ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾145.00
ხსნადი ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის რეგულაციაში. აღნიშნული რეცეპტორი განლაგებულია T ლიმფოციტის ზედაპირზე. რეცეპტორთან ინტერლეიკინ 2-ის დაკავშირება ააქტივებს ლიმფოციტის უჯრედშიდა სასიგნალო პროცესებს და უზრუნველყოფს ლიმფოციტების პროლიფერაციას (გამრავლებას). ამგვარად წარმოიქმნება T ჰელპერები, T სუპრესორები და ციტოტოქსიური T უჯრედები, რომლებიც მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში.
ინტერლეიკინ 2-ის რეცეპტორი მემბრანული ცილაა, რომელი სამი α, β, γ სუბერთეულისგან შედგება. α -სუბერთეული ხსნადი ფორმაა. უჯრედის ზედაპირზე რეცეპტორის (ცილის) სინთეზის გაძლიერების პარალელურად იზრდება მისი კონცენტრაცია სისხლშიც.
ამგვარად, ინტერლეიკინ 2-ის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის ზრდა სისხლში, პირდაპირ კორელაციაშია T და B ლიმფოციტების აქტივობის მომატებასთან.
ინტერლეიკინ 2-ის ხსნადი რეცეპტორის კონცენტრაციის მატება სისხლში აღინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
პაციენტის მომზადება: კვლევის ჩატარება შესაძლებელია უზმოდ, ან კვების შემდეგ.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმა: < 710 ერთეული/მლ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |