Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას მიმართ (Anti TPO)

ცნობილი როგორც:Anti TPO
SKU: 1001

Original price was: ₾37.00.Current price is: ₾33.30.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა (TPO) არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – ტრიიოდოთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სინთეზში.

ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა (TPO) გლიკოზილირებული ტრანსმემბრანული ცილაა, რომელიც ლოკალიზებულია ფოლიკულური უჯრედების აპიკალურ (ზედა) ნაწილში და ექსპრესირდება მხოლოდ თირეოციტებში.

იგი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიგენს, რომელსაც ასევე მიეკუთვნება თირეოგლობულინი (კოლოიდის ძირითადი კომპონენტი) და TSH რეცეპტორი (მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ბაზალურ მემბრანაზე).

ფარისებრი ჯირკვალი არის სამიზნე ორგანო მრავალი აუტოიმუნური დაავადებისას, მაგალითად: გრეივსის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თირეოტოქსიკოზით, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რაც ასევე იწვევს ჰიპოთირეოიდიზმს. ამ დაავადებების დამახასიათებელი თვისებაა ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას მიმართ იმუნური ტოლერანტობის დაკარგვა და ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზასადმი (TPO) ანტისხეულების წარმოქმნა, რაც ამ დაავადებების სპეციფიური ნიშანია.

თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-TPO) დონის განსაზღვრა ყველაზე მგრძნობიარე ტესტია აუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოსავლენად. ანტი-TPO-ს გაზრდილი დონე გვხვდება აუტოიმუნური თირეოიდიტის (მაგ: ქრონიკული ჰაშიმოტოს თირეოიდიტი) მქონე პაციენტთა 90–95% -ში და გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 80% -ში,

ამ სადიაგნოსტიკო ტესტის მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს სხვა ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების ერთდროული განსაზღვრისას (თირეოგლობულინი, ანტი-TSH რეცეპტორული ანტისხეულები (TRAb). ამ ანტისხეულების დონე არ არის დაკავშირებული დაავადების სიმძიმესთან. ანტისხეულების საწყისი გაზრდილი ტიტრი შეიძლება იყოს უარყოფითი ავადმყოფობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ან რემისიის დროს. თუ ანტისხეულები რემისიის შემდეგ კვლავ იჩენენ თავს, ეს მიუთითებს დაავადების სავარაუდო რეციდივზე.

სუბკლინიკურად მიმდინარე ჰიპოთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში, ანტი-TPO-ს გამოვლენისას, გამოხატული ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი უფრო მაღალია.

ორსულობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულების (ანტი-TPO) დონის დადგენამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის გაზრდილი რისკის გამოვლენას, რომელიც მშობიარობის შემდეგ ქალების 5-10%-ში ვითარდება და მიმდინარეობს დესტრუქციული თირეოტოქსიკოზის და ტრანზიტორული ჰიპოთირეოზის ფაზების მონაცვლეობით. ანტი-TPO-ს გაზრდილი მაჩვენებლების მქონე ორსულებში ეს რისკი დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

ამიოდარონის, ინტერფერონის, ლითიუმის პრეპარატების მიღებამდე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების რისკის შესაფასებლად მიზანშეწონილია ანტი-TPO-ს და Anti TG დონის განსაზღვრა.

ანტი-TPO და ანტი-TG არარსებობა არ გამორიცხავს აუტოიმუნური თირეოიდიტის არსებობას ძირითადად 20 წლამდე ასაკის პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

  • ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოზი და გამოვლენა;
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრის სკრინინგი, ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის და მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის განვითარების რისკის იდენტიფიცირება;
  • ახალშობილთა ჰიპოთირეოზის განვითარების რისკ-ფაქტორების დადგენა;
  • ორსულობის შეწყვეტის რისკ-ფაქტორების დადგენა;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის რისკის შეფასება პაციენტებში ამიოდარონის, ინტერფერონის და ლითიუმის პრეპარატების დანიშვნამდე.

ანტი-TPO ანტისხეულები ასევე შეიძლება პოზიტიური იყოს იმ პირთა 3% -ში, რომელთაც არ აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების აშკარა სიმპტომები (განსაკუთრებით ხანდაზმული ქალები).

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-TPO) დონე იზრდება:

  • აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი);
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება);
  • კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი;
  • ქვემწვავე თირეოიდიტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის მშობიარობის შემდგომი დისფუნქცია.
  • არათირეოიდული აუტოიმუნური დაავადებები (შეგრენის სინდრომი, წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი).

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/peroxidasa-shitovidka-antitela.html 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button