
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00
კვლევა გამოიყენება Graves-ის დაავადებისა და სხვა აუტოიმუნური თირეოიდული პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის. დადებითი შედეგი მიუთითებს იმუნური სისტემის მიერ TSH რეცეპტორის აქტივაციაზე ან ბლოკირებაზე, რაც იწვევს ჰიპერთირეოზს ან ჰიპოთირეოზს
ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორებიწარმოადგენს თიროციტების მემბრანულ სტრუქტურებს. სწორედ მათ უკავშირდება ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული თირეოტროპული ჰორმონი (TSH). აღნიშნული რეცეპტორები უზრუნველყოფს TSH-ის ბიოლოგიურ მოქმედებას უჯრედებზე. გრეივსის დაავადების (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი) დროს აღინიშნება TSH რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების (TRAB)დონის მატება.
TSH-ის რეცეპტორის წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულები სხვადასხვა ტიპისაა, რაც განაპირობებს მათ განსხვავებულ ეფექტებს:
დიფერენციალური დიაგნოზი:
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის რეციდივის პროგნოზი
TRAB-ის დონე იზრდება:
TRAb ვლინდება არანამკურნალევი გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 80%-ში. იშვიათად, ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და პირველადი მიქსედემის მქონე პაციენტებში.
TRAb-ის პერსისტირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტითირეოიდულ მედიკამენტებს, არის დაავადების რეციდივის რისკ-ფაქტორი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
იმის გამო, რომ TRAb მიეკუთვნება IgG კლასს, პლაცენტური გადაცემა დედიდან ნაყოფზე შესაძლებელია. თუ გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ TRAb-ის მაღალი კონცენტრაცია ორსულობის მე-3 ტრიმესტრში, ნაყოფს აქვს ახალშობილთა ჰიპერთირეოზის განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია თანდაყოლილ დეფექტებთან და სიკვდილიანობასთან.
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
