Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ოსტეოკალცინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ოსტეოკალცინი
SKU: 1458

170.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ოსტეოკალცინი არაკოლაგენური, 49 ამინომჟავისგან შედგენილი პოლიპეპტიდური ძვლოვანი ცილაა,  5800 კილოდალტონი მოლეკულური მასით. ოსტეობლასტები წარმოქმნის ოსტეოკალცინს და რთავს ძვლის მატრიქსში.

ოსტეოკალცინი შრატში გამოიყოფა ძვლის რეზორბციის  დროს და ამგვარად გამოიყენება ძვლოვანი ცვლის  შესაფასებლად ანტირეზორბციული მკურნალობისას (ბისფოსფონატებით და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპისას) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, სიმსივნეების ძვლოვანი მეტასტაზები, პეჯეტის დაავადება და აღენიშნებათ შრატის ოსტეოკალცინის დონის მატება და ჰიპერკალცემია. შრატის ოსტეოკალცინის  დონე ასევე იმატებს ჰიპერპარათირეოზის, თირეოტოქსიკოზის, თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის, მოტეხილობების, აკრომეგალიის დროს.

ოსტეოკალცინის განსაზღვრა არაეფექტურია ოსტეოპოროზის დიაგნოსტირებისას.

ოსტეოკალცინი ადამიანის ძვლოვანი  ცილების დაახლოებით 1%-ს  შეადგენს. მისი პროდუქცია დამოკიდებულია ვიტამინ K-ზე და სტიმულირდება 1,25 დიჰიდროქსი ვიტამინ D-ს ზემოქმედებით.

ოსტეოკალცინი ოსტეობლასტების (ძვლოვანი უჯრედების) მიერ სინთეზდება და ოსტეობლასტური აქტივობის  მარკერს წარმოადგენს.

შრატში ოსტეოკალცინის აქტივობის დაქვეითება აღინიშნება ჰიპოპარათირეოიდიზმის, ჰიპოთირეოზის, ზრდის ჰორმონის დეფიციტის და სხვა პათოლოგიების  დროს.

იმუნოქიმიური და ქრომატოგრაფიული კვლევებით გამოვლინდა ოსტეოკალცინის მაჩვენებლების არაერტგვაროვნება, როგორც ჯანმრთელ ადამიანებში, ისე პაციენტებში ოსტეოპოროზით, თირკმლის უკმარისობით და პეჯეტის დაავადებით.

 

 

ინტერპრეტაცია

შრატში ოსტეოკალცინის დონის მატება ძვლის გაძლიერებულ ცვლაზე მიუთიტებს.

პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან რეზორბციულ თერაპიაზე (ბისფოსფონატებით ან ჩანაცვლებითი ჰორომონოთერაპიით), მკურნალობის დაწყებიდან 3-6 თვეში შრატის ოსტეოკალცინის დონის 20%-ით შემცირება, მკურნალობის დადებით დინამიკაზე მიუთითებს.

 

კვლევის მეთოდი: ელექტროქემილუმინესცენტური იმუნოანალიზი

საკვლევი მასალა: შრატი

წინასწარი მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევის ჩატარებამდე 12 საათის განმავლობაში უნდა შეწყდეს მინერალების, ვიტამინებისა და კვებითი დანამატების მიღება.

 

 

ნორმის მაჩვენებლები

<18 წლამდე: კვლევა არ ტარდება

>18 წლის შემდეგ:  10,4 – 45,6

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button