ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾142.00
ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი I (IGF-I) არის პოლიპეპტიდური ჰორმონი, პროინსულინისა და ინსულინის მსგავსი სტრუქტურითა და ინსულინის მაგვარი ეფექტებით; ზრდის ჰორმონის (hGH) გავლენით იგი სინთეზირდება უპირატესად ღვიძლში, ასევე სხვა ქსოვილებში. IGF-I თამაშობს მედიატორის როლს ზრდის ჰორმონის მეტაბოლურ და მიტოგენურ მოქმედებებში, ამიტომ მას სომატომედინსაც უწოდებენ.
IGF-I პლაზმური კონცენტრაცია პირდაპირ დამოკიდებულია hGH სეკრეციაზე და მნიშვნელოვანი პარამეტრია ზრდის ჰორმონთან დაკავშირებული დარღვევების კლინიკურ შეფასებაში.
IGF-I არის კარგი სკრინინგის ტესტი ბავშვებში ზრდის დარღვევების შესაფასებლად. ის უფრო მგრძნობიარე და სპეციფიურია, ვიდრე hGH-ის განსაზღვრა, რადგან ის არ აჩვენებს მნიშვნელოვან ცვალებადობას დღის განმავლობაში.
შრატის IGF-I დონე დაბალია, როგორც პირველადი hGH დეფიციტის დროს, ასევე ზრდის ჰორმონის მოქმედების მიმართ ნაწილობრივი ან სრული პერიფერიული რეზისტენტობის სინდრომების შემთხვევაშიც. ლარონის ჯუჯობა, რომელიც ემყარება hGH რეცეპტორის თვისობრივ და რაოდენობრივ დეფექტს, ხასიათდება ზრდის ჰორმონის მოქმედების მიმართ ტოტალური რეზისტენტობით. ეს კლინიკური მდგომარეობა ასოცირდება ზრდის ჰორმონის ბაზალური დონის მომატებასთან, მაგრამ IGF-I-ის ძალიან დაბალი კონცენტრაციით.
ტესტის გამოყენება ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონით მკურნალობის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ეფექტურობის მონიტორინგისთვის.
IGF-I დონე მომატებულია აკრომეგალიის დროს და ტესტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დიაგნოსტიკური მიზნებისათვის, ასევე მკურნალობის მონიტორინგისთვის.
hGH სეკრეციის ინტეგრირებული შეფასების მარკერი
ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.
ვენური სისხლი
სომატომედინ C-ს დონის მომატება:
სომატომედინ C-ს დონის კლება:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |