ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾230.00
იოდი ბუნებაში მრავალი სახით მოიპოვებანატრიუმის და კალიუმის არაორგანული მარილების სახით, არაორგანული ორატომიანი იოდის მოლეკულის და ორგანული ერთატომიანი იოდის სახით.
მოლეკულური იოდი (I 2 ) შეიწოვება ნაწლავიდან, აქტიური დიფუზიის გზით, ხოლო იოდის მარილების შეწოვა ხდება კუჭის ლორწოვან გარსში განლაგებული ტრანსპორტერი ცილის (symporter) საშუალებით.
იოდი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირების და ბავშვებში ნერვული სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, იოდის დეფიციტი წარმოადგენს გავრცელებული ენდოკრინული დაავადებების – ჩიყვისა და პირველადი ჰიპოთირეოზის, ისევე როგორც მენტალური განვითარების შეფერხების უხშირეს მიზეზს.
იოდი უშუალოდ მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფორმირებაში. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ბაზალურ მემბრანაში მდებარეობს ტრანსპორტერი ცილა (symporter), რომელიც უზრუნველყოფს Na + /I ტრანსპორტირებას და კონტროლდება თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მიერ.
ტრანსპორტერი ცილა უზრუნველყოფს ფოლიკულის უჯრედებში იოდის კონცენტრაციის მომატებას, ვიდრე მისი დონე შრატის იოდის დონესთან შედარებით 20-40-ჯერ მაღალი არ გახდება. ამის შემდეგ ერთატომიანი იოდი იჟანდება I 2-მდე თიროიდპეროქსიდაზას (TPO) მონაწილეობით და მონაწილეობს თირეოგლობულინის მოლეკულის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის საბოლოო ჰორმონებს წარმოადგენს T4 თიროქსინი და T3 ტრიიოდთირონინი. T4-ის მოლეკულური წონის 65% , ხოლო T3-ის 59% შეადგენს იოდი.
ნორმის პირობებში მიღებული იოდის 30% აკუმულირებულია ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილსა და ჰორმონებში, ხოლო დანარჩენი 70% გადანაწილებულია სარძევე ჯირკვლებში, კუჭის ლორწოვანში, თვალის ქსოვილში, სანერწყვე ჯირკვლებში. ამ ქსოვილების უჯრედებში იოდი Na + / I symport ტიპის ტრანსპორტერი ცილით შედის.
იოდის რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებისთვის 150-290ნგ შეადგენს. ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების წარმოსაქმნელად 70ნგ დღეში საკმარისია, თუმცა, იოდის ასეთი მაღალი დოზა საკვებ რაციონში აუცილებელია კუჭის ლორწოვანის, სანერწყვე ჯირკვლების, პირის ღრუს ლორწოვანის, კანის, თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) და თავის ტვინის ქოროიდული წნულის (ქსოვილი ტვინის პარკუჭებში, სადაც გამომუშავდება თავ-ზურგტვინის სითხე) გამართული ფუნქციონირებისათვის.
იოდის დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც მიღებული იოდის დღიური ოდენობა 20ნგ-ზე ნაკლებია. ამას მოსდევს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მოცულობის ზრდა ანუ ჩიყვის ჩამოყალიბება, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს, ჯირკვლის მიერ ჰორმონის წარმოქმნის დონის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, კლინიკურად ხშირად ვლინდება ჰიპოთირეოზი რაც შესაძლოა ქალებში – ანოვულაციის, უნაყოფობის, ორსულობის ჰიპერტენზიის, სპონტანური აბორტების და მკვდრადშობადობის მიზეზი გახდეს.
იოდის დეფიციტი, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დეფიციტს, სიყრუეს, ტვინისა და სხვა ორგანოების თანდაყოლილ ანომალიებს, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს და სხვა არაერთ პათოლოგიას იწვევს.
შრატის იოდის განსაზღვრა აუცილებელია არამარტო დეფიციტის გამოვლენის მიზნით, არამედ სიჭარბისაც, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად ამიოდარონის ხანგრძლივმა მიღებამ.
იოდის ქრონიკული ტოქსიკური ეფექტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ იოდის დღიური დოზა აჭარბებს 1.10 ნანოგრამს. თუმცა, იოდის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა ჯირკვლის ფუნქციონირება დათრგუნოს. იოდის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტალის გემო პირის ღრუში, ჭარბი ნერწყვდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების ნიშნები, კანის აკნესმაგვარი დაზიანებები და სხვა.
პაციენტის მომზადება: კვლევისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები: 46-70 ნგ/ლ
შრატში იოდის დონის მკვეთრი მატება აღინიშნება იოდის პრეპარატებით პაციენტის დატვირთვის დროს. ასევე იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანისას, ან გამოყოფის პროცესის შეფერხებისას.
გადოლინიუმის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის დროს, მეტალების და სხვა მიკროელემენტების კვლევა შრატში უნდა დაყოვნდეს მინიმუმ 48 საათით, რადგან გადოლინიუმი გავლენას ახდენს მაჩვენებელზე.
შრატის იოდის განსასაზღვრად სისხლის ნიმუშის აღებისას აკრძალულია იოდის შემცველი დეზინფექტანტების (მაგ: ბეტადინის) გამოყენება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია