
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾30.00 Original price was: ₾30.00.₾27.00Current price is: ₾27.00.
რევმატოიდული ფაქტორი (RF)
რევმატოიდული ფაქტორი (RF) აუტოანტისხეულებია, რომლის განსაზღვრა სისხლში გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკისა და შეფასების პროცესში.
აუტოანტისხეულებს შეუძლია წარმოქმნას იმუნური კომპლექსები როგორც კომპლემენტის სისტემის ცილებთან, ასევე სხვა ცილებთან ერთად. სინოვიალურ სითხეში მოხვედრისას აუტოანტისხეულები ფაგოციტირდება და ნადგურდება ნეიტროფილების მიერ, რაც იწვევს ანთებითი მედიატორების გამოყოფას, რომლებიც აზიანებს სახსრის ქსოვილს.
აუტოანტისხეულებს შეუძლიათ ასევე წარმოქმნას დიდი ცილოვანი კომპლექსები, რომლებიც ვერ ფაგოციტირდება და შედეგად დეპონირდება სისხლძარღვების ირგვლივ, უჯრედშორის სივრცეში, რაც იწვევს ანთებითი რეაქციის – ვასკულიტის განვითარებას.
რევმატოიდული ფაქტორის კონცენტრაცია იზრდება:
RF-ის არარსებობა არ გამორიცხავს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზს, განსაკუთრებით ერთჯერადი კვლევის შემთხვევაში.
RF მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვადასხვა აუტოიმუნური და ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროსაც, ზოგჯერ კი ჯანმრთელ ადამიანებშიც. ამიტომ RF-ის შედეგი ფასდება კლინიკურ სიმპტომებთან და სხვა ლაბორატორიულ კვლევებთან, განსაკუთრებით ანტი – ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის ანტისხეულებთან, ერთად.
RF არ მონაწილეობს ართრიტის გამომწვევი ანთებითი პროცესის ინიცირებაში, თუმცა, სავარაუდოდ, განაპირობებს პროცესის გამწვავებას და მდგრადობას.
RF ორგანიზმში შეიძლება გამოჩნდეს დაავადების დაწყებამდე და ზოგჯერ დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე.
რევმატოიდული ფაქტორის არსებობა/არარსებობის მიხედვით, რევმატოიდული ართრიტი იყოფა 2 კატეგორიად: სეროპოზიტიური ან სერონეგატიური. რევმატოიდული ართრიტის მქონე სეროპოზიტიურ პაციენტებში ეროზიული ართრიტის განვითარების რისკი, სახსრების ფუნქციის დაკარგვითა და სახსარგარე გამოვლინებებით, რამდენჯერმე მეტია სერონეგატიურ პაციენტებთან შედარებით.
აივ-დადებითი პაციენტები არიან სერონეგატიური ართრიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, სახსრების ფუნქციის დაკარგვით და სახსარგარე გამოვლინებებით, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები, ფილტვის დაავადება, ვასკულიტი, ფელტის სინდრომი (ნეიტროპენია და სპლენომეგალია, ასოცირებული რევმატოიდულ ართრიტთან).
RF არ არის სპეციფიური რევმატოიდული ართრიტისთვის და განისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების და ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი) დროსაც.
საკვლევი მასალავენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
