაზმები. ფაქტორი 13-ის მიმართ აუტოანტისხეულების წარმოქმნას სესაძლოა ადგილი ქონდს ისეთი მედიკამენტების მირებისას, როგორებიცაა: ოზონიაზიდი, პენიცილინი, ფენიტოინი.

 

წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი.

რეფერენტული ნორმები:  70-130%

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.synevo.ro/shop/factor-xiii/

ლაბორატორიები
Call Now Button